სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ
სტრიები - რა აჩენს და როგორ მოვიშოროთ

როგორ ავიცილოთ თავიდან სტრიების გაჩენა?
სტრიების მკურნალობა რთულია და რაც შეიძლება ადრე უნდა ჩატარდეს. სამწუხაროდ, იმედი უნდა გავუცრუოთ მათ, ვისაც ისინი უკვე დიდი ხანია აქვს: ძველი სტრიების მთლიანად მოშორება არ შეიძლება, მაგრამ შესაძლებელია მათი გადასწორება ქიმიური პილინგის ან ლაზერული მოხვეწის საშუალებით. ქიმიური პილინგის დროს კანზე ადებენ სპეციალურ მჟავებს და ერთგვარად ამოწვავენ ეპიდერმისის ღრმა შრეებს. სპეციალისტები სამი ტიპის მჟავებს იყენებენ: ალფა-ჰიდროქსიმჟავებს, ფენოლის მჟავას და სამქლორძმარმჟავას. პირველი კანს კი არ წვავს, არამედ გარქოვანებულ უჯრედებს ქერცლავს, ამავე დროს ხელს უწყობს კოლაგენის სინთეზს. ფენოლის მჟავა კოსმეტოლოგიაში ოქროს სტანდარტად მიიჩნევა, მაგრამ მისი გამოყენება უდიდეს რისკსაც შეიცავს. პროცედურა ძალიან მტკივნეულია (ამიტომ ნარკოზის ქვეშ ტარდება) და შესაძლოა, გართულებებიც მოჰყვეს. გარდა ამისა, მაღალი ტოქსიკურობის გამო არ შეიძლება ფენოლის გამოყენება გულ-სისხლძართა სისტემის დაავადებების დროს. სამქლორძმარმჟავა უფრო რბილად მოქმედებს, მაგრამ მაინც უკიდურეს სიფრთხილეს მოითხოვს. პროცედურის შედეგი ბევრად არის დამოკიდებული სპეციალისტის კვალიფიკაციასა და გამოცდილებაზე (პროცედურები აუცილებლად ექიმმა უნდა ჩაატაროს). სტრიების გაჩენის თავიდან აცილება ძნელია, განსაკუთრებით მაშინ, თუ არსებობს მათ მიმართ განწყობა: ჰორმონული დარღვევები, თხელი მოშვებული კანი და უკვე არსებული სტრიები წონის უმნიშვნელო მერყეობისას, - მაგრამ პროფილაქტიკა ყოველთვის უფრო უმტკივნეულო და იაფია, ვიდრე უკვე ჩამოყალიბებული პრობლემების მკურნალობა. სიფრთხილე მართებთ იმ ქალბატონებს, რომლებიც ხშირად (მით უმეტეს, მკვეთრად) იმატებენ და იკლებენ წონას, ასევე - ორსულებს. ორსულობისას კანს სათანადოდ უნდა მოვუაროთ. სტრიების გაჩენის თავიდან ასაცილებლად კოსმეტოლოგები გვირჩევენ კოლაგენის, ელასტინისა და ა, ც, ე ვიტამინების შემცველ კრემებს. ისინი არაჩვეულებრივად ამკვრივებს, ელასტიკურობას მატებს კანს და სტრიების გაჩენას ამცირებს (შესაძლოა, სულაც არ გაგიჩნდეთ). ურიგო შედეგი არ აქვს კანის მსუბუქ მასაჟს ზეითუნის ზეთით სტრიების შესაძლო წარმოქმნის ადგილებში (მუცელზე, ბარძაყებზე, მკერდზე). სტრიების საწინააღმდეგო საშუალება უნდა წაისვათ ყოველდღიურად, შხაპის შემდეგ, მთელ სხეულზე. ეს პანაცეა არ არის, მაგრამ საკმარისია, რომ მომავალში უფრო სერიოზული ჩარევა თავიდან ავიცილოთ.

 


შესაძლებელია თუ არა სტრიების მოცილება?
სტრიებთან ბრძოლას კოსმეტოლოგები უმადურ საქმედ მიიჩნევენ - მათგან ასი პროცენტით გათავისუფლება კოსმეტოლოგიას არ შეუძლია. მართალია, სილამაზის სალონებისა და კლინიკების საბრძოლო არსენალში უამრავი თანამედროვე მეთოდი მოიპოვება, მაგრამ მან, ვისაც სურს, სტრიებისგან სრულიად გათავისუფლდეს, პლასტიკურ ქირურგიას უნდა მიმართოს. აბდომინოპლასტიკის დროს გაწელილ კანს მთლიანად აშორებენ, მაგრამ თუ სტრია მეტისმეტად ბევრია, მათ ვერც ამ გზით მოიცილებთ.

წაიკითხეთ: სტრიების მაკორეგირებელი შრატი



თარიღი : 17-04-2015
მაიკო
მუმიო რა არის და სად ვიყიდო?
თარიღი : 13-02-2015
ani
1გრამი მუმიო რამდენი კაპსულა ან აბია?
თარიღი : 10-06-2014
ქაქა
Nუშის ზეტი კაია სტრიების საწინამღდეგოდ?ჯერ არმაქვს მაგრამ თავდაცვის მიზნით
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
წითელი ნეკერჩხლის ფოთლები შეიცავს საოცარ ნაერთს, რომელსაც გააჩნია კანის გამაახალგაზრდავებელი ეფექტი.
21-ე საუკუნის სენი ალერგია არის ორგანიზმის იმუნური სისტემის გამძაფრებული რეაქცია ამა თუ იმ ნივთიერების ზემოქმედების მიმართ.
ჭარბი ოფლიანობის მიზეზებსა და მკურნალობის გზებზე გვესაუბრება
თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, არასწორი კვება და სხვა აგრესიული გარემო ფაქტორები
ისინი მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც მიმართული იქნება კანზე მცხოვრები ბაქტერიული ტოქსინებისა
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
ვარ 35 წლის. ყოველ დილით მტკივა თავი. ვსვამ ციტრამონს, რომელიც მშველის. იქნებ ამიხსნათ, რისი