მზის ალერგია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მზის ალერგია

ალერგია მზეზე შეიძლება ელვისებურად, 20-30 წამში განვითარდეს, გარუჯვიდან რამდენიმე საათში, ან 2-3 დღეშიც კი. სამედიცინო ტერმინოლოგიით, ჭარბ გამოსხივებაზე ორგანიზმის ამ არაადეკვატურ რეაქციას ფოტოდერმატოზი ან, სხვაგვარად, ფოტოტოქსიკური რეაქციაც ეწოდება.

საზოგადოდ, მზის სხივები ადამიანის ორგანიზმში იწვევს სხვადასხვა ტიპის რეაქციებს, რომლებსაც ფოტოსენსიბილიზაციას უწოდებენ და სამ ძირითად ჯგუფად ყოფენ: ფოტოტრავმატული, ფოტოტოქსიკური და ფოტოალერგიული რეაქციები.

ფოტოალერგიული რეაქცია არის პათოლოგიური პროცესი, რომელიც უვითარდებათ ულტრაიისფერი გამოსხივებისადმი მგრძნობიარე პირებს, ანუ მათ, ვისი ორგანიზმიც ამა თუ იმ მიზეზით ვერ იღებს (ვერ იტანს) აღნიშნულ გამოსხივებას. ფოტოალერგიულთა კანი და ლორწოვანი გარსები მზის სხივებზე როგორც მათთვის უცხო, დამაზიანებელ, ტოქსიკურ გარე ფაქტორზე, ისე რეაგირებენ. ასეთი ტიპის რეაქციას სპეციალისტები, ჩვეულებრივ, იმუნური დარღვევებით ხსნიან. ის ვლინდება პაპულების, ვეზიკულების განვითარებითა და კანის საფარველის ლიქენიზაციით (გამონაყარი გაძლირებული სურათით, რომელსაც თან ახლავს კანის გარქოვანება-გასქელება, პიგმენტაციის დარღვევა, კანის გაუხეშება, დახორკვლა და დანაოჭება).

მზეზე ალერგიის განვითარების რისკჯგუფში არიან პირები, რომელთაც აღენიშნებათ:

  • ენდოკრინული სისტემის დაავადებები;
  • ღვიძლისა და თირკმელების პათოლოგიები;
  • იმუნური სისტემის სხვადასხვა ტიპის დარღვევები.

როგორ ვლინდება მზეზე ალერგია

მზეზე ალერგიის გამოვლინება სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს. დამოკიდებულია ადამიანის ასაკზე, გარეგან და შინაგან მაპროვოცირებელ ფაქტორებზე.

ყველაზე ხშირად მზეზე ალერგიას ახასიათებს შემდეგი სიმპტომები:

  • კანის გაწითლება, ქავილი, გამონაყარი და ნახეთქები უშუალოდ მზის სხივებით დაზიანებულ უბნებზე;
  • მზის ალერგიის დროს სახეზე, კიდურებსა და მკერდზე განვითარებული ცვლილებები ვლინდება კანის დახორკვლითა და გაუხეშებით, ქავილის გაძლიერებით, დაზიანებული უბნების ტკივილით, შეწითლებული და შესივებული უბნების გაერთიანებით;
  • შესაძლოა კანი აიქერცლოს, დაიფაროს ქერქებით და სისხლმდენიც კი გახდეს.
  • ყველაზე ხშირად მზეზე ალერგია კანზე ჭინჭრის ციებისათვის დამახასიათებელი კლინიკური სურათით, ეგზემითა და ბუშტუკების სახით ვლინდება;
  • მზეზე ალერგიის სიმპტომები ჩნდება არა მხოლოდ კანის იმ უბნებზე, რომლებმაც მზის აქტიური დასხივება განიცადეს, არამედ ულტრაიისფერი სხივების ზემოქმედებისაგან სრულიად დაცულ (მოშორებულ) უბნებზეც, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ალერგიული რეაქცია ეგზემის სახით გამოვლინდა.

სპეციალისტების განცხადებით, ჩვეულებრივ, ფიზიკურად ძლიერ და ჯანმრთელ ორგანიზმს მზეზე არავითარი ალერგია არ უვითარდება. აღნიშნული ტიპის რეაქცია უფრო ხშირად დამახასიათებელია ჩვილებისა და ბავშვებისათვის, რომლებსაც ამა თუ იმ დაავადების შემდეგ რამდენადმე “მომაგრება-მოძლიერება” სჭირდებათ და ასევე ხანდაზმულთათვის, რომელთაც სხვადასხვა ქრონიკული პათოლოგია აღენიშნებათ.

მზეზე ალერგიის მიზეზები

როგორც უკვე აღვნიშნეთ, მზის ალერგიას სპეციალისტები იმუნურ დარღვევებს უკავშირებენ, თუმცა არ შეიძლება სხვა ისეთი ფაქტორების როლის გამორიცხვაც, როგორებიცაა ე.წ. ფოტოსენსიბილიზატორები და ფოტორეაქტიული აგენტები - განსაკუთრებული ნივთიერებები, რომლებიც მზის ულტრაიისფერი სხივებისადმი მომატებულ მგრძნობელობას განაპირობებენ. უხშირესად სწორედ ამ ნივთიერებათა დამსახურებაა მზეზე ალერგიის განვითარება, ისინი გვევლინებიან მაპროვოცირებელ და ხელშემწყობ ფაქტორებად ხელოვნური და ბუნებრივი ულტრაიისფერი გამოსხივების საპასუხოდ ადამიანის ორგანიზმში განვითარებული ალერგიული რეაქციისა.

ფოტოტოქსიკურ რეაქციებს ბევრი ნივთიერება იწვევს, ამიტომაც დიდი მნიშვნელობა აქვს იმის ცოდნას, რომელია ეს ნაერთები და რომელ პროდუქციაშია განსაკუთრებულად მაღალი მათი შემცველობა, ესენია:

  • ჰიგიენის საშუალებები - ანტიბაქტერიული საპნები;
  • კოსმეტიკური და პარფიუმერული ნაწარმი - ლოსიონები, სუნამოები, ოდეკოლონები და დეზოდორანტები, ასევე ტუჩსაცხები, ის კრემები, რომელთა შემადგენლობაშიც შედის ნიგვზის ცხიმი, კამის, ბერგამოტის, კრაზანას, ციტრუსებისა და სხვა მცენარეთა ეთერზეთები;
  • მზისგან დამცავი საშუალებები – პარადოქსია, მაგრამ მზის ალერგია ხშირად სწორედ მზისგან დამცავი საშუალებების კანზე დატანის შემდეგ ვითარდება, განსაკუთრებით იმ შემთხვევაში, თუ ამ საშუალების შემადგენლობაში შედის პარაამინობენზოის მჟავა და ბენზოფენონები;
  • ზოგიერთი საკვები დანამატი – მაგალითად, დამატკბობლები;
  • ტატუ – რადგან ტატუირების დროს დამხმარე ნივთიერების სახით გამოიყენება კადმიუმის სულფატი, რომელიც ასევე იწვევს ფოტოსენსიბილიზაციას;
  • საყოფახცოვრებო ქიმია - მაგალითად, ნაფტალინის ბურთულები;
  • სამკურნალო პრეპარატები - არის მედიკამენტები, რომელთა მიღების შეწყვეტიდან გარკვეული დროის (კვირების და თვეების) გავლის შემდეგაც ულტრაიისფერმა დასხივებამ შესაძლოა ალერგიული რეაქცია გამოიწვიოს. საქმე ისაა, რომ ზოგიერთი მედიკამენტის შემადგენლობაში შემავალი კომპონენტები გროვდება ადამიანის ორგანიზმში, მათ შორის - კანშიც, საზოგადოდ, ნელა გამოიდევნება ქსოვილებიდან და მზის სხივებისადმი მომატებულ მგრძნობელობას იწვევს.

ეს საინტერესოა

გიუნტერის დაავადება - არის ფოტოდერმატოზის იშვიათი ფორმა. მას სხვაგვარად ერითროპოეტურ პორფირიასაც უწოდებენ. ამ რეცესიული მუტაციის მქონე პაციენტები სრულად შეესაბამებიან ვამპირთა კლასიკურ აღწერილობას: ეშინიათ დღისა და მზის სინათლის, იმის გამო, რომ კანზე წყლულები და ნახეთქები უვითარდებათ. ეს უკანასკნელი ცვლილებები თანდათანობით გადადის დეფორმაციასა და გახრტილებაში. გიუნტერის დაავადების მქონე ადამიანები გამოირჩევიან სიფერმკრთალით, განსაკუთრებულად სქელი და ხშირი წარბებითა და წამწამებით. მათი კბილების მინანქარი და შარდი შესაძლოა ვარდისფრად შეიღებოს. ულტრაიისფერ სინათლეზე პაციენტთა კბილების მინანქარი მოწითალო-სისხლისფრად ელვარებს. სადღეისოდ დაავადების სრულად განკურნება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება.

პელაგრა - ეს იშვიათი დაავადება ასევე ხასიათდება ფოტოდერმატოზით. პელაგრა (ხორკლიანი, ხაოიანი კანი) ორგანიზმის მიერ ნიკოტინის მჟავას (ვიტამინი PP) ცუდი ათვისებითა და ნაკლებობითაა განპირობებული.