ინსულტის განვითარების რისკი შესაძლოა თვალების მდგომარეობით განისაზღვროს
შესწავლას (გადაღებას) გულისხმობს.
ბადურა, როგორც მოგეხსენებათ, შეიცავს სინათლისადმი მგრძნობიარე უჯრედებს. დიაგნოსტიკის ახალი მეთოდი ფაქტობრივად ახდენს ჰიპერტონული რეტინოპათიის გამოვლენას. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, აღნიშნული პათოლოგია ინსულტის განვითარების რისკს ზრდის.
ხანგრძლივ კვლევაში, რომელიც 13 წელს გრძელდებოდა, მონაწილეობდა 2 500 მოხალისე. Aამ პერიოდში დაახლოებით 200 ადამიანმა გადაიტანა ინსულტი. მიღებული მონაცემების ანალიზით მეცნიერებმა გაარკვიეს, რომ ინსულტით დაავადებულთა უმრავლესობას ანამნეზში ჰიპერტონული რეტინოპათია ჰქონდა. აღნიშნული პათოლოგია ინსულტის განვითარების რისკს 35 %-ით ზრდის. კვლევის შედეგები და მიღებული სტატისტიკური მონაცემები სპეციალისტთა დიდ ყურადღებას იპყრობს.
მიუხედავად იმისა, რომ კლინიცისტები ჯერ ვერ აკავშირებენ თვალის ბადურა გარსსა და თავის ტვინის სისხლის მიმოქცევას, არტერიული წნევის კონტროლსა და ოფთალმოლოგთან რეგულარულ ვიზიტს გვირჩევენ.
თინათინ გოცაძე