რას ფიქრობენ ფსიქიატრები ნანუკა ჟორჟოლიანის რჩევებზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

რას ფიქრობენ ფსიქიატრები ნანუკა ჟორჟოლიანის რჩევებზე

მაყურებელს რთული პერიოდისა და ანტიდეპრესანტებთან ბრძოლის შესახებ უამბო.

გთავაზობთ ფსიქიატრთა რეკომენდაციებს ამ ჯგუფის პრეპარატებთან დაკავშირებით:

ანტიდეპრესანტები ფსიქოტროპული მედიკამენტებია, რომლებიც დეპრესიის სამკურნალოდ გამოიყენება. ამ პრეპარატთა დახმარებით საგრძნობლად უმჯობესდება გუნება-განწყობა, მცირდება ან ქრება სევდა, ნაღველი, მოთენთილობა, აპათია, განგაშის შეგრძნება და ემოციური დაძაბულობა, იზრდება ფსიქიკური აქტივობა, წესრიგდება ძილი და მადა.

როგორ მოქმედებს ანტიდეპრესანტები

ადამიანის თავის ტვინი შეიცავს უამრავ ნერვულ უჯრედს - ნეირონს, რომელთა შორისაც არსებობს კავშირი, თუმცა ისინი ერთმანეთს უშუალოდ არ ეხება. ყოველ ორ ნერვულ დაბოლოებას შორის მოთავსებულია სივრცე, ნაპრალი, რომელსაც სინაფსს უწოდებენ. ნეირონებს შორის ინფორმაციის გაცვლისას სინაფსში გაივლის ნერვულ-ელექტრული იმპულსი, რომლის მოქმედების შედეგადაც სინაფსურ ნაპრალში გამოიყოფა ბიოლოგიურად აქტიური ნივთიერება

- მედიატორი. სწორედ ამ ბიოქიმიური შუამავლის საშუალებით გადასცემს ერთი ნეირონი მეორეს საჭირო ინფორმაციას.

დეპრესიის დროს თავის ტვინში სწორედ ამ მედიატორთა ოდენობა და კონცენტრაცია მცირდება. ისინი სინაფსურ ნაპრალში გაცილებით ნაკლებ ხანს ყოვნდება, რაც აფერხებს ინფორმაციის დროულ და ხარისხიან გადაცემას, მთლიანობაში კი ცენტრალური ნერვული სისტემის, როგორც უმაღლესი მაკონტროლებელი ორგანოს, გავლენას მთელ ორგანიზმზე. დღეისთვის ადამიანის ტვინის დაახლოებით 30 მედიატორია ცნობილი, დეპრესიასთან უშუალო კავშირი კი სამ მათგანს: ნორადრენალინს, სეროტონინსა და დოფამინს - აქვს. ანტიდეპრესანტები არეგულირებენ სინაფსში მედიატორის როგორც ოდენობა-კონცენტრაციას, ისე სათანადო ადგილას და სათანადო ხნის განმავლობაში მათი დაყოვნების დროს, რაც დეპრესიის გამო დარღვეულია. თანამედროვე ანტიდეპრესანტები თავის ტვინში მიმდინარე ბიოქიმიურ პროცესებზე მოქმედების ხასიათის მიხედვით სამ ძირითად ჯგუფად იყოფა, თუმცა არსებობს ისეთი წამლებიც, რომლებიც არც ერთ მათგანს არ მიეკუთვნება და ანტიდეპრესანტთა ცალკე ჯგუფს წარმოადგენს.

ანტიდეპრესიულ თერაპიასთან დაკავშირებული პრობლემები

ანტიდეპრესიული თერაპიის მიმართ მოსახლეობას არაერთგვაროვანი დამოკიდებულება აქვს. ზოგიერთი ამტკიცებს, რომ ანტიდეპრესანტები ძლიერ საშიში და მავნებელია, რომ მათ შეიძლება მთლად გაგაგიჟონ, რომ მიჩვევა ახასიათებთ და ა.შ. საზოგადოება განსაკუთრებით რამდენიმე პრობლემით ინტერესდება.

