ნერვული სისტემის რეაბილიტაცია - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვული სისტემის რეაბილიტაცია

მხოლოდ ძალიან მდიდარმა ქვეყანამ შეიძლება მისცეს თავს შეზღუდული შესაძლებლობების პირებისა და სოციალურად დამოკიდებული ადამიანების რიცხვის გაზრდის უფლება, ამიტომ რეაბილიტაცია ფუფუნება კი არა, ნებისმიერი ცივილიზებული სახელმწიფოს ჯანდაცვის მნიშვნელოვანი, პრაქტიკული ამოცანაა.

ნევროლოგიური პაციენტების რეაბილიტაციის პროცესის წარმართვის თავისებურებებზე გვესაუბრება “ნიუ ჰოსპიტალსის” ექიმი-ნევროლოგი, თამარ ცქიტიშვილი.

- ქალბატონო თამარ, რას მოიცავს რეაბილიტაცია და რატომ არის ის აუცილებელი?

- ნევროლოგიური დაავადებებით მოავადე პაციენტების რეაბილიტაციის ერთ-ერთი ძირითადი მიზანი ცხოვრების ხარისხის ამაღლება, ფიზიკური, სოციალური და ფსიქიკური კეთილდღეობაა. ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ რეაბილიტაცია მჭიდროდაა დაკავშირებული ცხოვრების სამედიცინო, სოციალურ და ფილოსოფიურ ასპექტებთან.

რეაბილიტაცია თანამედროვე მედიცინის მიმართულებაა, რომელიც მოიცავს მრავალფეროვან მეთოდებს და ემყარება, პირველ ყოვლისა, პაციენტის პიროვნებას, ცდილობს, აქტიურად აღადგინოს დაავადებით დარღვეული ფუნქციები და სოციალური კავშირები.

რეაბილიტაციური ღონისძიებების წარმატება ხანგრძლივი და მყარი იქნება მხოლოდ მაშინ, როდესაც ჰარმონია დამყარდება სხეულსა და გარემოს შორის.

რეაბილიტაცია ზოგადი სამკურნალო პროცესის დამამთავრებელი ეტაპია, სადაც მნიშვნელოვანია მკურნალობის ეფექტურობის შეფასება, ორგანიზმზე ზემოქმედების შეფასება და უპირველესად პაციენტის პიროვნული და სოციალური სტატუსის აღდგენა. რეაბილიტაცია დამყარებულია ექიმისა და პაციენტის პარტნიორობაზე, ბიოლოგიური და ფსიქო-სოციალური მეთოდების ერთობლიობასა და ზემოქმედების ეტაპურობაზე. იგი ძირითადად მიმართულია შრომის უნარის აღდგენის, დაავადებების გართულებებისა და რეციდივების პროფილაქტიკისაკენ.

რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს პათოლოგიური პროცესის ადრეულ სტადიაზე, თუმცა მისი მეთოდები აქტიურად გამოიყენება მკურნალობის დასკვნით ეტაპებზეც - პაციენტის კლინიკური გამოჯანმრთელების შემდეგ, მისი შრომის უნარის აღდგენამდე.

- რა თავისებურებები ახასიათებს ზურგის ტვინის ტრავმის შემდგომ რეაბილიტაციას?

- ზურგის ტვინის ტრავმის მექანიზმის, დაზიანების ხასიათისა და დონის, დაავადების სიმძიმისა და პერიოდის გათვალისწინებით უნდა ჩატარდეს რეაბილიტაციის პროცესი.

ზურგის ტვინის ტრავმის შემდეგ რეაბილიტაციის პროცესის აუცილებელი პირობა პაციენტის მონაწილეობა და მისი თანხმობაა. რეაბილიტაციის ძირითადი ამოცანები და მეთოდებია:

  • მაქსიმალურად ხელსაყრელი პირობების შექმნა ზურგის ტვინში რეგენერაციული პროცესების მიმდინარეობისთვის;
  • ვეგეტატიური რეგულაციის ნორმალიზაცია;
  • დარღვეული ნივთიერებათა ცვლის რეგულაცია;
  • შარდგამომყოფი, სასუნთქი და გულ-სისხლძარღვთა სისტემის მხრივ გართულებების პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ნაწოლებისა და ძვალსახსროვანი აპარატის დეფორმაციის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • შარდის გამოყოფის, დეფეკაციის აქტისა და სქესობრივი ფუნქციის აღდგენა;
  • კუნთების ატროფიის პროფილაქტიკა და მკურნალობა;
  • ფუნქციური ორტეზირება;
  • დამოუკიდებლად გადაადგილების უნარის გამომუშავება;
  • თვითმომსახურების უნარების შემუშავება;
  • პროფესიული გადამზადება;
  • რაციონალური შრომითი მოწყობა.

