როგორ მოვიშოროთ ფეხიდან უსიამოვნო სუნი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოვიშოროთ ფეხიდან უსიამოვნო სუნი

მომატებული ოფლიანობის, ჰიგიენის წესების უგულვებელყოფისას ისინი ინტენსიურად მრავლდებიან და კანზე სახლდებიან კოლონებად. სწორედ ზოგიერთი მიკროორგანიზმის ცხოველმყოფელობის პროდუქტები იწვევს უსიამოვნო სუნს.

როდესაც სუნის მიზეზი ჰიგიენის წესების უგულვებელყოფაა, პრობლემის გადაჭრა მარტივად, დაბანით შეიძლება. მაგრამ უფრო სერიოზული მიზეზის შემთხვევაში, უსიამოვნო სუნის აღმოსაფხვრელად საჭიროა:

· ტერფების გასუფთავება ბაქტერიებისა და სოკოებისაგან;

· მიკროორგანიზმების გამრავლების ხელშემწყობი ოფლიანობის შემცირება;

· ხელმეორედ დასნებოვნების წყაროს მოშორება.

ფეხის გასუფთავება შესაძლებელია ანტიბაქტერიული საპნის საშუალებით, ფრჩხილები მოკლედ უნდა იყოს მოჭრილი, ტერფები გავიწმონდოთ სპირტიანი ხელსახოცით. აუცილებელია, ფრჩხილისა და კანის სოკოვანი დაავადების გამოსარიცხად, კვლევის ჩატარება. სასარგებლოა ფეხებზე სოდიანი წყლის აბაზანები.

ფეხის ოფლიანობის შემცირება ყველაზე რთული ამოცანაა. სწორედ ოფლი არის მიკროორგანიზმებისთვის საყვარელი გარემო. ჰიპერჰიდროზის შესამცირებლად საჭიროა:

· ნუ ჩაიცვამთ დაბალხარისხიან, ხელოვნური ტყავის ფეხსაცმელს. მასში ფეხი მოკლე ხანში ოფლიანდება და სველდება.

· არ ჩაიცვათ სინთეზური ქსოვილის წინდები. ნატურალური ფაქტურის წინდა უკეთესად და უფრო სწრაფად იწოვს ნესტს.

· რაც შეიძლება დიდი ხანი გააჩერეთ ტერფები ჰაერზე. ზაფხულში სასარგებლოა ფეხშიშველი სიარული. კანი ამ დროს უხეშდება და ნაკლებად ოფლიანდება.

· ხშირად დაიბანეთ ფეხები საპნით.

მნიშვნელოვანია, რომ თავიდან ავიცილოთ ხელმეორედ დასნებოვნება. ძველი ფეხსაცმელი ახალი ინფექციის წყაროა, ამიტომ უმჯობესია ის შევცვალოთ. თუ ახალი ტყავის ფეხსაცმლის შეძენის საშუალება არ გაქვთ, მაშინ ფეხსაცმელი დაამუშავეთ ძმრის ხსნარით. წინდებიც ახალი შევიძინოთ, რეგულარულად ვრეცხოთ ცხელი წყლით და სასურველია გავაშროთ მზეზე. სახლის ჩუსტიც აუცილებლად გამოვცვალოთ.

ლალი ჩხიკვაძე