პრობლემა I. სამწუხაროდ, ჩვენში დღემდე ბატონობს აზრი, რომ დეპრესია მხოლოდ სუსტი ნებისყოფის, დაბნეული და გონებაგაფანტული ადამიანების ხვედრია, რასაც ძლიერმოქმედი ანტიდეპრესიული პრეპარატებით მკურნალობა ყოველთვის არ სჭირდება. საზოგადოების მხოლოდ მცირე ნაწილს თუ ესმის, რომ ის ისეთივე დაავადებაა, როგორიც, მაგალითად, ართრიტი, რომელიც შეიძლება ყველას დაემართოს და რომელსაც აუცილებლად სჭირდება მკურნალობა. შესაძლოა, ანტიდეპრესიული თერაპია ყოველთვის პაციენტის გამოჯანმრთელებით არ დასრულდეს, მაგრამ ნებისმიერ შემთხვევაში ის ამცირებს ადამიანის სულიერ და ფიზიკურ ტანჯვას.

პრობლემა II. ბევრს განსაკუთრებით წამალზე დამოკიდებულების ეშინია. შესაძლებელია თუ არა, ანტიდეპრესიულ პრეპარატებს ადამიანი ისე მიეჩვიოს, რომ მათ გარეშე ვეღარ გაძლოს? ამ კითხვაზე სპეციალისტთა პასუხი ერთმნიშვნელოვანია: პრეპარატები, რომლებიც დღესდღეობით გამოიყენება დეპრესიული მდგომარეობის სამკურნალოდ, არ იწვევს მიჩვევას და დამოკიდებულებას. ისინი უბრალოდ ეხმარება ორგანიზმს იმ მექანიზმების აღდგენაში, რომლებიც პათოლოგიური პროცესის გამო დარღვეულია. პრეპარატებზე მიჩვევის საკითხი განსაკუთრებით იმ ადამიანებს აინტერესებთ, ვისი საქმიანობაც შემოქმედებით აზროვნებას უკავშირდება. მათთვის ასევე მნიშვნელოვანია, ხომ არ არღვევს პრეპარატები ტვინში მიმდინარე იმ პროცესებს, რომლებიც შემოქმედებით უნარს განსაზღვრავს.

დეპრესია, უპირველეს ყოვლისა, ნეგატიურ გავლენას სწორედ შემოქმედებით უნარზე ახდენს. ანტიდეპრესანტები კი აღადგენს ადამიანის დაზიანებულ შინაგან სამყაროს და მას შემოქმედებით აზროვნებას უბრუნებს.

პრობლემა III პრეპარატების სწორი შერჩევაა. თერაპიის პირველი კურსის შემდეგ თავს უკეთ პაციენტების მხოლოდ ნახევარი გრძნობს, მაგრამ ამან არ შეგაშინოთ - თერაპიული კურსის პირველ ნაწილს ტყუილად როდი უწოდებენ "სინჯებისა და ცდების პერიოდს". ყველა ადამიანი ინდივიდია, ამიტომ შესაძლოა, ეფექტი მალე ვერ იგრძნოთ. ისე კი, გახსოვდეთ, სწორად შერჩეულმა პრეპარატმა დადებითი ეფექტი 2-3 კვირაში უნდა გამოავლინოს, თუმცა ზოგჯერ პოზიტიური ძვრები ერთი კვირის შემდეგაც ხდება შესამჩნევი.

აქტუალური კითხვები

რამდენ ხანს გრძელდება ანტიდეპრესიული თერაპია?

ჩვეულებრივ, ანტიდეპრესიული თერაპია 4-6 თვეს გრძელდება, მძიმე შემთხვევებში კი ექიმები პაციენტებს წამლების უფრო მეტხანს სმას ურჩევენ.

აშკარა თერაპიული ეფექტი 4-6 კვირის შემდეგ ვლინდება, თუმცა დეპრესიის სიმპტომთა სრული გაქრობის შემთხვევაშიც კი აუცილებელია მკურნალობის კურსის ბოლომდე მიყვანა, რაც ხელს უწყობს მკურნალობით მიღწეული ეფექტის გამყარებას და აბრკოლებს დეპრესიული მდგომარეობის განმეორებას.

არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება წამლის დოზისა და მიღების სქემის შეცვლა!