- რა საშიშროება იქმნება დაგვიანებული რეაბილიტაციისას?

- დეონტოლოგიური კუთხით განსაკუთრებით სახიფათოა ზურგის ტვინის ტრავმისას ჰიპერდიაგნოსტიკა. დროის გაუმართლებელი დაკარგვა იწვევს ავადმყოფის ზოგად ჰიპოკინეზიას, მყარ, ნეგატიურ ფუნქციურ დარღვევებს ორგანიზმში, რაც მნიშვნელოვნად ართულებს და ზოგჯერ სრულიად აჩერებს შემდგომ აღდგენით პროცესს. იწვევს პაციენტის მოტივაციის დაკარგვას, შფოთვით-დეპრესიული მოშლილობის განვითარებას. გაუმართლებელი, ზედმეტად ოპტიმისტური პროგნოზები იწვევს ასევე დროის დაკარგვას, არსებობის ახალ პირობებთან ფუნქციური შეგუების, სოციალურ-ყოფითი და პროფესიული რეაბილიტაციის დაწყების შეფერხებას.

რეაბილიტაციის ამოცანაა:

  • აღდგენითი პროცესების კონტროლი;
  • ორგანოებისა და სისტემების მუშაობის უზრუნველყოფა;
  • აღდგენითი პროცესების ინტენსიფიკაცია, ორგანიზმის ინდივიდუალური რეზერვების აქტივაცია;
  • ახალი ფუნქციური კავშირების კომპენსატორული ფორმირება;
  • სუნთქვის ფუნქციის დარღვევის კორექცია;
  • შარდის გამოყოფისა და დეფეკაციის დარღვეული ფუნქციის კორექცია;
  • ფსიქოსოციალური ადაპტაცია;
  • გართულებების პროფილაქტიკა.

რეაბილიტაციის მეთოდებიდან გამოიყენება:

  • მოვლის ჩვევების შესწავლა;
  • პოსტურალური კორექცია;
  • სუნთქვითი ვარჯიშები;
  • პაციენტების ადრეული, რეგულარული, ეტაპობრივი ვერტიკალიზაცია;
  • სამკურნალო ფიზკულტურა;
  • მანუალური თერაპია;
  • მექანოთერაპია;
  • ერგოთერაპია;
  • ფიზიოთერაპიული მკურნალობა;
  • იგლორეფლექსოთერაპია;
  • ფსიქო-პროფესიული კორექცია.

- რამდენად მნიშვნელოვანია ინსულტის შემდეგ რეაბილიტაციის პროგრამის ადრეული დაწყება?

- რეაბილიტაციური ღონისძიებები ინსულტის პირველივე დღეებიდან, თუ, რასაკვირველია, პაციენტის მდგომარეობა ამის საშუალებას იძლევა, აჩქარებს აღდგენით პროცესს და დარღვეული ფუნქციების აღდგენის მეტ საშუალებას იძლევა. დროული რეაბილიტაცია მეორეულ გართულებებსაც (შეგუბებითი პნევმონია, თრომბოფლებიტი, კონტრაქტურა, ნაწოლები, კუნთოვანი დისტროფიები) თავიდან აცილებს პაციენტს.

რეაბილიტაცია უნდა დაიწყოს ჯერ კიდევ სტაციონარის ნევროლოგიურ განყოფილებაში და გაგრძელდეს რეაბილიტაციის განყოფილებაში ან ცენტრში.

- ინსულტის შემდგომი რეაბილიტაციის რა მეთოდებს იყენებთ?

