მეცნიერები მოხუცებს „ტეტრისის“ თამაშს ურჩევენ
მეცნიერების მიერ ჩატარებული კვლევის ანალიზმა აჩვენა, რომ კომპიუტერული თამაშების საშუალებით აზროვნების სიმახვილე და სისწრაფე მაღალ დონეზე ნარჩუნდებოდა. გარდა ამისა, კომპიუტერული თამაშები დადებითად მოქმედებდა მეხსიერებაზე. თუმცა, დემენციის უკუგანვითარება, სამწუხაროდ, შეუძლებელია.
მკვლევარები ხანდაზმულ ადამიანებს ურჩევენ, რაც შეიძლება ადრე დაიწყონ დემენციის პროფილაქტიკა. კომპიუტერული თამაშები კი, ტვინის სავარჯიშო მარტივი და უსაფრთხო საშუალებაა. დემენციის რისკის შესამცირებლად შეიძლება „ტეტრისის“ თამაში.
ლალი ჩხიკვაძე