სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ
სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ

შინაური მეთოდები

 

  • გაადნეთ 1 გ მუმიო 1 ჩაის კოვზ მდუღარე წყალში. დაამატეთ ერთი ცალი (80-100 გ) საბავშვო კრემი და ეს ყველაფერი კარგად აურიეთ სტერილურ ქილაში. ეს კრემი დღეში ერთხელ უნდა შეიზილოთ პრობლემურ კანზე. შეინახეთ მაცივარში. თუ სტრიები ახალია, თითქმის გაქრება და კანს ელასტიკურობა დაუბრუნდება.
  • ხილის პილინგ-კრემის მოსამზადებლად ერთმანეთში აურიეთ 150 მლ იოგურტი, 1 სუფრის კოვზი ნუშის ზეთი, 1 ცალი გახეხილი ლიმონის ქერქი. დაიდეთ ეს ფაფა დაზიანებულ კანზე 20 წუთით. ჩამობანისას დაიზილეთ. ასეთი პილინგი გაიკეთეთ კვირაში 2-ჯერ.
  • აიღეთ 1 ავოკადო, 2 სუფრის კოვზი კოსმეტიკური თიხა, 2 სუფრის კოვზი შვრიის ფქვილი და 1 ხორბლის ზეთი. ავოკადო ბლენდერში ათქვიფეთ, დაამატეთ კოსმეტიკური თიხა, შვრიის ფქვილი და ბოლოს ზეთი. დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ რამდენიმე ხანი, შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეფექტი ერთ თვეში გახდება შესამჩნევი.
  • აიღეთ 100 გ ახალი ან გაყინული ბაბუაწვერას ფოთოლი, 75 გ ზეითუნის ზეთი, 1 ჩაის კოვზი ალოეს წვენი და სისქის მისაცემად - შვრიის ფქვილი. ბლენდერში გააკეთეთ ბაბუაწვერას ფოთლების, ზეითუნის ზეთისა და ალოეს წვენისგან პიურე, დაამატეთ იმდენი შვრიის ფქვილი, რომ კრემის კონსისტენციის მასა მიიღოთ. ეს კრემი დაიდეთ პრობლემურ კანზე, გაიჩერეთ 5-10 წუთი და თბილი წყლით ჩამოიბანეთ. პროცედურა ჩაიტარეთ დილა-საღამოს. კრემი შეინახეთ მაცივარში. ვარგისია 1 კვირა.
  • 0,5 ჭიქა ზეითუნის ზეთი, 0,5 ჭიქა ალოეს წვენი, 5 წვეთი ა ვიტამინი და 10 წვეთი ე ვიტამინი ერთმანეთში აურიეთ. შეინახეთ მაცივარში. ამ საშუალების გამოყენება მიზანშეწონილია სკრაბის შემდეგ.
  • ახალგაჩენილ სტრიებზე კარგად მოქმედებს შავი  ყურძნის წვენი. შავი ყურძენი დასრისეთ, ფაფად აქციეთ და 20-30 წუთით დაიდეთ პრობლემურ კანზე, შემდეგ ჩამოიბანეთ. ერთ თვეში ეფექტი შესამჩნევი გახდება.
  • აურიეთ ერთმანეთში თანაბარი რაოდენობით მწვანე, რუხი და ცისფერი თიხა. დაამატეთ თხევადი თაფლი და ერთგვაროვანი მასის მიღებამდე ურიეთ. დაიდეთ სტრიებიან კანზე ყოველ ღამე და ბინტით დააფიქსირეთ. ყოველ ჯერზე ახალ-ახალი ნარევი უნდა მომზადდეს.
  • 2 აბი მუმიო გაალღვეთ 50 მლ ტანის კრემში ან რძეში. სუნის გასაქრობად დაამატეთ რამდენიმე წვეთი  ფორთოხლის წვენი. აბაზანაში გაიკეთეთ ყავის სკრაბი და ამის შემდეგ პრობლემურ კანზე მუმიოს კრემი დაიდეთ. არ ჩამოიბანოთ. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველდღე ერთი თვის განმავლობაში.

 



თარიღი : 13-02-2015
ani
1გრამი მუმიო რამდენი კაპსულა ან აბია?
თარიღი : 10-06-2014
ქაქა
Nუშის ზეტი კაია სტრიების საწინამღდეგოდ?ჯერ არმაქვს მაგრამ თავდაცვის მიზნით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წითელი ნეკერჩხლის ფოთლები შეიცავს საოცარ ნაერთს, რომელსაც გააჩნია კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
21-ე საუკუნის სენი ალერგია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის გამძაფრებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედების მიმართ.
ჭარბი ოფლიანობის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება
თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, არასწორი კვება და სხვა აგრესიული გარემო ფაქტორები
ისინი მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც მიმართული იქნება კანზე მცხოვრები ბაქტერიული ტოქსინებისა
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი