ატოპიური დერმატიტის შესახებ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ატოპიური დერმატიტის შესახებ

- რა არის ატოპიური დერმატიტი?

- ატოპიური დერმატიტი კანის ქრონიკული ანთებითი დაავადებაა, რომელიც ხასიათდება: კანის სიწითლით, სიმშრალით, ქავილით, აქერცვლით, მცირე შეშუპებით და ექსკორაციებითაც კი;

დაავადებას ახასიათებს ზემოთ ჩამოთვლილი სიმპტომების პერიოდული განმეორებადობა (ე.წ. გამწვავების პერიოდები); ატოპიური დერმატიტი ხშირად მოიხსენიება, როგორც ეგზემა, გავრცელებული ტერმინია ასევე დიათეზი.

- რა ასაკში და რა სახით შეიძლება გამოვლინდეს?

- პაციენტების უმრავლესობას ატოპიური დერმატიტის პირველი სიმპტომები 2 წლამდე ასაკში უვლინდება, 80%-ს - 1 წლამდე ასაკში, ხოლო დანარჩენ 20%-ს -1 წლის შემდეგ;

ატოპიური დერმატიტი იყოფა სამ პერიოდად: ახალშობილთა, ბავშვთა და მოზრდილთა. ახალშობილთა ფორმა აღინიშნება 2 წლამდე ასაკში. დამახასიათებელი ლოკალიზაციაა სახე, კიდურების გამშლელი ზედაპირები და თავი (საფენის არე ხშირად არ არის დაზიანებული).

ბავშვებსა და მოზრდილებში უხშირესად დაზიანება ლოკალიზებულია კისრის არეში, იდაყვის და მუხლის მომხრელ ზედაპირებზე, ასევე - სახეზე, მაჯებზე და მტევნებზე.

ზრდასრულებში დაზიანების ფართობი იზრდება და მოიცავს სახეს, ყელს და ზურგს;

- როგორ ხდება მისი მკურნალობა?

- ატოპიური დერმატიტის მკურნალობისას მეტად მნიშვნელოვანია კანის დატენიანება (მისი ბარიერული ფუნქციის აღდგენა). ამისთვის გამოიყენება სპეციალური დამატენიანებელი და დამარბილებელი მალამოები, ლოსიონები, კრემები.

კანის ყოველდღიური ჰიგიენა, ყოველდღიური აბაზანა 10-15 წთ-ის განმავლობაში; კანის დატენიანება უნდა მოხდეს ყოველდღიურად, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 2-ჯერ დღეში; მედიკამენტური მკურნალობა: ჰორმონული კრემები, ასევე ჰორმონული ეფექტის მქონე არასტეროიდული კრემები, ანტიჰისტამინური პრეპარატები (ქავილის მართვის პრინციპით) და ზოგჯერ, ანტიბაქტერიული მკურნალობაც კი (მეორადი ინფიცირების შემთხვევაში) - აუცილებლად უნდა შეირჩეს ექიმის მიერ, იქნება ეს პედიატრი თუ ალერგოლოგი, ინდივიდუალურად, პაციენტის ანამნეზის გათვალისწინებით; ალერგიულ პაციენტებში მნიშნვნელოვანია აგრეთვე ალერგენის შეზღუდვა ან სრულად ამოღება - კვებითი ალერგენის შემთხვევაში; გამღიზიანებელი ფაქტორების არიდება როგორიცაა: ზოგიერთი საპნები, კლიმატური ფაქტორი, თამბაქოს კვამლი, სტრესი და სხვა; სწორი მკურნალობისას პაციენტის ცხოვრების ხარისხი მნიშვნელოვნად უმჯობესდება.

- რა დროს მწვავდება და რა უნდა იღონოს მშობელმა?

- ატოპიური დერმატიტი მწვავდება უპირატესად შემოდგომასა და ზამთარში, როცა გარემო ტემპერატურა ვარდება, ხოლო საყოფაცხოვრებო ფართებში ირთვება გათბობის სისტემა და იწყება კანის გამოშრობის პროცესი; მისი სტრუქტურა და წყლის ბალანსი დარღვეულია. ეს კი მიგვითითებს კანის განსაკუთრებული მოვლის აუცილებლობაზე.

- რა დამატებით რეკომენდაციებს მისცემდით მშობელს?

- პირველ რიგში ვურჩევდი ყველა მშობელს, გააცნობიერონ რომ ეს არის ქრონიკული დაავადება და მნიშვნელოვანი როლი ენიჭება პაციენტის წინასწარგანწყობას ალერგიული დაავადებების მიმართ, მნიშვნელოვანია ზუსტი და დროული დიაგნოსტიკა. ატოპიური დერმატიტი მშობლის და მკურნალი ექიმის მხრიდან მოითხოვს მართვას; ატოპიური დერმატიტი არის კანის სიმშრალით განპირობებული დაავადება და შესაბამისად მთავარია კანის სიმშრალესთან ბრძოლა; სწორად მოვლილი/დატენიანებული კანის შემთხვევაში გამწვავების ეპიზოდები მინიმუმამდეა დაყვანილი და რაღაც პერიოდის შემდეგ პაციენტს ავიწყებს კიდეც თავს. ატოპიური დერმატიტის დროს მნიშვნელოვანია მშობლის სწორი ინფორმირება დაავადების არსის შესახებ, რათა მან გაუადვილოს და გაუუმჯობესოს შვილს ცხოვრების ხარისხი; მნიშვნელოვანია, რომ პაციენტის მშობლისათვის ექიმის მიერ მიწოდებული რეკომენდაცია გააცნობიეროს ოჯახის ყველა წევრმა. აუცილებელია გამწვავების პერიოდებში მიმართოთ ექიმს, რათა სწორად შეირჩეს მედიკამენტური მკურნალობა და თვითნებურად არ იმკურნალონ. აღსანიშნავია აგრეთვე არასპეციფიკური სარეცხი საშუალებების გამოყენება ბავშვთა ასაკის მიხედვით. მნიშვნელოვანია ბუნებრივი მასალისგან დამზადებული სამოსის გამოყენება, ყოველდღიური ჰიგიენა, აბაზანის მიღების დროს წყალი არ უნდა იყოს ძალიან ცხელი, მნიშვნელოვანია ფრჩხილების მოვლა, სტრესის და ალერგენების არიდება, სწორი კვების რეჟიმის შერჩევა, საყოფაცოვრებო ფართში ჰაერის დატენიანება.