ინსულტგადატანილი პაციენტის მოვლა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინსულტგადატანილი პაციენტის მოვლა

გადატანილი ინსულტის სიმძიმის მიუხედავად, პირველ ხანებში ავადმყოფი საწოლში უნდა იყოს. ხშირად იშემიური შეტევა იწვევს მარცხენა- ან მარჯვენამხრივ პარეზს. ამ დროს ყველაზე მთავარია, დიდი ხნის მანძილზე არ დაუშვათ ერთ მდგომარეობაში ყოფნა. პაციენტი უნდა გადააბრუნოთ ყოველ 2-3 საათში, აუცილებლად უნდა შეასრულებინოთ სამკურნალო ფიზკულტურა, დაიცვათ პარალიზებული კიდურის მდებარეობა - არა ჩამოკიდებით, არამედ სახვევის ან ბალიშის გამოყენებით.

ზურგზე წოლისას

მთავარია, მწოლიარე ავადმყოფს მოძრაობა შევუნარჩუნოთ მხრის სახსარში და აღვკვეთოთ მისი ტკივილი. ამისათვის პარალიზებულ ხელს ათავსებენ ბალიშზე ან რაიმე შემაღლებულ საგანზე. მნიშვნელოვანია, რომ ხელი მოხრილი იყოს იდაყვის სახსარში, ხოლო თითები სწორად განთავსდეს. ტორსსა და მხარს შორის უნდა შენარჩუნდეს ბუნებრივი დაშორება. ამის მიღწევა შესაძლებელია მორგვის საშუალებით.

ფეხების მდებარეობა: სისხლის მომოქცევის შესანარჩუნებლად მუხლის ქვეშ უნდა მოთავსდეს მორგვი ისე, რომ შენარჩუნდეს 15-200-იანი კუთხე. ტერფი უნდა დარჩეს ნეიტრალურ მდგომარეობაში, რისი გაკეთებაც შესაძლებელია სადგარით. თუ ინსულტი ცალმხრივია, შეეცადეთ ჯანმრთელი და დაზიანებული ფეხის მოძრაობა თანმხვედრი იყოს.

ჯანმრთელ მხარეს წოლის მდგომარეობა

ინსულტის შემდეგ მნიშვნელოვანია უზრუნველყოთ კიდურების დასაყრდენი: სხეულის პარალიზებული ნაწილი სახსარში მოხარეთ და ქვეშ მოათავსეთ ბალიში.

პარალიზებულ გვერდზე წოლის მდგომარეობა

თავი მცირედით ქვევით დახრილი უნდა იყოს. თუ ხელია პარალიზებული, ის უნდა გაასწოროთ სხეულის მიმართ 900-იანი კუთხით და გადააბრუნოთ ხელისგულით ზევით. მწოლიარე ავადმყოფის ჯანმრთელი კიდური სჯობს უკან გასწიოთ.

დახმარება აღდგენაში

მწოლიარე ავადმყოფებს აუცილებელია ჩაუტარდეთ სამკურნალო ფიზკულტურა ან მასაჟი ყოველ 3-4 საათში. ამასთან, ახლობლებმა და ავადმყოფის მომვლელმა უნდა იცოდეს, როგორი მასაჟია ამ დროს საჭირო. ინსულტის შემდეგ აღდგენითი ფიზკულტურის ძირითადი პრინციპები ასეთია:

  • პარალიზებულ ავადმყოფს განსაკუთრებული სიფრთხილით უნდა მიხედოთ. არც ერთი მოძრაობა არ უნდა იყოს მტკივნეული ან უსიამოვნების მომტანი;
  • დამატებით ფიზიოლოგიურ ვარჯიშებთან ერთად რეკომენდებულია სუნთქვითი ვარჯიშებიც;
  • ავადმყოფებს უნდა შეასწავლოთ ელემენტარული ვარჯიშების დამოუკიდებლად შესრულება;
  • მხოლოდ თანმიმდევრობა და მოთმინებაა შედეგის მომტანი: ავადმყოფს მოუწევს საწოლიდან ყავარჯნებამდე, ჯოხამდე და ა.შ. ყველა ეტაპის გავლა;
  • სიარულის ხელმეორედ სწავლისას ავადმყოფს ყოველთვის უნდა დაუდგეთ დაზიანებულ მხარეს.

როგორ უნდა იკვებოს ავადმყოფი ინსულტის შემდეგ

ინსულტის შემდეგ საკვების მიღება ავადმყოფისთვის რთულია, რადგანაც ტვინის სისტემის ცენტრებმა შეიძლება დაკარგონ უმნიშვნელოვანესი ფუნქციები: ყლაპვის, ღეჭვის, ნერწყვის გამოყოფის. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მკურნალი ექიმი განსაზღვრავს ავამდყოფის კვების უნარს, უნდა შემუშავდეს დიეტა. ნებისმიერ შემთხვევაში საჭირო იქნება ბლენდერი და ორთქლის ქვაბი, რომ პირველ ხანებში მომზადდეს მსუბუქი, რბილი, დიეტური საკვები.

თუ პაციენტს უკონტროლო ნერწყვდენა აღენიშნება, საჭირო გახდება ხაოიანი პირსახოცის გაკეთება და პირის კუთხეებში რეგულარულად ცხიმიანი კრემის წასმა დერმატიტების თავიდან ასაცილებლად.

საკვები უნდა მოეწოდოს პირის ჯანსაღი მხრიდან. სანამ ახალ ულუფას მიაწვდით, უნდა დარწმუნდეთ, რომ წინა უკვე გადაყლაპული აქვს. შეეცადეთ არ მისცეთ ავადმყოფს ძალიან ცხელი ან ცივი საჭმელი, საყლაპავის კრუნჩხვის პროვოცირება რომ არ მოხდეს. უნდა მოარიდოთ ასევე მშრალი და მაგარი საკვები. ნებისმიერი კერძი აქციეთ წვნიანად, ფაფად ან სუფლედ. ჭამის შემდეგ ავადმყოფი უნდა დარჩეს ჰორიზონტალურ მდგომარეობაში, სულ ცოტა, 40-50 წუთის განმავლობაში.

რას უნდა მიექცეს განსაკუთრებული ყურადღება:

  • კანის საფარველის მდგომარეობა განსაკუთრებულად უნდა გაკონტროლდეს და შემუშავდეს პროფილაქტიკური ღონისძიებები ნაწოლების, კანის დაავადებებისა და სხვასთან საბრძოლველად;
  • ყურადღება უნდა მიექცეს ოთახის კლიმატს. შეეცადეთ სიგრილის შენარჩუნებას;
  • დაიცავით დიეტის კალორიულობა, საკვების ტემპერატურა;
  • ეცადეთ დღის განმავლობაში მუდმივად ეკონტაქტოთ ინსულტგადატანილ ადამიანს, დეპრესიაში რომ არ ჩავარდეს.

რა შემთხვევაში უნდა გამოიძახოთ ექიმი?

1. თუ უეცრად აღინიშნა ტემპერატურის აწევა;

2. თუ სხეულის პარალიზებულ ნაწილში აღმოცენდა ძლიერი მტკივნეული შეგრძნება;

3. სხეულის უმოძრაო ნაწილში შენიშნეთ შეშუპება ან ნაწოლი;

4. შეამჩნიეთ მდგომარეობის ზოგადი გაუარესება.

როგორ ჩავაცვათ და დავბანოთ ავადმყოფი?

დაბანის პროცედურა უნდა წარიმართოს მოხერხებულ, მჯდომარე პოზიციაში. ავადმყოფს ჩააცვით ტანსაცმელი ჯერ დაზიანებულ მხარეს, გახდისას თავიდან ვათავისუფლებთ ჯანმრთელ კიდურს, შემდეგ კი - დაზიანებულს. არ არის რეკომენდებული ისეთი ტანსაცმელი, რომელიც თავზე უნდა გადაეცვას ავადმყოფს. ჩაცმისას შეძლებისდაგვარად მინიმალურად შეეხეთ სხეულის დაზიანებულ ნაწილს.

დაბანისას ოთახში არ უნდა იყოს ორპირი. თავიდან შეეცადეთ სახისა და ხელების დაბანას. შამპუნი და საპონი რომ კარგად მოშორდეს, თუკი შესაძლებელია, გამოიყენეთ შხაპი.

კბილების მოვლა:

კბილების გამოხეხვა საჭიროა საკვების ყოველი მიღების შემდეგ, საპარსად კი ელექტრომოწყობილობა გამოიყენეთ.

სრულფასოვანი, თანმიმდევრული მოვლით, ყურადღებითა და მოთმინებით 50%-იანი შედეგის მიღწევა და ინსულტის სავსებით დამარცხებაა შესაძლებელი.