დეპრესიას შესაძლოა ინფექციური ბუნება ჰქონდეს
-
ჯერ ერთი, დეპრესიით შეპყრობილებს აქვთ ენერგიის დეფიციტი, ისინი კარგავენ ინტერესს გარე სამყაროს მიმართ და არ შეუძლიათ საწოლიდან წამოდგომა. ასეთივე სიმპტომები შეინიშნება ინფექციების დროსაც.
გარდა ამისა, დეპრესიით დაავადებულის ტვინში დადასტურებულ იქნა ექსუდაციური ანთებითი პროცესი, რაც, სავარაუდოდ, იმაზე მიუთითებს, რომ იმუნიტეტის აქტიურობა მომატებულია რომელიღაც გამაღიზიანებლის გამო და ეს გამაღიზიანებელი შეიძლება იყოს პარაზიტი, ბაქტერია ან ვირუსი.
-
მეორე - ბუნებაში არსებობს ისეთი პარაზიტები, ბაქტერიები და ვირუსები, რომლებიც გავლენას ახდენენ ადამიანის ქცევასა და ემოციებზე.
ამის მაგალითია ტოქსოპლაზმა - კატის კუჭ-ნაწლავში მცხოვრები პარაზიტი. მისი კვერცხები განავალთან ერთად ხვდება გარემოში და კონტაქტის შემთხვევაში ვირთხის ორგანიზმში იჭრება. დასნებოვნებულ ვირთხას კატის შარდის სუნისადმი ლტოლვა უჩნდება - პარაზიტი ააქტიურებს მისი ტვინის იმ უბნებს, რომლებიც სქესობრივ აღგზნებას განაგებს.
სავარაუდოდ, მსოფლიოს მოსახლეობის მესამედი T.Gondii (ტოქსოპლაზმა)-ს მატარებელია. ეს პარაზიტი, ისევე როგორც დეპრესია, დაკავშირებულია ანთების მარკერებთან. ცნობილია, რომ დეპრესიითა და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულებს, რომელთათვისაც დამახასიათებელია სუიციდური აზრები, მომატებული აქვთ T.Gondii-ს საწინააღმდეგო ანტისხეულების დონე.
მრავალი ცდითაა დადასტურებული, რომ მღრღნელების ემოციური ქცევა იცვლება, როცა მათზე ბაქტერიები ზემოქმედებენ. გარდა ამისა, მეცნიერებმა გააანალიზეს 28 კვლევის შედეგები, რომლებმაც დაადასტურა დეპრესიის კავშირი ბორნის დაავადების, ჰერპესის, ჩუტყვავილასა და ეპშტეინ-ბარის ვირუსებთან.
ერთ-ერთმა კვლევამ აჩვენა, რომ ბორნის დაავადება დეპრესიით დაავადებულებში სხვებზე 3,25-ჯერ ხშირია.
თურჰან კანლის ბოლო არგუმენტია დეპრესიასთან კავშირის მქონე გენების წარუმატებელი ძიება. მეცნიერი ვარაუდობს, რომ გენეტიკოსები გენების შიგნით ეძებენ დეპრესიის გამომწვევ ცვლილებებს, მაშინ როდესაც გენების 8% გარეგან ზემოქმედებაზეა დამოკიდებული.
ბაქტერიებს, ვირუსებსა და პარაზიტებს შეუძლიათ გენების შეცვლა და დედისგან შვილზე გავრცელება. თურჰან კანლი მასშტაბური კვლევის ჩატარებას ითხოვს. თუ მისი ჰიპოთეზა დადასტურდა, შესაძლოა დეპრესიის საწინააღმდეგო ვაქცინის შექმნაც მოხერხდეს.
დეპრესია (გუნება-განწყობილების აშლილობა)
დეპრესიული აშლილობა ძლიერი სევდის განცდაა, რომელიც უარყოფითად მოქმედებს ადამიანის ყოველდღიურ ყოფასა და საქმიანობაზე. ის შეიძლება გამოიწვიოს უკანასკნელი ხანების დანაკარგმა ან სამწუხარო მოვლენამ, ამასთან, განცდის სიღრმე და ხანგრძლივობა აღემატება გამომწვევი მოვლენის მნიშვნელობას.
- ზოგჯერ ხელს უწყობს მემკვიდრეობა, მედიკამენტის გვერდითი ეფექტები, სტრესული მოვლენები, ამა თუ იმ სახის დისბალანსი სხეულში და სხვა ფაქტორები;
- დეპრესიის გამო ინდივიდი შეიძლება დასევდიანდეს, მოდუნდეს ან შფოთვა და შიში დაეწყოს;
- დიაგნოზი ეფუძნება სიმპტომებს;
- ანტიდეპრესანტები, ფსიქოთერაპია და, ზოგჯერ, ელექტროკრუნჩხვითი თერაპია შეიძლება ეფექტიანი აღმოჩნდეს.
თემის გაგრძელება ნახეთ ბმულზე