კანის სოკოვანი დაავადებები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

კანის სოკოვანი დაავადებები

რატომ აღმოცენდება ეს არასასიამოვნო დაავადება, როგორია კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობისა და პროფილაქტიკის მეთოდები, აღნიშნულ თემებზე გვესაუბრება კლინიკა “კურაციოს” დერმატო-ვენეროლოგი ნინო ოთარაშვილი:

- როგორია კანის დაავადებების ჩამონათვალი და რა კლინიკური გამოვლინებებით ხასიათდებიან ისინი?

- სოკოვანი დაავადება ძირითადად აზიანებს სადა კანს, თავის თმიან ნაწილს – სკალპს, ფრჩხილებს. თმიანი ნაწილის სოკოვან დაავადებას სამედიცინო ტერმინოლოგიით უწოდებენ ტრიქომიკოზებს, ფრჩხილების სოკოვან დაავადებას კი ონიქომიკოზებს. სოკოვანი დაავადება შეიძლება მოიცავდეს სახეს, ტორსს (სხეულს), ტერფებს, მტევნებს, ფრჩხილებსა და თმას.

დაავადების კლინიკური გამოვლინება განსხვავდება დაზიანებული არის მიხედვით. სადა კანის დაზიანებისას ვითარდება სხვადასხვა ზომის აქერცლილი, ჰიპერემიული (მოწითალო) ლაქები, ბალთები. ხშირად პაციენტები უჩივიან ქავილს, თუმცა, რიგ შემთხვევაში, შეიძლება ის არც აღინიშნებოდეს. ზოგჯერ გამონაყარის ძირითად ელემენტებთან ერთად ჩნდება თანამგზავრი ელემენტები – წვრილბუშტუკოვანი კვანძები, შესაძლოა ეგზემის, ალერგიული დერმატიტის თანდართვა.

სოკოვანი დაავადება ხშირად აზიანებს ნაოჭების არეს – საზარდულის, ქალებთან სარძევე ჯირკვლების ქვემოთა კანს.

ტერფებისა და მტევნების თითებს შორის ჩნდება ნაპრალები, ვითარდება ექსუდაცია (ანთებითი სითხის გამოყოფა), აქერცვლა. შესაძლოა აღმოცენდეს მეორეული ბაქტერიული ინფექცია.

ტიპური ცვლილებები ვითარდება ფრჩხილების სოკოვანი დაავადების – ონიქომიკოზის დროს. ფრჩხილები სქელდება, იცვლის ფერს – ფრჩხილი მონაცრისფრო ან მოყვითალო ხდება. პაციენტი ამჩნევს, რომ უჭირს ფრჩხილის მოჭრა ფრჩხილის ფირფიტის გასქელების გამო ან, პირიქით, ფრჩხილი ადვილად იფშვნება.

თმისა და სახის არის დაზიანება სოკოვანი დაავადების გამო ძირითადად ბავშვებთან გვხვდება. სახის არის სოკოვანი დაავადება ისეთივე სიმპტომებით ხასიათდება, როგორითაც კანის სოკოვანი დაავადება. თმიანი ნაწილის სოკოს ახასიათებს ადგილობრივი თმის ცვენა, ჩანს დაზიანებული, გადატეხილი თმა.

- პაციენტები სოკოვან დაავადებებს ხშირად ზაფხულის მზესა და ზღვის პირას ყოფნას, ან აუზს უკავშირებენ. როგორი პერიოდია ზაფხული კანის სოკოვანი დაავადებების გავრცელებისა და მათი გამოვლენის თვალსაზრისით?

- ზაფხული მართლაც ეხმარება კანის სოკოვანი დაავადების გავრცელებას. მოგეხსენებათ, წლის ამ პერიოდში განსაკუთრებით ინტენსიურია მზის სხივების ზემოქმედება, აღნიშნულს ემატება ხშირი გარუჯვა, ჭარბი ოფლიანობა, გარემოს მომატებული ტემპერატურა. ეს ყოველივე განაპირობებს სოკოვანი დაავადების გავრცელებას. უშუალოდ სოკო კი სხეულის სხვადასხვა ნაწილზე ადვილად ხვდება შეზლონგებიდან, აუზში, საშხაპეებში. არ შეიძლება გარე ფაქტორებთან ერთად არ აღვნიშნოთ ორგანიზმის თავისებურებებიც – ჭარბი წონა, შაქრიანი დიაბეტი, მკურნალობა სტეროიდული ჰორმონებითა და სიმსივნის საწინააღმდეგო პრეპარეტებით.

არ უნდა დაგვავიწყდეს სოლარიუმიც, სადაც დროის მცირე მონაკვეთში ულტრაიისფერი სხივების ინტენსიური ზემოქმედება ხდება.

