რჩევები - ჯანსაღი ხერხემლისთვის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
რჩევები - ჯანსაღი ხერხემლისთვის
რჩევები - ჯანსაღი ხერხემლისთვის
ცნობილია, რომ ხერხემლის მდგომარეობა მნიშვნელოვანია მთელი ორგანიზმის ჯანმრთელობისთვის.
გარკვეული ასაკის მიღწევისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, რაც დროთა განმავლობაში კონკრეტულ დაავადებაში გადადის. ამის ასარიდებლად ხერხემლის სიჯანსაღეზე დროულად ზრუნვაა საჭირო.
კვება, ჭარბი წონა ტვირთავს ხერხემალს და მალათაშუა დისკებს, რასაც ოსტეოქონდროზი და მალათაშორისი თიაქრის ჩამოყალიბება მოჰყვება.

მოძრაობა-ჯდომისას მჭიდროდ უნდა დააყრდნოთ ხერხემლის გამონაზნექი სკამის ზურგს და არ მოიხაროთ. სკამის სიმაღლე ისე უნდა დაარეგულიროთ, რომ დასაჯდომი მუხლის ნაკეცების დონეზე იყოს.

უნდა მოერიდოთ სიმძიმეების აწევას. დატვირთვის შესამცირებლად სიმძიმე მკვეთრი მოძრაობის გარეშე, სწორი ზურგით უნდა ასწიოთ. დაუშვებელია ტვირთის
აწევა მოხრილი ზურგით და სწორი ფეხებით. ასეთ შემთხვევაში წონა  მთელ ხერხემალზე აღარ ნაწილდება და ხერხემლის სვეტი ძალზე იტვირთება.

ფეხსაცმელი უნდა იყოს რბილი და დრეკადი ლანჩით. ქუსლის სიმაღლე არ უნდა აღემატებოდეს 10 სმ-ს. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის ყოველდღიურად ტარება საყრდენ-მამოძრავებელი აპარატის ნაწილების ცდომას იწვევს და პრობლემები უვითარდება არა
მარტო ხერხემალს, არამედ სახსრებსა და სისხლძარღვებსაც.


ძილი

საწოლი უნდა იყოს კომფორტული, ხერხემლის ფიზიოლოგიური მოხრილობების შესაბამისი კონსტრუქციით. მსუქანი ადამიანებისთვის საჭიროა უფრო მაგარი მატრასი, გამხდრებისთვის კი, პირიქით, რბილი. ბალიში არ უნდა იყოს ძალიან დიდი ან პატარა და უნდა ავსებდეს კეფიდან ბეჭამდე ჩაღრმავებას. მისი სისქე არ უნდა აღემატებოდეს მხრის სიგრძეს (14-15სმ).

თუ ძილის შემდეგ კისრის არეში აღინიშნება დაღლილობის შეგრძნება, კისრის, თავის ტკივილი - ბალიშის შეცვლაზე უნდა იფიქროთ. ზურგის ტკივილისას შეიძლება პატარა ბალიში მოათავსოთ მუცლის ქვეშ. ეს გაასწორებს წელის ნაწილს და ტკივილიც შესუსტდება. ხერხემლის დაავადებებისას უმჯობესია გვერდზე ძილი, სასურველია - მტკივნეულ მხარეს. ამ პოზაში მალათაშუა ნაპრალები ფართოვდება და მცირდება ზურგის ტვინის ფესვებზე ზეწოლა.


როგორ წამოვდგეთ საწოლიდან


თავდაპირველად ჩამოსწიეთ ფეხები იატაკზე, შემდეგ ხელების დახმარებით წამოიწიეთ, დავჯექით საწოლის კიდეზე და წამოდექით. არასოდეს ადგეთ უეცრად, ასე შეიძლება გამოიწვიოთ ფესვების დაჟეჟილობა და ტკივილის სინდრომის პროვოცირება.


ჯანსაღი ცხოვრება იდეალური ფორმების საწინდარია

ჯანმრთელობა, გარეგნობა, განწყობა ბევრადაა დამოკიდებული სხეულის მასაზე. ზედმეტი წონა და ცელულიტი ქალს არ ამკობს.

თუ გინდათ იყოთ ლამაზი, მოხდენილი, საკუთარ თავში დარწმუნებული და არ დაიმალოთ მოცულობით ტანსაცმელში, უნდა ისწავლოთ ახლებურად ცხოვრება.

სიცოცხლე მოძრაობაა, ამიტომ საქმის დაწყება ვარჯიშით სჯობს. დილა რეგულარულად დაიწყეთ სირბილით. აქტიურობის მომატებასთან ერთად არ უნდა დაგავიწყდეთ სწორი კვება. შაქრის, ცომეულის, გაზიანი სასმელების უკონტროლო მიღებით ყველა მცდელობა უშედეგო იქნება.


სწორი კვების როლი ჭარბი წონის წინააღმდეგ

მნიშვნელოვანია სრულფასოვანი და სწორი კვება და მხოლოდ ჯანსაღი საკვების მიღება. მიირთვით მეტი ხილი, ბოსტნეული, უცხიმო ხორცი, თევზი. ამავდროულად, გამორიცხეთ რაციონიდან ან ძალზე შეამცირეთ ტკბილეულის, შოკოლადის, ცხიმიანი შემწვარი საკვების მიღება.

გახდომას ეხმარება კვების რეჟიმიც. თუ საკვებს ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს მიიღებთ, მსუყედ ვერ შეჭამთ და თქვენი ორგანიზმიც დაიწყებს ცხიმოვანი უჯრედების მარაგის გახარჯვას, რაც დაეხმარება გახდომას.

გახდომის პროცესში არ შეიძლება მკაცრი დიეტები ან შიმშილი, რაც მხოლოდ დროებით ეფექტს და ჯანმრთელობის სერიოზულ პრობლემებს იძლევა. ასეთი მეთოდების შემდეგ ზედმეტი კილოგრამები კვლავ დაბრუნდება, თანაც - გაორმაგებული.

იდეალური ფიგურის მისაღწევად არ გახდეთ სწრაფად. სწორი კვება ჩვევად გაიხადეთ და მთელი ცხოვრების მანძილზე შესანიშნავი შედეგი გექნებათ.


სპეციალური პროცედურები ლამაზი სხეულის ფორმირებისთვის


სპორტულ დარბაზში ვარჯიში ბევრს ეზარება, უმეტესობას კი საამისოდ არც დრო აქვს და არც საშუალება, ზოგს კი, სასურველი ეფექტისთვის, უბრალოდ, გამოყოფილი დრო არ ჰყოფნის.

სადღეისოდ უამრავი პროცედურა არსებობს ზედმეტი წონისგან გასათავისუფლებლად. ერთ-ერთი ასეთი პოპულარული პროცედურა აპარატული კავიტაციაა.

უმნიშვნელოა ასაკიცა და სხეულის ბუნებრივი კონსტიტუციაც, სილუეტის კორექცია შესაძლებელია სპორტით, ყოველდღიური ვარჯიშითა და სწორი კვებით. მთავარია, აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების წესი ჩვევად აქციოთ და ჭარბი წონაც აღარ შეგაწუხებთ.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ოქსფორდისა და იელის უნივერსიტეტებმა 1,2 მილიონი ადამიანის მონაწილოებით ჩაატარეს მასშტაბური კვლევა,
21-08-2018
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
16-08-2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
11-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დიდი ხანია ცნობილია, რომ ფეხშიშველი სიარული ბრტყელტერფიანობის, ტერფის კუნთების ატროფიის და
ოსტეოპოროზი ძვლის ქსოვილის პათოლოგიური გამეჩხერებაა, განპირობებული ორგანიზმში კალციუმის
სამხრეთ კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ფართომასშტაბური კლინიკური კვლევების საფუძველზე
ბევრი პაციენტი, დაზიანებული ხრტილოვანი ქსოვილით, ხარისხიან იმპლანტანტებს საჭიროებს. ხელოვნური
როგორც აღმოჩნდა კურკუმა, აზიური სამზარეულოს პოპულარული სანელებელი, სულ რაღაც 6 თვეში 7%-ით ზრდის ძვლის
თუ მუხლები გაწუხებთ, ყოველთვის გამოიყენეთ ჩინელი სპეციალისტების მიერ მოწოდებული ეს მეთოდი, დაგჭირდებათ მხოლოდ პირსახოცი.
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868