უცნაური ნივთები, რომლებიც ექიმებმა პაციენტების მუცელში აღმოაჩინეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

უცნაური ნივთები, რომლებიც ექიმებმა პაციენტების მუცელში აღმოაჩინეს

რომლებიც მათ ჯანმრთელობას ხშირად სერიოზულ საფრთხეს უქმნის. უცნაური ნივთების საჭმლის მომნელებელ სისტემაში მოხვედრას ზოგჯერ საინტერესო ისტორიებიც ახლავს ხოლმე თან. გთავაზობთ მათ შორის რამდენიმე საუკეთესოს:

საქორწინო ბეჭედი

28 წლის საიმონ ჰუპერს საკუთარი შეყვარებულისთვის ცოლობის თხოვნა ჰქონდა დაგეგმილი, თუმცა ბეჭდის შესაძენად საკმარისი ფული არ ჰქონდა. იგი ინგლისში, დორჩესტერში მდებარე ერთ-ერთ საიუველირო მაღაზიას ეწვია და სანამ ყურადღებას არავინ აქცევდა, პლატინის ბეჭედი გადაყლაპა. ჰუპერი დააპატიმრეს და რენტგენოგრაფიის მეშვეობით მის მუცელში მოპარული ბეჭედი აღმოაჩინეს, თუმცა ნივთის ორგანიზმიდან ბუნებრივი გზით გამოსვლას 3 დღიანი ლოდინი დასჭირდა.

mkurnali.ge

ოთახის გასაღები

18 წლის კრის ფოსტერს, რომელიც საღამოს მეგობრებთან ერთად გართობასა და ალკოჰოლური სასმელის დალევაში ატარებდა, წვეულებიდან სახლში დაბრუნება არ უნდოდა. იმისთვის, რომ მეგობრებს მისთვის საკუთარ ოთახში დაბრუნება არ ეიძულებინათ კრისმა ოთახის გასაღები გადაყლაპა. ჰოსპიტალში მისულ ფოსტერს მომხდარის შესახებ აღარაფერი ახსოვდა. ექიმებმა მის მუცელში მოხვედრილი გასაღები რენტგენის სხივების მეშვეობით დააფიქსირეს. კრისისთვის საბედნიეროდ გასაღების გარეთ გამოღწევა უოპერაციოდ მოხერხდა.

mkurnali.ge

რიყის ქვები

მეგობარ ბიჭზე გაბრაზებულმა ერთმა გოგონამ ჩინეთიდან პროტესტის ნიშნად და ბრაზის გამოსახატად 20-ზე მეტი რიყის ქვა გადაყლაპა. როგორც თავად განაცხადა, ქვები მის საჭმლის მომნელებელ სისტებაში ერთმანეთს "უსიამოვნოდ ეჯახებოდნენ" და ტკივილს იწვევდნენ.

mkurnali.ge

საწერი კალამი

76 წლის ქალბატონმა ექიმებს წონის არასასურველი კლებისა და დიარეის ჩივილებით მიმართა. ყველასთვის მოულოდნელად, ამ ყოველივეს მიზეზი ქალბატონის ნაწლავებში გაჩხერილი საწერი კალამი აღმოჩნდა. როგორც პაციენტმა გაიხსენა, იგი 25 წლით ადრე კალმით ნუშისებრი ჯირკვლის გასინჯვისას წაიქცა და კალამი შემთხვევით გადაეყლაპა. ყველაზე უცნაური ის იყო, რომ კალამი, რომელმაც ადამიანის ნაწლავებში 25 წელი გაატარა, მუცლიდან ამოღების შემდეგ ისევ მუშა მდგომარეობაში იყო.

mkurnali.ge