ზაფხულის პერიოდში მზის სხივების ზემოქმედებისას ხშირად ვითარდება ნაირფერი პიტირიაზი – კანის სოკოვანი დაავადება, რომელიც ხასიათდება სხეულზე ლაქოვანი ელემენტების არსებობით. ეს ელემენტები შეიძლება იყოს ღია ვარდისფერი, ყავისფერი, მოგვიანებით კი თეთრი. დაავადებას იწვევს სოკო, რომელიც კანის ნორმალური ბინადარია, მაგრამ სხვადასხვა ფაქტორის ზემოქმედებით აქტიურდება.

- კანის სოკოვანი დაავადებების მკურნალობის რა მეთოდებს ფლობს თანამედროვე მედიცინა?

- სადღეისოდ სოკოვანი დაავადებების სამკურნალოდ გამოიყენება როგორც ადგილობრივი პრეპარატები და კანის მოვლის საშუალებები, ასევე გენერალიზებული მოქმედების მედიკამენტები. არჩევანი დამოკიდებულია დაავადების კლინიკურ სიმპტომებზე, გავრცელების ფართობზე. თუ დაავადების კლინიკური გამოვლინება მსუბუქია, შესაძლებელია ადგილობრივი საშუალებებით შემოფარგვლა, მაგალითად, ნაირფერი პიტირიაზისას საკმარისი იქნება ადგილობრივი პრეპარატები და კანის მოვლის საშუალებები. სოკოვანი დაავადების გენერალიზებული ფორმებისა და ონიქომიკოზების (ფრჩხილების სოკოვანი დაავადება) დროს ტარდება სისტემური მკურნალობა – ინიშნება სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატები. მათი გამოყენება დაშვებულია მხოლოდ ჩვენების მიხედვით და პრეპარატების გვერდითი ეფექტების გათვალისწინებით.

- კიდევ ერთი საკითხი, რომელიც ძალიან საინტერესოა უამრავი პაციენტისათვის - რიგ შემთხვევებში რატომ არის რთული კანის სოკოვანი დაავადების განკურნება და რა იწვევს მის განმეორებას?

- კანის სოკოვანი დაავადების წარმატებულ მკურნალობას სხვადასხვა ფაქტორმა შეიძლება შეუშალოს ხელი. ამ ფაქტორთა შორის აღსანიშნავია ორგანიზმის დაქვეითებული იმუნიტეტი, რაც განმეორებითი დასნებოვნების მიზეზია, ჭარბი ოფლიანობა (ადგილობრივი ან ზოგადი), ანტიბიოტიკების ხშირი გამოყენება (ხშირად - სათანადო ჩვენების გარეშე), არასრული მკურნალობა – მკურნალობის შეწყვეტა დაავადების სიმპტომების შემსუბუქებისთანავე. აუცილებელია მკურნალობა გაგრძელდეს სრულ გამოჯანმრთელებამდე, ადგილობრივი საშუალებების გამოყენება კი სრული გაჯანსაღებიდან 1 კვირის განმავლობაშიც. რეციდივის პირველი სიმპტომებისთანავე აუცილებელია განმეორებითი მკურნალობის დაწყება.

განმეორებითი დასნებოვნების თავიდან ასაცილებლად რეკომენდებულია სოკოვანი დაავადების წარმატებული მკურნალობის შემდეგ, კანის სოკოს დროს, შეიცვალოს მკურნალობამდე გამოყენებული აბაზანის ღრუბელი, ტერფებისა და ტერფის თითების სოკოს შემთხვევაში კი – ფეხსაცმელი, თავის თმიანი ნაწილის სოკოს დროს – სავარცხელი და ქუდი.

- ზაფხულის შვებულებისა და არდადეგების პერიოდი საკმაოდ სწრაფად გაივლის. ბუნებრივია, ყველას უნდა, ზაფხული სასიამოვნო მოგონებებს დაუკავშირდეს და არა ამა თუ იმ ავადმყოფობას. როგორ ავირიდოთ სოკოვანი დაავადება?

- ზაფხულში, სოკოვანი დაავადების გავრცელებისთვის ხელსაყრელ პერიოდში, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება პირადი ჰიგიენის წესების დაცვას:

  • სავარცხელი, პირსახოცი, აბაზანის ღრუბელი უნდა იყოს მხოლოდ პირადი მოხმარების;
  • შეზლონგი იყოს პირადი ან დაიფაროს პირსახოცით;
  • აუზზე ბანაობის შემდეგ უნდა მიიღოთ შხაპი;
  • განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს კანის გამშრალებას ნაოჭების არეში;
  • უნდა მოწესრიგდეს ოფლიანობის პრობლემა. ამ მიზნით რეკომენდებულია ხშირი შხაპი, ნატურალური (ბამბა, აბრეშუმი) ქსოვილის ტანსაცმლისა და ნატურალური ტყავის ფეხსაცმლის ტარება, საჭიროებისას ტერფების ოფლიანობის საწინააღმდეგო საშუალებების გამოყენება;
  • მკაცრად უნდა იყოს დაცული ჰიგიენის წესები აუზებზე, საუნაში, სოლარიუმში, სილამაზის სალონში;
  • აუცილებელია შაქრიანი დიაბეტის, სიმსუქნის მკურნალობა.