ნაწლავის მიკროფლორის შესაცვლელად 2 კვირაა საჭირო
ნაწლავში მიკროორგანიზმების შემადგენლობა მნიშვნელოვნად იცვლება. ეს აჩვენა 18-64 წლის 207 ადამიანის მონაწილეობით ჩატარებულმა კვლევამ. თითოეულ მოხალისეს ეძლეოდა დიეტა, რომელიც მოიცავდა საბაზისო და ინდივიდუალურ ნაწილს. კვლევის ყველა მონაწილეს შესთავაზეს შაქრის, მარილის, ნაჯერი ცხიმების (ტკბილი გაზიანი სასმელები, ნამცხვრები, ცომეული, მაიონეზი) მიღების შემცირება და საკმარისი რაოდენობით წყლის დალევა.
დიეტამდე და დიეტის შემდეგ ხდებოდა ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის ანალიზი (600 სახეობაზე მეტი ბაქტერია). როგორც აღმოჩნდა დიეტა მნიშვნელოვნად ცვლიდა ნაწლავის მიკროფლორის ბაქტერიულ შემადგენლობას, რაზეც არც თუ ისე დიდი დრო იხარჯებოდა.
ექსპერტები დარწმუნებულები არიან, რომ ეს აღმოჩენა, ნაწლავის მიკროფლორის მონაცემების საფუძველზე ინდივიდუალური ეფექტური დიეტების შექმნის შესაძლებლობას ქმნის.
ლალი ჩხიკვაძე