შაკიკის შეტევა და საახალწლო მენიუ, ეს უნდა იცოდეთ! - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

შაკიკის შეტევა და საახალწლო მენიუ, ეს უნდა იცოდეთ!

შაკიკისკენ მიდრეკილმა ადამიანებმა სიფრთხილით უნდა მიიღონ მაგარი ყველი, ნიგოზი, მწარე შოკოლადი, ანანასი, ბანანი, ქლიავი, დამარინადებული ქაშაყი, გამოყვანილი თევზი, ღვიძლი, სოიოს სოუსი. ამის მიზეზი ისაა, რომ ისინი შეიცავს შაკიკის მაპროვოცირებელ ნივთიერებებს. ამ თვალსაზრისით საშიშია ნატრიუმის გლუტამატი (შეიცავს შებოლილი პროდუქტები და ძეხვეული, ჩიპსები, სოუსები), ბიოგენური ამინები (არის მაიონეზში, მდოგვში, სოიოში, ანანასში), ნიტრიტები (თევზის კონსერვებშია), ასპარტამი (ტკბილ გაზიან სასმელებში).

ამიტომ სადღესასწაულო სუფრის მენიუ სიფრთხილით უნდა შევადგინოთ. ძეხვეული შეცვალეთ ჰაერღუმელში დამზადებული ხორცით, სალათები მაიონეზით კი არა იოგურტით ან ზეითუნის ზეთით შეაზავეთ. ტკბილი გაზიანი სასმელების ნაცვლად დალიეთ წვენი, მინერალური წყალი, რომელშიც შეიძლება ლიმონის ნაჭრის დამატება.

ცხადია, ახალი წლის ღამე წარმოუდგენელია შამპანურის გარეშე, მაგრამ სპირტიანი სასმელების რაოდენობა შეამცირეთ მინიმუმამდე, თავი შეიკავეთ წითელი მშრალი ღვინისგანაც. იგი შეიცავს შაკიკის „გამშვებ მექანიზმს“ ტანინს. უფრო უსაფრთხოა კარგი თეთრი ღვინო.

არომატული სანთლები, წიწვის სუნი, მძიმე პარფუმი ასევე იწვევს შაკიკის პროვოცირებას. შაკიკის შეტევამ შეიძლება არა მარტო უძილობა, არამედ ზედმეტად ხანგრძლივი ძილიც გამოიწვიოს.

ლალი ჩხიკვაძე