მარიტა, ლუკა და… აუტიზმი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

მარიტა, ლუკა და… აუტიზმი

ვიჯექი ტუჩებმოკუმული, უფერული და ველოდებოდი, როდის დადგებოდა შვილის გაჩენის დრო. გვერდით საწოლზე გოგო იწვა, ერთი დღის შვილით. ჩუმად ვაპარებდი მათკენ თვალს და ვცდილობდი გამომეცნო, სახვევებში გამოკრული ერთი დღის ადამიანი ბიჭი იყო თუ გოგო. ბიჭი იყო. ლუკა. დროდადრო იშმუშნებოდა, ნამდვილად სახვევები აწუხებდა, მე ასე გადავწყვიტე...

რამდენიმე საათში მარიტაც გაჩნდა. ლუკასგან არაფრით განსხვავებული. ისიც ზუსტად ლუკასნაირად იშმუშნებოდა. ლუკაც ზუსტად მარიტასნაირად ჩხაოდა, როცა შიოდა. მარიტაც ზუსტად ლუკასნაირად კრუტუნებდა, როცა ძუძუს წოვდა და ლუკაც ზუსტად მარიტასნაირად ფართხალებდა, როცა სახვევებს ხსნიდნენ. ლუკამ და მარიტამ ერთ თეთრ პალატაში ერთად იცხოვრეს 6 დღე და ერთმანეთს მშვიდობით დაშორდნენ.

მას შემდეგ 13 წელი გავიდა. ლუკა და მარიტა არაფრით განსხვავდებიან ერთმანეთისგან: არიან ტოლები, გამხდრები, წაბლისფერი თმით…

უბრალოდ ლუკამ ერთ დღეს გადაწყვიტა, რომ იმ სამყაროში იცხოვროს, სადაც ყველას არ შეუძლია შეღწევა. სადაც იქნებ უფრო მეტი ფერია, ვიდრე ჩვენ სამყაროში, სადაც იქნებ ისეთი რამეები ხდება, რისი ღირსიც ჩვენი სამყარო არ არის... რასაც ჩვენ ვერასდროს გავიგებთ. იქნებ იმიტომ არ გვიყურებენ ისინი თვალებში, რომ მათთვის ნაკლებად საინტერესოები ვართ, იქნებ ამიტომაც არ გველაპარაკებიან. რა ვიცით აბა… იქნებ მარიტამ იცოდეს, ლუკა ხომ მისი პირველი მეგობარი იყო...

ხო, მარიტებმა უნდა იცოდნენ, რომ არც ისე ცოტა ლუკა ცხოვრობს ამ დედამიწაზე, რომლებსაც თავიანთი პატარა დედამიწები აქვთ და თუ მათთან იმეგობრებენ, იქნებ ერთ დღეს მარიტები ლუკების სამყაროშიც აღმოჩნდნენ და მერე ჩვენ, უფროსებს გაგვაგებინონ, რა ხდება იქ, მათთან, ჩვენ დიდები, აუტისტებს რომ ვეძახით. ნინო თარხნიშვილი 2 აპრილს აუტიზმის მსოფლიო დღე აღინიშნება