ორთოპედია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ორთოპედია
ძვალსახსროვანი სისტემის პათოლოგიები საკმაოდ გავრცელებული პრობლემაა. განვიხილოთ თითოეული მათგანი. მალათაშუა დისკოს დაზიანება, ოსტეოქონდროზიდღეს მალათაშუა (მალათაშორისი) დისკოს დაზიანებას ყოველ ნაბიჯზე ვაწყდებით. საქმე ის არის, რომ ადამიანის ორგანიზმში ახალგაზრდობიდანვე იწყება დეგენერაციულ-დისტროფიული ცვლილებები; ხერხემლის მალებს შორის არსებულ დისკოში ირღვევა ნივთიერებათა ცვლა, რასაც მათი გაუწყლოება მოჰყვება. ამის გამო დისკო მყიფდება და მცირედი დატვირთვის შემთხვევაშიც კი შეიძლება დაზიანდეს. ეს პროცესი, ოსტეოქონდროზი, მეტ-ნაკლები ინტენსივობით ნებისმიერი ადამიანის ორგანიზმში მიმდინარეობს, თუმცა განსაზღვრულ ფაქტორებს უნარი შესწევთ, ის დააჩქარონ ან შეანელონ.
ტერფებს რომ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება, ამის შესახებ ჩვენს ჟურნალში არაერთხელ დაწერილა. ჰიგიენის წესების სათანადო დაცვა, მავნე ფაქტორთა თავიდან აცილება, თანმხლებ თუ მაპროვოცირებელ დაავადებათა დროული მკურნალობა - ეს და ბევრი სხვა რამ უნდა გაითვალისწინოს ადამიანმა, თუ სურს, რომ ტერფებზე ჯანმრთელი კანი და ფრჩხილები ჰქონდეს. დერმატოლოგიურ პრობლემებს შორის ხშირია კანისა და ფრჩხილების ინფექციური (უმეტესად სოკოვანი) პათოლოგიები, ქუსლის ნახეთქები, კოჟრები. სწორედ მათ შესახებ გვესაუბრება სამედიცინო ცენტრ "იუნონას" ექიმი, დერმატოლოგი ნინო ჩაკაბერია.
ტერფის პათოლოგიებს შორის საკმაოდ დიდი ადგილი უკავია დიაბეტით გამოწვეულ პათოლოგიურ მდგომარეობებს. მათ შესახებ გვესაუბრება საქართველოს დიაბეტის ცენტრის ექიმი, ენდოკრინოლოგი თეონა ღვალაძე. - რა არის დიაბეტური ტერფი?- შაქრიანი დიაბეტის ცნობილ გართულებებს შორის ყველაზე ხშირია დიაბეტური ტერფის სინდრომი. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის თანახმად, დიაბეტური ტერფის სინდრომი - ეს არის ინფექცია, წყლული და/ან ღრმა ქსოვილების დესტრუქციული ცვლილებები, გამოწვეული ქვედა კიდურებში სისხლის მიმოქცევის მოშლით და ნეიროპათიული ცვლილებებით.
ნაჩვენებია მე-9 გვერ 11 - დან
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე