სასარგებლო შამპუნის მომზადება შინაც შეიძლება
ბზინვარე, სქელი და დამყოლია იმ შამპუნების წყალობით, რომლებსაც საკუთარი ხელით ვამზადებ.
-
თმის ცვენის საწინააღმდეგო შამპუნი
* აიღეთ 1 კვერცხის გული და 2 სუფრის კოვზი აბუსალათინის ზეთი, კარგად აურიეთ და წაისვით თმაზე. ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ამ ნარევს შეიძლება დავამატოთ 1 კოვზი ჩვეულებრივი მშრალი თმის შამპუნი და Е ვიტამინი.
-
შამპუნი ცხიმიანი თმისთვის
* აიღეთ მდოგვის ფხვნილი, გააზავეთ მინერალური წყლით, მიიყვანეთ არაჟნის კონსისტენციამდე და შეიზილეთ თმაში. გაიჩერეთ 5 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ.
-
შამპუნი ყველა ტიპის თმისთვის
* აიღეთ 1 სუფრის კოვზი ჟელატინი, დაასხით 3 სუფრის კოვზი ცივი წყალი და გააჩერეთ 40 წუთი. შემდეგ ეს ნარევი ჩადგით ორთქლის აბაზანაში, ჟელატინი რომ გალღვება, დაამატეთ 1 კვერცხის გული, 1 სუფრის კოვზი ნებისმიერი შამპუნი და წაისვით თმაზე. 5-10 წუთის შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით.
ეს ნარევი მდიდარია პროტეინით და შესანიშნავად კვებავს თმას.
-
კვერცხის შამპუნი
* აიღეთ 150 გრამი წყალი, 1 სუფრის კოვზი სოდა, 2 სუფრის კოვზი არაყი და 1 კვერცხი. კარგად აურიეთ ერთმანეთში, წაისვით თმაზე და ჩამოიბანეთ გამდინარე წყლით.
-
თმა და მისი მოვლა
ყველა ქალს სურს, მომხიბლავი და სასურველი იყოს. მოვლილი თმა და გემოვნებით შერჩეული ვარცხნილობა ის შტრიხია,
რომელიც ქალის გარეგნობას განსაკუთრებულ ხიბლს ანიჭებს. აბსოლუტურად ჯანმრთელი თმა ალბათ არ არსებობს.სამაგიეროდ, არსებობს საშუალებები, რომლებიც მას ბზინვარებასა და სილამაზეს დაუბრუნებს.
აი, რამდენიმე კითხვა, რომლებიც ყველაზე ხშირად უჩნდებათ ქალებს:
- თმას მუდმივად ვიუფერულებ. გამაუფერულებელმა საშუალებებმა ღერები გამოაშრო, გაახუნა და ისე გააუხეშა, რომ ვეღარც კი ვივარცხნი. როგორ მოვიქცე?
– ამ შემთხვევაში კომპლექსური მოქმედებაა საჭირო: შამპუნი, ბალზამი, თმის ტიპის შესატყვისი ნიღაბი. ისინი თმის ღერებს ელასტიკურობას დაუბრუნებს და შეამცირებს მექანიკური დაზიანების (ბოლოების გახლეჩის და ა.შ.) რისკს. დაივარცხნეთ ჯაგრისით ან ფართოკბილება სავარცხლით ნელა, დაიწყეთ ბოლოებიდან და თანდათან ძირებისკენ გადაინაცვლეთ.
- ამბობენ, რომ ხშირი ბანა თმას აცხიმიანებს. რამდენად მართალია ეს?
-თმას აცხიმიანებს კანის ცხიმი, რომელიც ცხიმოვან ჯირკვლებში წარმოიქმნება. უნდა შეიძინოთ შამპუნი ცხიმიანი კანისა და თმისთვის, უარი თქვათ კრემისებრ ბალზამზე და მის ნაცვლად აეროზოლი გამოიყენოთ.
- რამდენიმე ხნის წინ შევამჩნიე, რომ თმის ბოლოები მეყოფა. ძალიან განვიცდი. როგორ მოვიქცე?
თემის გაგრძელებას გაეცანით ბმულზე
https://mkurnali.ge/profilaqtika/skheulis-higiena/13925-thma-da-misi-movla.html