მეცნიერებმა ფრანგი ახალგაზრდა 15-წლიანი კომიდან გამოიყვანეს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
მეცნიერებმა ფრანგი ახალგაზრდა 15-წლიანი კომიდან გამოიყვანეს
მეცნიერებმა ფრანგი ახალგაზრდა 15-წლიანი კომიდან გამოიყვანეს
15 წლის წინ 20 წლის ფრანგმა ბიჭმა ავტოკატასტროფის შედეგად ქალა-ტვინის მძიმე ტრავმა მიიღო და კომატოზურ მდგომარეობაში აღმოჩნდა (“კომაში ჩავარდა”, როგორც ხალხშია გავრცელებული). მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ტვინის ფუნქციები შენარჩუნებული იყო, მაგრამ ბიჭს “ეძინა”.
ლიონის კოგნიტიურ მეცნიერებათა ინსტიტუტის მეცნიერებმა ბიჭის მშობლების თანხმობით ცდომილი ნერვის (იგივე ვაგუსის, მე-10 წყვილი ნერვის) დაბოლოებას მუცლის ღრუში ელექტროსტიმულატორი მიუერთეს. ელექტრულ იმპულსთა სერიის შემდეგ ახლა უკვე 35 წლის ფრანგმა ახალგაზრდამ “გაიღვიძა”, ასე ვთქვათ, გამოვიდა კომიდან. ის ახლა რეაგირებს საგნებზე, ადამიანთა გადაადგილებაზე, უსმენს დედისა და მომვლელის საუბარს და,
რაც მთავარია, თანდათანობით ასრულებს ყველაზე მარტივ მოძრაობებს - აბრუნებს თავს, ამოძრავებს თითებს, როცა სთხოვენ.

“ადამიანის ტვინს შეუძლია ახალი ნერვული კავშირების (წრეების) ფორმირება, სხვაგვარად რომ ვთქვათ, კრიტიკულ სიტუაციებში “თვითშეკეთება”, ასე რომ, ეს არ არის გასაკვირი. ცდომილ ნერვზე ზემოქმედებით ჩვენ ვაჩვენეთ, რომ შეიძლება ადამიანის ამ სამყაროში დაბრუნება
მაშინაც კი, როცა ყველაფერი დაკარგულად მიიჩნევა”, - აცხადებს ანჟელა სერიგუ, იმ მეცნიერთა ჯგუფის ხელმძღვანელი, რომელიც ბიჭის კომიდან გამოყვანას ემსახურებოდა.

“ვაგუსის სტიმულაციის შედეგების შესაფასებლად უმჯობესია ბევრი გამოკვლევა, ვიდრე ერთი წარმატებული ექსპერიმენტი”, - აცხადებს ექიმი ნევროლოგი ვიქტორ კოსი, თუმცა, დასძენს, რომ ცდომილ ნერვზე ზემოქმედება მეტად საინტერესო გადაწყვეტილებაა, რადგან ეს ნერვი ფაქტობრივად მთელ ორგანიზმს გადის და დაკავშირებულია ბევრ კოგნიტიურ ფუნქციასთან.

წინათ პაციენტები კომიდან და ლეთარგიული ძილიდან თალამუსის (თავის ტვინის სტრუქტურაა, რომელიც ძილ-ღვიძილსა და ცნობიერების დონის რეგულაციაზეა პასუხისმგებელი) ელექტროსტიმულაციით გამოჰყავდათ. არ არის გასაკვირი, რომ ადამიანის თავის ტვინი ბევრ საიდუმლოს შეიცავს, შესაბამისად, ბევრი რამ, რაც ერთ პაციენტთან გამოდის და შედეგს იძლევა, უეფექტოა მეორესთან. წინააღმდეგ შემთხვევაში დედამიწაზე კომატოზურ მდგომარეობაში მყოფი ადამიანები აღარ გვეყოლებოდა.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რა აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს. სკანირება
14-09-2018
გარდაბნის გზატკეცილზე, 101-ე კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, ნანგრევებში მოყოლილ ერთ-ერთი
11-09-2018
40 წელს გადაცილებულებმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ თავის ტვინის სისხლძარღვთა
11-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს,
ჰორნერის სინდრომი არის ნიშნების და სიმპტომების ერთობლიობა, რომელსაც იწვევს ტვინიდან სხეულის ერთ
სპეციალური პენიტენციური სამსახური შს ყოფილი მინისტრის ვანო მერაბიშვილისთვის დასმულ დიაგნოზს
კალიფორნიის უნივერსიტეტის თანამშრომლებმა გაარკვიეს, რა აჩქარებს ტვინის დაბერების პროცესს. სკანირება
40 წელს გადაცილებულებმა წელიწადში ერთხელ აუცილებლად უნდა ჩაიტარონ თავის ტვინის სისხლძარღვთა
ადამიანის თავის ტვინი ურთულესი და ნეირომეცნიერებისთვის ჯერ კიდევ ამოუცნობი სტრუქტურაა. სხვადასხვა
24 სექტემბერი 2018
კვლევების შედეგად, სამყარომ საკვებ პლასტიკში არსებული ბისფენოლ А (ВРА)-ს მავნე თვისებებზე შეიტყო.
24 სექტემბერი 2018
D ვიტამინი გვეხმარება ძვლების სიმტკიცის შენარჩუნებაში, თუმცა სპეციალისტები მოგვიწოდებენ
ორგანიზმიდან მავნე ნივთიერებების, ტოქსინებისა და წიდების გამოსადევნად, აგრეთვე - სასიცოცხლო ძალთა
ცნობილია, რომ დაბინძურებული ჰაერი სიცოცხლის წლებს გვართმევს. მეცნიერებმა დათვალეს, რამდენად
ისრაელის ბენ-გურიონის უნივერსიტეტის მეცნიერებმა ოსტეოპოროზის საწინააღმდეგო ახალი საშუალება