ინსულტის ამოცნობის 4 საშუალება
რასაც ახლა წაიკითხავ, მხოლოდ ერთ წუთს წაგართმევს.
ინსულტის გამოცნობის 4 საშუალება:
– სთხოვე ადამიანს გაიღიმოს (ის ვერ შეძლებს ამას).
– სთხოვე, მარტივი წინადადება თქვას. მაგალითად "დღეს კარგი ამინდია" (გამართულად ვერ იტყვის).
– სთხოვე ორივე ხელი ერთდროულად ასწიოს (ვერ შეძლებს ან მხოლოდ ნაწილობრივად აწევს).
– სთხოვე ენა გამოიტანოს (თუ კი ენა მოგრეხილია ან ამობრუნებული – ესეც ნიშნებია).
ამ 4 დავალებიდან თუნდაც ერთში თუ შეიქმნა პრობლემა – დარეკე სასწრაფოში და აღწერე სიმპტომები.
ერთმა კარდიოლოგმა თქვა, რომ თუკი ამ ინფორმაციას წაიკითხავს 10 ადამიანი მაინც, შეგვიძლია დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ვიღაცის სიცოცხლე – და შეიძლება ჩვენიც – გადარჩენილი იქნება. ყოველდღე იმდენ "ნაგავს" ვუგზავნით ერთმანეთს, რომ ალბათ ღირს, რამე საჭირო და სასარგებლო გავაზიაროთ...