მეცნიერებმა კუჭის მოქმედების საუკეთესო ნატურალურ საშუალებას მიაგნეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა კუჭის მოქმედების საუკეთესო ნატურალურ საშუალებას მიაგნეს
მეცნიერებმა კუჭის მოქმედების საუკეთესო ნატურალურ საშუალებას მიაგნეს
ამერიკელმა მეცნიერებმა ქრონიკული ყაბზობის დიაგნოზის მქონე 36 მამაკაცისა და ქალის მონაწილეობით საპილოტე კვლევა ჩაატარეს. ყველა მონაწილე შემთხვევითობის პრინციპით დაყვეს ორ ჯგუფად: პირველი ჯგუფი ყოველდღე 1 ცალ მანგოს ღებულობდა (დაახლოებით 300 გრ წონის), მეორე კი ეკვივალენტური რაოდენობის უჯრედისის დანამატს. ერთი თვის განმავლობაში მონაწილეები წერდნენ დღის განმავლობაში მიღებული საკვების ჩამონათვალს იმისათვის, რომ მეცნიერები დარწმუნებული ყოფილიყვნენ მათი კვების რაციონის უცვლელობაში. ორივე ჯგუფი იღებდა დაახლებით ერთიდაიგივე რაოდენობის კალორიას, ცილას, ცხიმებს, ნახშირწყლებსა და უჯრედისს.

ექსპერიმენტის ბოლოს, ორივე ჯგუფში აღინიშნებოდა მდგომარეობის გაუმჯობესება, მარამ „მანგოს ჯგუფში“ ეს უკეთესობა
მეტად თვალსაჩინო იყო. ვინც დღეში 1 ც მანგოს ღებულობდა, მათი კუჭის მოქმედება უფრო ხშირი და რბილი იყო, გარდა ამისა ფეკალურ მასებში გაიზარდა მოკლეჯაჭვიანი ცხიმოვანი მჟავების დონე, რაც ნაწლავის მიკროფლორის შემადგენლობის გაუმჯობესებაზე მეტყველბს, სისხლში კი დაიწია ანთების ბიომარკერების მაჩვენებლებმა.

კვლევის ავტორების აზრით, მანგოს სასარგებლო თვისებების მიზეზი,
მასში ბუნებრივი ბიოაქტიური ნივთიერებების - პოლიფენოლების არსებობაა. ეს მცენარეული პიგმენტი ანტიოქსიდანტია, რომელიც იცავს უჯრედულ დნმ-ს თავისუფალი რადიკალების დაზიანებისგან. სწორედ პოლიფენოლების გამოი მანგო აქვეითებს ნაწლავში ანთების დონეს, რასაც ვერ ახერხებს უჯრედისიანი დანამატები და სასაქმებელები.

ლალი ჩხიკვაძე

თარიღი : 13-08-2018
მაია
სად მოვიყვანოთ მანგო, თორემ ხეებიც ძალიან ლამაზი აქვს :)
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
01-10-2018
(უჯრედისის სასარგებლო თვისებები)

ამ სტატიით შეიტყობთ იმ პოზიტიური ცვლილებების შესახებ, რომლებიც ვითარდება თქვენს ორგანიზმში უჯრედისით მდიდარი საკვების მიღებისას.
04-03-2018
უჯრედისის სასარგებლო თვისებებზე ხშირად საუბრობენ, თუმცა ეს ერთგვარი პარადოქსია, რადგანაც ეს
17-04-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ყველამ ვიცით, რომ ყველაფრის ჭამა არ შეიძლება. მიუხედავად ამისა, ადამიანები ზოგჯერ მაინც ყლაპავენ უცნაურ ნივთებს,
შეკრულობა (ყაბზობა) სადღეისოდ ბევრი ადამიანის პრობლემაა, ცხოვრების არასწორი წესი, მჯდომარე, უმოძრაო
სასარგებლო ბაქტერიების შემცველი პრობიოტიკური პროდუქტები ზედმიწევნით პოპულარულია, მაგრამ
რაციონის ცვლილება ნაწლავის მიკროფლორაზე ახდენს გავლენას. ორკვირიანი დაბალანსებული კვების შემდეგ,
ადამიანის ორგანიზმში მეორე ტვინი არსებობს, რომელიც ნაწლავშია განთავსებული. მისი მუშაობის პრინციპის
ამერიკელმა მეცნიერებმა საინტერესო კვლევებზე დაყრდნობით დაადგინეს, რომ ნაწლავის ანთებითი
22 ოქტომბერი 2018
ზოგს ყურძენი არ უყვარს, ზოგიც მას კურკებისა და კანის გარეშე მიირთმევს, არა და ბუნების ეს სიმდიდრე მეტად
22 ოქტომბერი 2018
ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა ადამიანის ორგანიზმისათვის მავნე პროდუქტთა სია გამოაქვეყნეს.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით