არაესთეტიკური კანი - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
არაესთეტიკური კანი
არაესთეტიკური კანი
ყველა ეპოქასა და ცივილიზაციას სილამაზის სხვადასხვა კრიტერიუმი ჰქონდა, მაგრამ თმა ქალის სხეულზე ესთეტიკურად არავის მიუჩნევია. ყველა ქალი ჭარბთმიანობის წინააღმდეგ ბრძოლას ყმაწვილქალობიდანვე იწყებს. ბევრი ამას საპარსით ან პინცეტით აკეთებს - გოგონათა უმეტესობას მხოლოდ ამაზე მიუწვდება ხელი, მაგრამ არავისთვის არის საიდუმლო, რომ პრობლემა ასე არ გადაწყდება. პირიქით - თმა მუქდება და უხეშდება კიდეც. დღეს ამ პრობლემის მოსაგვარებლად სხვა, გაცილებით ეფექტიანი მეთოდებიც არსებობს.


ბიოეპილაცია


ჭარბი თმის მოცილების ყველაზე გავრცელებული მეთოდი ბიოეპილაციაა (ბიომექანიკური ეპილაცია), რომლის მეშვეობითაც შესაძლებელია კანის დიდი ნაწილი სწრაფად და დაუზიანებლად დამუშავდეს. თმას
ფესვიანად იღებენ. ფესვის აღდგენას და კანის ზედაპირზე თმის ამოსვლას 3 კვირიდან 1,5 თვემდე სჭირდება, ანუ ეფექტი საკმაოდ ხანგრძლივია. ბიოეპილაცია აუცილებლად გამოცდილმა სპეციალისტმა უნდა ჩაატაროს. ამ პროცედურისთვის იყენებენ ნატურალურ ფისს, რომელიც კანს არ აღიზიანებს და ალერგიულ რეაქციას არ იწვევს. თმას ფაქიზი ზონებიდანაც კი პრაქტიკულად უმტკივნეულოდ აშორებენ,
კანი კი გლუვი და ნაზი რჩება. ფისი თმასთან ერთად ეპითელიუმს გარქოვანებულ ნაწილებსაც აცილებს, რაც შესანიშნავად ცვლის პილინგს. გარდა ამისა, ეს პროცედურა საგრძნობლად აახალგაზრდავებს მშრალ და მობერებულ კანს. კლასიკური ბიოეპილაცია ხელით, დამატებითი საშუალებების გარეშე სრულდება. ვისაც ერთხელ მაინც უცდია ბიოეპილაცია, ის საპარსსა და პინცეტზე სამუდამოდ ამბობს უარს. ეპილაციის შემდგომ კანის მოსავლელად მრავალი საშუალება არსებობს. ასეთებია, უპირველეს ყოვლისა, თმის ზრდის ინჰიბიტორები, რომლებიც გაღიზიანებულ კანს ამშვიდებს, თმას ასუსტებს და მის ზრდას ანელებს. ამ პრეპარატებს საფუძვლად ნატურალური მცენარეული ექსტრაქტები უდევს. სასურველია, ისინი ეპილაციის დასრულებისთანავე წაისვათ, რათა აქტიურმა ნივთიერებებმა დაუბრკოლებლად შეაღწიონ თმის არხში და ზემოქმედება მოახდინონ ბოლქვზე. რა თქმა უნდა, ამ გზით თმის ზრდას მთლიანად ვერ შეაჩერებთ, მაგრამ ეპილაციის ჩატარება უფრო იშვიათად მოგიწევთ. ერთადერთი ადგილი, სადაც საეპილაციო ფისის მოხვედრას უნდა ერიდოთ, სახეა.


