ორთოპედია - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
ორთოპედია
ბრტყელტერფიანობა მრავალი უსიამოვნების სათავეა. ხერხემლის პათოლოგიები, წელისა და ზურგის ტკივილი, ლიმფოვენური უკმარისობა და ვინ მოთვლის, კიდევ რამდენი პრობლემა უკავშირდება ბრტყელ ტერფს. ტერფის ანატომიურ-ფუნქციური ცვლილებების დროს ხშირად იჩენს თავს წელის ტკივილი. ადამიანს აზრადაც არ მოსდის, რომ გახანგრძლივებული ტკივილისა და დაღლილობის მიზეზი ტერფის დეფორმაციაა. ბრტყელტერფიანობის დროს კომპენსატორულად ღრმავდება წელის ლორდოზი, რაც, თავის მხრივ, ზომაზე მეტად ტვირთავს ხერხემლის სვეტს და ტკივილს იწვევს. ტერფის ფუნქციებსა და პრობლემებზე გვესაუბრება ტერფის ფუნქციური დიაგნოსტიკისა და კორექციის ცენტრ “ტერდის” ექიმი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი თამარ კოტარია.
ზურგის (შესაბამისად, ხერხემლის) პრობლემებს მენეჯერთა დაავადებას უწოდებენ. დილა-საღამოს - ავტომობილი, ოფისში - კომპიუტერი, შინ - ტელევიზორი, თავისუფალ დროს - მეგობრებთან ერთად ჯდომა. ყველაფერ ამას ასაკს და ზედმეტ წონასაც თუ მივუმატებთ, ცხადი გახდება, რომ მჯდომარე ცხოვრების წესი უარყოფითად აისახება თანამედროვე ადამიანის ჯანმრთელობაზე. უნდა გვახსოვდეს ისიც, რომ ხერხემალი, რომელსაც გამუდმებით დიდი დატვირთვა ადგას, და სახსრები ამ დროს რისკის ზონაშია, ხოლო თუ იმასაც გავითვალისწინებთ, რომ ხერხემლის სიჯანსაღეზეა დამოკიდებული თითქმის ყველა შინაგანი ორგანოს ნორმალური ფუნქციობა, მივხვდებით, რომ ზურგის ტკივილი ჯანმრთელობის შერყევის სერიოზული სიგნალია.
ნაჩვენებია მე-5 გვერ 11 - დან
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი