მეცნიერებმა თმის ამომყვანი ახალი მეთოდი გამოსცადეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა თმის ამომყვანი ახალი მეთოდი გამოსცადეს

მეცნიერებმა თმის ამომყვანი ახალი მეთოდი გამოსცადეს. საიდუმლო ართრიტის სამკურნალო პრეპარატის მიღებაშია. დასახელებულ მოხალისეებს თმა აუტოიმუნური აგრესიის გამო ჰქონდათ დაკარგული (ასეთ დროს იმუნური სისტემა შეტევას ახორციელებს, ებრძვის საკუთარი თმის ფოლიკულებს, შესაბამისად, ადამიანს თმა მთელ სხეულზე სცვივა).

თურმე აღნიშნული პირები (ქალი და მამაკაცი) 2 თვის განმავლობაში იღებდნენ ტოფაციტინიბს. შედეგად თმა გაეზარდათ თავზე და იღლიის ფოსოში, ამოუვიდათ წარბებიც. პაციენტებს მეცნიერები შედეგიდან კიდევ 9 თვის განმავლობაში აკვირდებოდნენ. აღმოჩნდა, რომ პრეპარატს არ აქვს სერიოზული გვერდითი მოვლენები, თუმცა, მისი ხანგრძლივად მიღება მაინც გარკვეულ საფრთხესთანაა დაკავშირებული.

მწარმოებელთა განცხადებით, ტოფაციტინიბის ხანგრძლივად მიღება ზრდის სერიოზული ინფექციების განვითარების, კუჭისა და ნაწლავთა ქსოვილის დაზიანება-გახეთქვის რისკს.

საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ჯერ კიდევ სექტემბერში აღნიშნული პრეპარატი ბუდობრივი ალოპეციის (გამელოტების) მქონე 66 პაციენტზე შეამოწმეს. კვლევის ფარგლებში პაციენტთა ნახევარს თმა ნაწილობრივ ამოუვიდა თავზე, ერთ მესამედს კი - 50 % -ზე მეტი. თუმცა, დადებითი ეფექტი მხოლოდ სამი თვე შენარჩუნდა.

თინათინ გოცაძე