- ინსულტიანი პაციენტებისთვის, რომელთაც მოძრაობის ფუნქცია აქვთ დარღვეული, რეაბილიტაციის ძირითადი მეთოდი სამკურნალო ფიზკულტურაა (კინეზოთერაპია), რომლის შედეგადაც მოძრაობის მოცულობა სრულად ან ნაწილობრივ აღდგება. ამას გარდა, ენიშნებათ დაზიანებული კიდურის ნერვ-კუნთოვანი აპარატის ელექტროსტიმულაცია, ტარდება სეანსები ბიოლოგიური უკუკავშირის მეთოდის გამოყენებით.

სამკურნალო ფიზკულტურას ინსულტის პირველივე დღეებიდან იწყებენ. თავიდან ეს პასიური ვარჯიშია, რომელიც მიმდინარეობს პულსისა და წნევის კონტროლით და დასვენების პაუზებით. შემდგომ სავარჯიშოები რთულდება, პაციენტებს წამოსვამენ დამოუკიდებლად, ასწავლიან მედპერსონალის დახმარებით დგომას, სხეულის წონის თანაბრად გადანაწილებას. ამის შემდეგ პაციენტი იწყებს სიარულის სწავლას, ჯერ ადგილზე, შემდეგ კი ოთახში საყრდენის გამოყენებით. მანძილი და გადაადგილების მოცულობა თანდათანობით იზრდება - ჯერ ოთახში, შემდეგ სახლში, კიბეზე, ქუჩაში და ბოლოს ტრანსპორტშიც.

თვითმომსახურების და სხვა საყოფაცხოვრებო ჩვევების აღდგენაც თანდათან ხდება. დასაწყისისთვის ეს მარტივი უნარებია: დამოუკიდებლად ჭამა, პირადი ჰიგიენის უნარები, დამოუკიდებლად ჩაცმა, რაც პარალიზებული ხელით რთულია, საპირფარეშოთი და აბაზანით სარგებლობა. ამ ეტაპების წარმატებით დაძლევის შემდეგ პაციენტმა საშინაო საქმეებიც უნდა გაიხსენოს და შესაძლებელია, მსუბუქ შემთხვევებში სამსახურსაც დაუბრუნდეს.

- როგორია ინსულტის შემდგომ გართულებებთან გამკლავება?

- ინსულტის შემდგომი პერიოდის ერთ-ერთი სახიფათო გართულება დაზიანებულ კიდურში კუნთთა ტონუსის მომატებაა (სპასტიკურობა). სპასტიკურობის შესამცირებელი და კონტრაქტურის განვითარების პროფილაქტიკური ღონისძიებები მოიცავს:

  • სპეციალური ლონგეტის გამოყენებით კიდურის გარკვეული ხნით ისე მოთავსებას, რომ მომატებული ტონუსის მქონე კუნთები გაჭიმული იყოს;
  • მომატებული ტონუსის მქონე კუნთების მასაჟს, რაც გულისხმობს ხელის მსუბუქ, ნელ გადასმას (სარელაქსაციო მასაჟი), ტონუსშეუცვლელი კუნთებისა კი დაზელასა და მსუბუქ მასაჟს;
  • სითბურ მკურნალობას - პარაფინის აპლიკაციებს სპასტიკურ კუნთებზე;
  • მიორელაქსანტების დანიშვნას.

დაზიანებული კიდურის სახსრების ცვლილებისას რეაბილიტაცია მოიცავს ტკივილგამაყუჩებელ პროცედურებს: ელექტროთერაპიას, მაგნიტოთერაპიას, ლაზეროთერაპიას და ნემსთერაპიას.

ტროფიკის გასაუმჯობესებელი პროცედურებია: პარაფინის აპლიკაციები, ჰიდროპროცედურები.

- რა როლი აქვთ პაციენტის ახლობლებს რეაბილიტაციის პროცესში?

- პაციენტი და მისი ოჯახის წევრები აქტიურად უნდა ჩაერთონ რეაბილიტაციის პროცესში, კერძოდ, „საშინაო დავალებების“ შესრულებაში.

- როგორი შეიძლება იყოს რეაბილიტაციის შედეგები?

- აღდგენითი პროცესის პროგნოზი მნიშვნელოვნად განისაზღვრება ტვინის დაზიანებული უბნის ზომითა და ლოკაციით, ასევე სარეაბილიტაციო ღონისძიებების ზუსტი და სრულფასოვანი შესრულებით.