სასიამოვნო სურნელი დიდხანს რომ გვატკბობდეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

სასიამოვნო სურნელი დიდხანს რომ გვატკბობდეს

, ხოლო მშრალი ზედაპირიდან უფრო სწრაფად ორთქლდება.

საყვარელი არომატის შეპკურების ტრადიციული ადგილებია: მაჯები, დეკოლტეს ზონა და ტანსაცმელი. პირველი ორის საწინააღმდეგო სპეციალისტებს არაფერი აქვთ, მაგრამ მათი რეკომენდაციების თანახმად, გარდერობის ნებისმიერი ნივთი უნდა მოვარიდოთ სუნამოს, რადგანაც ქსოვილი შეიძლება გაფუჭდეს ან შეიცვალოს ფერი. გარდა ამისა, სუნი ტანსაცმელზე დიდხანს არ ნარჩუნდება და უფრო მეტიც, იცვლება უარესობისკენ და ნაკლებად სასიამოვნო ხდება.

უშუალოდ თმაზე პარფიუმის დასხმა საუკეთესო იდეა არ არის, მიუხედავად იმისა, რომ თმა ძალიან კარგად იჭერს სუნს. სპირტის მაღალი შემცველობის გამო, იგი შეიძლება გამოშრეს. დაზიანების თავიდან ასაცილებლად, საკმარისია თმის ჯაგრისზე შეაპკუროთ სასურველი არომატი, გააჩეროთ ერთი წუთი და შემდეგ ჩამოივარცხნოთ თმა.

ყურების უკანა და ქვედა მიდამო ასევე საუკეთესო ადგილია არომატის წასასმელად. რადგანაც აქ ვენები კანთან ახლოსაა განლაგებული, ეს მიდამო განსაკუთრებით თბილია, რაც კარგად მოქმედებს არომატის გავრცელებაზე. სუნამოს წასმა ყურებს უკან, დეკოლტეს ზონის შესანიშნავი ალტერნატივაა, მაშინ, როცა ყელზე სამკაულს (სუნამო სამკაულს აფუჭებს) ვიკეთებთ.

იდაყვის შიგნითა მოსახრელი, მაჯის ალტერნატივაა, განსაკუთრებით თუ საათი ან სამაჯური გვიკეთია.

ცნობილი მსახიობი ლივ ტაილერი, სუნამოს ყოველდღიურად ჭიპზე ისვამს. წელზე და თეძოებზე სუნამოს შესხურებას გვირჩევს სუნების ცნობილი ექსპერტი ჩანდლერ ბერი, რომლის აზრითაც, ამ შემთხვევაში არომატი ხდება უფრო მსუბუქი და საოცრად მყარი. ამ დროს არომატი ერთიანდება ჩვენს სხეულთან, რის გამოც სხვები მას ბუნებრივ სურნელად აღიქვამენ. მუხლქვეშ პარფიუმის წასმის პრინციპი ეფუძნება სურნელის ქვევიდან ზევით გავრცელებას.

ლალი ჩხიკვაძე