ცოლ-ქმრული კავშირი ტვინს ჭკუასუსტობისგან იცავს
დემენციის განვითარების რისკი 30%-ით დაბალი აქვს. მეცნიერებმა ეს დასკვნა გააკეთეს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხის (ევროპა, აზია, ამერიკა) 800 000-ზე მეტი ადამიანის მონაცემის გაანალიზებით. ხანგრძლივი ქორწინება ტვინის ტონუსში შენარჩუნებას უწყობს ხელს.
ბედნიერი ქორწინებისას, მეუღლეები უფრო ხშირად სწორად იკვებებიან, რეგულარულად იღებენ წამლებს და მიმართავენ ექიმს კონსულტაციისთვის. ქორწინებაში სოციალური ურთიერთობა კოგნიტიური რეზერვის (ბუფერი ადამიანსა და ალცჰაიმერის დაავადებას შორის) ფორმირების საშუალებას იძლევა. ყველა ეს ფაქტორი აქვითებს დემენციის განვითარების რისკს.
ქვრივებში დემენციის რისკი 20%-ით მაღალია. სტრესული მოვლენა - პარტნიორის დაკარგვა აჩქარებს კოგნიტიური უნარების დაქვეითებას. აქედან გამომდინარე, ექიმებს განსაკუთრებული ყურადღება მართებთ მარტოხელა პაციენტების მიმართ.
დემენციის მომატებული რისკის მქონე პაციენტებს მეცნიერები ურჩევენ განათლებასა და ფზიკურ სიჯანსაღეზე ფოკუსირებას.
ქორწინება, როგორც სოციალური ურთიერთობის ერთ-ერთი ძირითადი ფორმა, ასევე აქვეითებს მაღალი წნევის, ქოლესტერინის მომატებისა და ორივე ტიპის დიაბეტის განვითარების რისკს.
ლალი ჩხიკვაძე