აკნეს სამკურნალო ლოსიონები - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

აკნეს სამკურნალო ლოსიონები

მომწიფების (გარდატეხის) ასაკში, რადგან ამ დროს სასქესო ჰორმონების ზემოქმედებით გაძლიერებულია ცხიმის გამოყოფა და ეპითელიუმის გარქოვანება. ცხიმიანი კანის ზედაპირზე შედარებით დიდი ფორებია, მათში ჯდება ჭარბად გამოყოფილი ცხიმი, რომელიც შერეულია ოფლთან და ჭუჭყთან, შედეგად კანზე ჩნდება შავი წერტილები, კომედონები.

თუ გარდატეხის ასაკში ბრძანდებით, გეტყვით, რომ ჰორმონალური ბალანსის მოწესრიგების შემდეგ ეს პრობლემა მოიხსნება, მაგრამ კანის მოვლა აუცილებელია. გარდატეხის ასაკის შემდეგაც არის შესაძლებელი კანზე ფერიმჭამელების არსებობა, მაგრამ ეს არის ვულგარული ფერიმჭამელა, ქრონიკული დაავადება და მას ხელს უწყობს ორგანიზმში ჩირქოვანი კერის არსებობა. ასეთ შემთხვევაში აუცილებელია ოტოლარინგოლოგთან ვიზიტი ჩირქოვანი ტონზილიტის გამორიცხვის მიზნით და გასტროენტეროლოგიური გამოკვლევა. რასაკვირველია პარალელურად უნდა ჩატარდეს კანის გარეგანი მკურნალობაც. შავი წერტილების მოშორების მიზნით უნდა მიმართოთ კოსმეტოლოგს, რომელიც გაგიწმინდავთ სახის კანის და შემდეგ იზრუნებს ფორების შევიწროვებაზე.

უნდა გითხრათ, რომ არსებობს ცხიმიანი კანისთვის განკუთვნილი მრავალი მალამო, ნიღაბი, ლოსიონი, მაგრამ მათი შერჩევა დერმატოლოგმა უნდა მოახდინოს. ცხიმიანი კანი მუდმივ მოვლას საჭიროებს.

ჩვენ, ჩვენის მხრივ, რამდენიმე რჩევას მოგცემთ:

> დაიცავით დიეტა - უნდა შეზღუდოთ ნახშირწყლები და ცხიმი, სამაგიეროდ გაამდიდროთ კვების რაციონი რძის პროდუქტებით, ხილით, ბოსტნეულით, ზოგჯერ მარილის შემცირებაც არ არის ურიგო.

> გამონაყარს არ ახლოთ ხელი - მათზე ზეწოლა გამორწყვის მიზნით დაუშვებელია, უფრო მეტად დააზიანებთ კანს, გააძლიერებთ ანთებას და ხელს შეუწყობთ ინფექციის გავრცელებას.

> პირი დაიბანეთ დღეში ორჯერ ცხიმიანი ან პრობლემური (აკნესადმი მიდრეკილი) კანისთვის განკუთვნილი საპნით. პირი გაიმშრალეთ პირსახოცით ნაზად.

აკნეს საწინააღმდეგო ლოსიონი #1

მასალა

ქაფურის სპირტი - 35 მგ

გულყვითელას ნაყენი - 35 მლ

ლევომიცეტინი - 4 ცალი

ჩაის ხის ზეთი - 1 წვეთი

ნუშის ექსტრაქტი - 1 წვეთი

მომზადება

გულყვითელას ნაყენის მისაღებად 1 სუფრის კოვზი ყვავილი მოათავსეთ მომინანქრებულ ჭურჭელში, დაასხით 100 მლ (1/2 ჩაის ჭიქა) მდუღარე წყალი, დაახურეთ თავზე და ადუღეთ წყლიან აბაზანაში 15 წუთის განმავლობაში, ხშირად ურიეთ, შემდეგ გააცივეთ 45 წუთის განმავლობაში, გადაწურეთ, დარჩენილი მასა გამოწურეთ. მიღებული ნაყენი გააზავეთ ანადუღარი წყლით, საწყისი მოცულობის (100 მლ) მიღებამდე. 4 ცალი ლევომიცეტინი კარგად დაფქვით, დაასხით 35 მლ გულყვითელას ნაყენი, დაამატეთ 35 მლ ქაფურის სპირტი, 1 წვეთი ჩაის ხის ზეთი და 1 წვეთი ნუშის ექსტრაქტი, კარგად აურიეთ ერთმანეთში და აკნეს საწინააღმდეგო ლოსიონი მზადაა. წაისვით კანზე ყოველდღე დაბანის შემდეგ. გამოყენების წინ შეანჯღრიეთ.

აკნეს საწინააღმდეგო ლოსიონი #2

მასალა

სალიცილის მჟავა 2%-ანი - 50 მლ

ლევომიცეტინი 0,5 გრამიანი - 3-4 აბი

ბორის სპირტი 3%-იანი - 25 მლ

მომზადება

ლევომიცეტინი დაფხვენით და ყველა ინგრედიენტი კარგად აურიეთ ერთმანეთში. დღეში 2-3 ჯერ ბამბით წავისვათ სახეზე. საღამოს არ ჩამოიბანოთ. კარგია ასევე ტონიკი, ჩაის ხის ზეთის შემცველობით.