ფსორიაზის მკურნალობა ხალხური მეთოდებით - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ფსორიაზის მკურნალობა ხალხური მეთოდებით

ალბათ, თქვენი ჟურნალის მკითხველებს შორისაც მოიძებნებიან ადამიანები, რომლებსაც ეს პრობლემა აწუხებთ. მინდა, სწორედ მათ ვურჩიო ეს საშუალება, რომელიც მე მდგომარეობას საგრძნობლად მიმსუბუქებს", - გვწერს "მკურნალი.გე"-ს მკითხველი და რეცეპტს გვიზიარებს: აიღეთ კალანხოეს წვენი - 10 გრამი, ევკალიპტის ზეთი - 30 გრამი და თაფლი - 10 გრამი, ჩაასხით მინის ჭურჭელში და კარგად აურიეთ. დადგით ბნელ და გრილ ადგილას 3 დღით. შეიზილეთ დაზიანებულ კანზე.

კიდევ ერთი მკითხველი აღნიშნავს, რომ ფარმაცევტული მედიკამენტებით მკურნალობის პარალელურად კარგი იქნება, შედეგი მცენარეებით გავიმყაროთ - ამ შემთხვევაში მას გაცილებით მეტხანს შევინარჩუნებთ: 20 გრამ დაფნის მშრალ ფოთოლს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე, ადუღეთ 10 წუთი, გადაწურეთ და მიიღეთ დღის განმავლობაში 3 ულუფად. მკურნალობის კურსი 5-7 დღეა. ასეთი კურსის ჩატარება სასურველია წელიწადში ორჯერ, შემოდგომასა და გაზაფხულზე, თუმცა შეიძლება ნებისმიერ სხვა დროსაც, თუ დაავადებას გამწვავება შეატყვეთ.

ეგზემისა და ფსორიაზის სამკურნალოდ უხსოვარი დროიდან იყენებენ ქაცვის ზეთს. ყოველდღე უნდა სვათ 2 მლ უშაქრო ქაცვის ზეთი.

აიღეთ 60 გრამი ჭინჭრის ყვავილი და ფოთოლი, დაასხით 1 ლიტრი მდუღარე და დააყენეთ. მიიღეთ დღეში 3-ჯერ 100 მლ. ეს ნაყენი წმენდს სისხლს და დაავადება უკან იხევს.

10 გრამ ორკბილას დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე, 30 წუთით ჩადგით მდუღარე წყლის აბაზანაში, შემდეგ გააგრილეთ, გადაწურეთ და 200 მლ-მდე შეავსეთ ანადუღარი წყლით. მიიღეთ 2-3 სუფრის კოვზი დღეში 3-ჯერ.

არსებობს ფსორიაზის მკურნალობის სხვა ხალხური მეთოდიც, რომელიც რამდენიმე ეტაპს მოიცავს

თავდაპირველად მოამზადეთ არყის მალამო: შემოდგომაზე მოგროვებული არყის ფოთლები გარეცხეთ ცივ წყალში და გაახმეთ ჩრდილში. მოჭიქული, მინის ან თიხის ჭურჭლის ფსკერზე 1 სმ-ის სისქეზე წაუსვით სამედიცინო სოლიდოლი, ზემოდან ამავე სისქეზე დააფინეთ დაქუცმაცებული არყის ფოთოლი, შემდეგ - ისევ სოლიდოლი, ისევ არყის ფოთოლი და ა.შ. ჭურჭელს ძალიან მჭიდროდ დაახურეთ თავსახური (შეგიძლით, ცომიც კი შემოაკრათ, ჰაერი რომ არსაიდან შევიდეს), შედგით ღუმელში ძალიან დაბალ ცეცხლზე და მთელი დღე აცხვეთ ასეთ რეჟიმში: 2 საათი თბება, 1 საათი აცივებთ. შემდეგ გაფილტრეთ, ნარჩენი ბალახი კი კარგად გამოწურეთ.

ამის შემდეგ აიღეთ 5-6 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 3 ჩაის კოვზი თაფლი, 1 ჩაის კოვზი საბავშვო კრემი, 2 ჩაის ჭიქა არყის მალამო, გულდასმით აურიეთ ერთმანეთში და მკურნალობის პირველ ეტაპზე, 10 დღის განმავლობაში, დღეში 2-ჯერ თხლად ისვით კანზე. კარგად შეიზილეთ.

ამის შემდეგ იწყება მკურნალობის მეორე საფეხური: 30-40 დღის განმავლობაში დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, მიიღეთ 30-40 წვეთი არალიის ნაყენი გაცივებულ ანადუღარ წყალთან ერთად. ნაყენი ასე მზადდება: ვიღებთ 20 გრამ არალიის დაქუცმაცებულ ფესვს, ვასხამთ 100 მლ 70%-იან სპირტს, 2 კვირით ვტოვებთ ბნელ ჭურჭელში. შემდეგ ვფილტრავთ და ბნელ, ცივ ადგილას ვინახავთ. ეს ნაყენი უნდა მივიღოთ ზუსტი დოზირებით, რადგან ოდნავ ტოქსიკურია.