mkurnali.geელექტროეპილაცია

ზედმეტი თმის სამუდამოდ მოსაცილებლად ყველაზე უტყუარი და უსაფრთხო მეთოდი ელექტროეპილაციაა. მედიკოსები ამ პროცედურას მაღალი სიხშირის ელექტრული იმპულსის მეშვეობით ატარებენ. მისი ჩატარება სხეულის ნებისმიერ ნაწილზე შეიძლება, მათ შორის - სახეზეც. პროცედურა სპობს თმის ძირს, რომელიც კანის ზედაპირიდან 3-4 მმ სიღრმეზეა და მის ზრდას განაგებს. მაგრამ თუ ელექტროეპილაციის გაკეთება გადაწყვიტეთ, მოთმინებით უნდა აღიჭურვოთ - ერთი ზონის დამუშავებას რამდენიმე წუთიდან რამდენიმე საათამდე სჭირდება. თმისგან საბოლოოდ რომ გათავისუფლდეთ, რამდენიმე ეტაპი უნდა გაიაროთ. ერთი სეანსის დროს მცირე ფართობს ამუშავებენ, ერთი თვის შემდეგ, განმეორებითი პროცედურისას, იმავე ზონის დამუშავებას 1,5-2-ჯერ ნაკლები ხანი სჭირდება, რადგან თმის ნაწილი უკვე განადგურებულია. სასურველია, ელექტროეპილაციის დროს ელექტროდებად თხელი ვოლფრამის ძაფები გამოიყენონ და არა საეპილაციო ნემსები, რომლებიც კანზე ნაკვალევს ტოვებს. ტკივილს ყველა ერთნაირად არ გრძნობს, თანაც განსაკუთრებით სათუთი და მტკივნეული ადგილების დამუშავებისას ანესთეზიას იშველიებენ. დაიხსომეთ: ელეტროეპილაციის ხარისხიანად ჩატარებას მხოლოდ მაღალკვალიფიციური და გამოცდილი სპეციალისტი შეძლებს. ვოლფრამის ელექტროდი თმის ძირის დასაწყისს უნდა მისწვდეს და ისე დაიწვას, რომ მიკროდამწვრობა მხოლოდ ვოლფრამის ფუძეზე 3-4 მმ სიღრმეზე მოხდეს და არამც და არამც - კანის ზედაპირზე, სადაც შეიძლება ნაწიბური დარჩეს. პროცედურა უსაფრთხოა და ჯანმრთელობისთვის სრულიად უვნებელი.


ახალი მეთოდები

ლაზერული ეპილაცია და ფოტოეპილაცია სულ ახლახან დამკვიდრდა და ახდენს თუ არა ადამიანის ორგანიზმზე მავნე გავლენას, ჯერ უცნობია. თუმცა სპეციალისტები, რომლებიც ამ მეთოდებს იყენებენ, გვარწმუნებენ, რომ ისინი უვნებელია. სხვათა შორის, ჭარბი თმის მოცილების სრულყოფილი, უმტკივნეულო, სწრაფი და სრული ეფექტის მქონე მეთოდი უკვე მოიძებნა: 1896 წელს გერმანელმა ექიმმა ფრეინდმა, საზოგადოებას თმის რენტგენის სხივებით მოცილება შესთავაზა, - მაგრამ ამ მეთოდს ამჟამად არავინ იყენებს.
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ელექტრონული კანი ადამიანის კანის იმიტირებული, თხელი, ნახევრად გამჭვირვალე მასალაა.
06-08-2018
ტყიბულში, მინდელის სახელობის შახტში დაშავებულ ორ მეშახტეს ხელის მტევნების ფუნქციის შენარჩუნებისთვის
18-07-2018
გერმანელმა მკვლევარებმა კანის არამელანომური კიბოს განვითარებასა და ღია ცის ქვეშ მუშაობას შორის კავშირის
26-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
თანამედროვე ცხოვრების დაჩქარებული რიტმი, არასწორი კვება და სხვა აგრესიული გარემო ფაქტორები
ისინი მუშაობენ ვაქცინაზე, რომელიც მიმართული იქნება კანზე მცხოვრები ბაქტერიული ტოქსინებისა
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
დამწვრობის ცენტრის ხელმძღვანელის, გუგა ქაშიბაძის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე, მზისგან დამწვრობის
ფუნდამენტის არარსებობისას, კრემები და საცხები კანს ვერ უშველის. კანის სილმაზისათვის საჭიროა კარგი
მამაკაცებისგან განსხვავებით მშვენიერი სქესის წარმომადგენლებთან თმის ცვენა ლოკალურ ხასიათს შედარებით
20 სექტემბერი 2018
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა დაადგინეს, რით უნდა ვიკვებოთ, რომ გავთავისუფლდეთ მუცლის
21 სექტემბერი 2018
ნიორი დიდი ხანია გამოიყენება ხალხურ მედიცინაში როგორც ანტიმიკრობული საშუალება. ითვლება, რომ ის
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება