ორთოპედია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
ორთოპედია
ტერფებს რომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამის შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაწერილა. ჰიგიენის წესების სათანადო დაცვა, მავნე ფაქტორთა თავიდან აცილება, თანმხლებ თუ მაპროვოცირებელ დაავადებათა დროული მკურნალობა - ეს და ბევრი სხვა რამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ სურს, რომ ტერფებზე ჯანმრთელი კანი და ფრჩხილები ჰქონდეს. დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ხშირია კანისა და ფრჩხილების ინფექციური (უმეტესად სოკოვანი) პათოლოგიები, ქუსლის ნახეთქები, კოჟრები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ექიმი, დერმატოლოგი ნინო ჩაკაბერია.
ტერფის პათოლოგიებს შორის საკმაოდ დიდი ადგილი უკავია დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიურ მდგომარეობებს. მათ შესახებ გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის ექიმი, ენდოკრინოლოგი თეონა ღვალაძე. - რა არის დიაბეტური ტერფი?- შაქრიანი დიაბეტის ცნობილ გართულებებს შორის ყველაზე ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დიაბეტური ტერფის სინდრომი - ეს არის ინფექცია, წყლული და/ან ღრმა ქსოვილების დესტრუქციული ცვლილებები, გამოწვეული ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლით და ნეიროპათიული ცვლილებებით.
ქვედა ყბა თავის ქალას საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის მეშვეობით უკავშირდება. მთელი სიცოცხლის განმავლობაში ეს სახსარი უდიდეს დატვირთვას განიცდის. ეს განპირობებულია არა მარტო ღეჭვით, არამედ მეტყველებით, სახის მიმიკით, სახეზე ზეწოლით... ამ და სხვა მიზეზების გამო ვითარდება საფეთქელ-ქვედა ყბის სახსრის დისფუნქცია, რაც იწვევს სახსრის დაზიანებას, ანთებას, ტკივილსა და სხვა ცვლილებებს. ხშირია საფეთქელ-ქვედა ყბის სინდრომი - სიმპტომოკომპლექსი, რომელსაც ახასიათებს სახსრის ტკაცუნი, ტკივილი საღეჭ კუნთებზე ზეწოლისას ან პირის გაღება-დაკუმვისას, სახსარში მოძრაობის შეზღუდვა. ზოგჯერ ერთი შეხედვით უცნაური ჩივილები - ყურის ტკივილი ან თავის ტკივილიც აღინიშნება. სინდრომი სამჯერ უფრო ხშირია ქალებს შორის და უპირატესად 30-50 წლის ასაკში გვხვდება.
საქართველოში ჩატარებული უნიკალური ოპერაციები ჩვენი ჟურნალის ფურცლებზე არაერთხელ გაშუქებულა. ენდოპროთეზების გამოყენება და ძვალსახსროვან სისტემაზე რთული ოპერაციების წარმოება ქართველ ქირურგებს სხვებზე ნაკლებად რომ არ ხელეწიფებათ, ესეც კარგად მოეხსენება ჩვენს მკითხველს. მენჯ-ბარძაყის სახსრის ენდოპროთეზირება სხვა ქვეყნების მსგავსად საქართველოშიც რომ დიდი ხანია წარმატებით ხორციელდება, ამას ბევრი პაციენტი თავად დაადასტურებს. მაღალი ტექნოლოგიების განვითარებას სამედიცინო პრაქტიკის დახვეწა და მრავალი მეთოდის სრულყოფა რომ მოსდევს, არც ეს არის გასაკვირი. თუმცა სიახლე, რომელზეც ქვემოთ მოგახსენებთ, ალბათ ბევრს დააინტერესებს და ერთგვარად გააოცებს კიდეც. კოჭ-წვივის სახსრის მადეფორმირებელი ართროზების ოპერაციული მკურნალობა ახალი თაობის ენდოპროთეზებით საქართველოშიც ინერგება. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პრობლემის მქონე მრავალ ხეიბარს თავისუფლად გადაადგილების საშუალება მიეცემა, რომ აღარაფერი ვთქვათ ტკივილისა და უამრავი სხვა პრობლემის აღმოფხვრაზე, რომლებსაც ადამიანს პათოლოგიური სახსარი უქმნის. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ქართულ ორთოპედიაში მართლაც რომ მნიშვნელოვანი სიახლეა. სწორედ ამ სიახლეზე გვესაუბრება ს. ს. "ტრავმატოლოგის" ტრავმატოლოგიურ-ორთოპედიული კლინიკის ტრავმატოლოგ-ორთოპედი, მედიცინის დოქტორი ლუხუმ ჭანტურია.
მაქვს ბრტყელტერფიანობა. ამის გამო ჩამომიყალიბდა სიარულის თავისებური მანერა, რომელიც კომპლექსს მიჩენს. გარდა ამისა, ადვილად ვიღლები, მტკივდება ფეხები... რისი ბრალია ბრტყელტერფიანობა? არსებობს თუ არა მეთოდი, რომელსაც მდგომარეობის შემსუბუქება შეუძლია?ბრტყელტერფიანობის პრობლემა დედამიწის მოსახლეობის 40-60%-ს აწუხებს. ისეთი ფაქტორები, როგორიც არის სამუშაო, რომელიც ფეხზე დგომას მოითხოვს, მოუხერხებელი ან პატარა ფეხსაცმელი, ზედმეტი წონა, უამრავ უსიამოვნო სიურპრიზს გვიმზადებს, რომელთაგან ერთ-ერთია ბრტყელტერფიანობა - ტერფის თაღის დარღვევა. ზედმეტი დატვირთვის გამო ტერფი ბრტყელდება და სიარულის დროს ზამბარასავით დრეკადი აღარ არის. თავს იჩენს ტკივილისა და დაღლილობის შეგრძნება.
ძვლოვანი სისტემა ერთმანეთთან სხვადასხვაგვარად დაკავშირებული ძვლებისგან შედგება. ისინი ქმნიან ჩონჩხს, რომელიც ძვლების არა ქაოსური კრებული, არამედ მათი კანონზომიერი და ბუნებრივი ერთობლიობაა. ჩონჩხის შემადგენელი ძვლების რაოდენობა სხვადასხვა ასაკში სხვადასხვაა, თუმცა ცვალებადობის მიუხედავად, მიჩნეულია, რომ, ჩვეულებრივ, ორგანიზმი 806 ძვალს შეიცავს, რომელთაგან 270 ჯერ კიდევ მუცლადყოფნის პერიოდში იქმნება, დანარჩენი კი ასაკის შესაბამისად. მოზრდილი მამაკაცის ხერხემლის სიგრძე საშუალოდ 72 სმ-ია, ქალისა კი 68 სმ. დილით, დასვენების შემდეგ, იგი 2-3 სმ-ით იმატებს, სამაგიეროდ, 5-7 სმ-ით იკლებს მოხუცებულობაში. ჩონჩხის ფორმირება მამაკაცებში 20-25 წლის, ქალებში კი 18-21 წლის ასაკში სრულდება.
ნაჩვენებია მე-10 გვერ 11 - დან
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით