პარკინსონისა და დემენციის დიაგნოსტირება, შესაძლოა, მათ გამოვლენამდე 15 წლით ადრე შეძლონ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პარკინსონისა და დემენციის დიაგნოსტირება, შესაძლოა, მათ გამოვლენამდე 15 წლით ადრე შეძლონ

კანადელმა მეცნიერებმა ტორონტოს უნივერსიტეტიდან ჩაატარეს კვლევა, რომლის დახმარებითაც გამოავლინეს REM-ძილის დარღვევები, კერძოდ ის, რომ ძილში ადამიანების გარკვეული ნაწილი ინტენსიურად მოძრაობს. სპეციალისტთა აზრით, ეს სიმპტომი შესაძლოა მომავალში ნეიროდეგენერაციული პათოლოგიების (დემენციისა და პარკინსონის) განვითარების მანიშნებელი იყოს.

სტატისტიკური მონაცემები ადასტურებს იმასაც, რომ შესწავლილთა (რომლებიც ძილში განსაკუთრებით ინტენსიურად მოძრაობენ) 80 %-ს მომავალში პარკინსონის დაავადება განუვითარდა. სპეციალისტები იმაზეც მიუთითებენ, რომ აღნიშულ კატეგორიას დილაობით შესაძლოა თვალების გაწითლება აღენიშნოს, დღის განმავლობაში კი დაღლილობა და ძილიანობა. ძილში ასეთ პაციენტებს შესაძლოა ტრავმებიც კი განუვითარდეთ ინტენსიურ მოძრაობათა გამო. გამორიცხული არ არის გვერდით მწოლიარეთა დაზიანებაც.

ნეიროფიზიოლოგთა დასკვნით, აღნიშნული სახის დარღვევები თავის ტვინის გარკვეულ ნეირონთა ფუნქციობის მოშლის შედეგია, კერძოდ, REM-ძილის ნორმალურ ფიზიოლოგიაზე პასუხისმგებელი ნეირონებისა. აქედან გამომდინარე, REM-ძილში ამა თუ იმ სიზმრის ხილვისას ადამიანი განსაკუთრებულად აქტიურდება და მოძრაობს.

თინათინ გოცაძე