მეცნიერებმა ფრანგი ახალგაზრდა 15-წლიანი კომიდან გამოიყვანეს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მეცნიერებმა ფრანგი ახალგაზრდა 15-წლიანი კომიდან გამოიყვანეს

ლიონის კოგნიტიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ბიჭის მშობლების თანხმობით ცდომილი ნერვის (იგივე ვაგუსის, მე-10 წყვილი ნერვის) დაბოლოებას მუცლის ღრუში ელექტროსტიმულატორი მიუერთეს. ელექტრულ იმპულსთა სერიის შემდეგ ახლა უკვე 35 წლის ფრანგმა ახალგაზრდამ “გაიღვიძა”, ასე ვთქვათ, გამოვიდა კომიდან. ის ახლა რეაგირებს საგნებზე, ადამიანთა გადაადგილებაზე, უსმენს დედისა და მომვლელის საუბარს და, რაც მთავარია, თანდათანობით ასრულებს ყველაზე მარტივ მოძრაობებს - აბრუნებს თავს, ამოძრავებს თითებს, როცა სთხოვენ.

“ადამიანის ტვინს შეუძლია ახალი ნერვული კავშირების (წრეების) ფორმირება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიტიკულ სიტუაციებში “თვითშეკეთება”, ასე რომ, ეს არ არის გასაკვირი. ცდომილ ნერვზე ზემოქმედებით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ადამიანის ამ სამყაროში დაბრუნება მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულად მიიჩნევა”, - აცხადებს ანჟელა სერიგუ, იმ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ბიჭის კომიდან გამოყვანას ემსახურებოდა.

“ვაგუსის სტიმულაციის შედეგების შესაფასებლად უმჯობესია ბევრი გამოკვლევა, ვიდრე ერთი წარმატებული ექსპერიმენტი”, - აცხადებს ექიმი ნევროლოგი ვიქტორ კოსი, თუმცა, დასძენს, რომ ცდომილ ნერვზე ზემოქმედება მეტად საინტერესო გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ნერვი ფაქტობრივად მთელ ორგანიზმს გადის და დაკავშირებულია ბევრ კოგნიტიურ ფუნქციასთან.

წინათ პაციენტები კომიდან და ლეთარგიული ძილიდან თალამუსის (თავის ტვინის სტრუქტურაა, რომელიც ძილ-ღვიძილსა და ცნობიერების დონის რეგულაციაზეა პასუხისმგებელი) ელექტროსტიმულაციით გამოჰყავდათ. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანის თავის ტვინი ბევრ საიდუმლოს შეიცავს, შესაბამისად, ბევრი რამ, რაც ერთ პაციენტთან გამოდის და შედეგს იძლევა, უეფექტოა მეორესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები აღარ გვეყოლებოდა.

თინათინ გოცაძე