თუ კანი აგექავათ და ქერქოვანი კერები გაგიჩნდათ, სამკურნალო მალამოს შეზელამდე რამდენიმე წუთით ადრე ჩამოიბანეთ თბილი ანადუღარი წყლით და კარგად გაიმშრალეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ. ქერქოვანი კერები თანდათან გაქრება და ქავილი გაივლის.

თუ დაზიანებული კანი მუქ ლურჯ ფერს მიიღებს, წაისვით შემდეგი მალამო: აურიეთ ერთმანეთში 2 ჩაის კოვზი ახალი კვერცხის ცილა, 1 ჩაის კოვზი თაფლი, 5-6 ჩაის კოვზი დაქუცმაცებული ქრისტესისხლა, 1 ჩაის ჭიქა არყის მალამო. ნარევი ერთგვაროვანი უნდა იყოს. მას, პირველის მსგავსად, მკურნალობის ბოლომდე ისვამენ. ამ დროს არალიის ნაყენის მიღება უნდა შეწყვიტოთ.

ორკვირიანი შესვენების შემდეგ დაიწყეთ ელეუტეროკოკის ნაყენის მიღება: 150-200 გ ელეუტეროკოკის დაქუცმაცებული ძირი დააყენეთ 1 ლ 40%-იან სპირტზე 2 კვირის განმავლობაში. ხშირად შეანჯღრიეთ. ნაყენი შეინახეთ სიბნელეში. მიიღეთ დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 30 წუთით ადრე, პირველი 10 დღის განმავლობაში - ნახევარი, შემდეგ - 1 ჩაის კოვზი. კურსი ორ კვირას გრძელდება.

მწვანე აფთიაქი

  • დღეში ერთხელ მიიღეთ (პირდაპირ დალიეთ ან სალათები შეაზავეთ) 1-2 ჩაის კოვზი ქაცვის ზეთი. კარგია ქაცვის ნაყოფის წვენი, ნაყოფისა და ფოთლების ნაყენიც (20 გ ნედლეული 200 მლ მდუღარე წყალზე). მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 3-ჯერ.
  • ჭინჭრის ყვავილები და ფოთლები დააქუცმაცეთ, 2 ს/კ-ს დაასხით ადუღებული წყალი და ხარშეთ ორთქლზე 2-3 საათს. მიიღეთ თითო ჭიქა დღეში სამჯერ.
  • ალთეს 2 სუფრის კოვზ დაქუცმაცებულ ფესვს დაასხით 100 მლ ოთახის ტემპერატურის წყალი. დააყენეთ ერთი საათით. მიიღეთ თითო სუფრის კოვზი 2 საათში ერთხელ.
  • დიდგულას ფესვები, ფოთლები და ყვავილები დააქუცმაცეთ და ერთმანეთში აურიეთ. 2 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 0,5 ლ ადუღებული წყალი. მიიღეთ 100 მლ დღეში სამჯერ, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
  • დაზიანებული ადგილები ჩამოიბანეთ მოცვის ნახარშით. კარგია მისი საფენებიც.
  • დაზიანებულ ადგილებზე წაისვით ახალგამოწურული ქრისტესისხლას რძე.
  • საღამოობით მიიღეთ ფარსმანდუკის აბაზანა.
  • 2 ჩ/კ დაქუცმაცებულ იასამფერას დაასხით 100 მლ მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ.
  • 2-3 ჩ/კ ცოცხალ ჟოლოს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. სვით ყლუპობით მთელი დღის განმავლობაში. კარგია ჟოლოს ფოთლებისა და ყვავილების ნახარშიც - 2 ჩ/კ 1 ჭიქა მდუღარე წყალზე. მიიღეთ 1/2 ჭიქა დღეში 4-ჯერ.
  • მიიღეთ დღეში ერთხელ 1-3 ს/კ ნიახურისა და ოხრახუშის ფესვების წვენი.
  • იასამნის 1 ჩ/კ ყვავილს, ფოთოლს ან კვირტს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი, გააჩერეთ 6 საათს. მიიღეთ 1-2 ს/კ დღეში 3-ჯერ.
  • 10 გ ევკალიპტის ფოთოლს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი. დააყენეთ. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 3-ჯერ.
  • აიღეთ 2 ჩ/კ ფარსმანდუკი, 3 ჩ/კ კაკალი 2 ჩ/კ ქრისტესისხლა. ნარევი დაფქვით, აურიეთ თაფლში, წაუსვით ტილოს ნაჭერზე, დაიდეთ დაზიანებულ კანზე და შეიხვიეთ.