პათოლოგიური ორსულობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

პათოლოგიური ორსულობა

- რას ნიშნავს ნაყოფის მდებარეობა?

- ნაყოფის მდებარეობას უწოდებენ ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძების განლაგებას ერთმანეთის მიმართ. ამის მიხედვით განასხვავებენ ნაყოფის გრძივ, გარდიგარდმო და ირიბ მდებარეობას. გრძივი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთს ემთხვევა. გარდიგარდმო მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ ქმნის 90-გრადუსიან კუთხეს. ირიბი მდებარეობის დროს ნაყოფისა და საშვილოსნოს გრძივი ღერძები ერთმანეთის მიმართ მახვილ კუთხეს ქმნის.

- როგორი მდებარეობა მიიჩნევა ნორმალურად?

- ნორმალურად მიიჩნევა საშვილოსნოში ნაყოფის გრძივი მდებარეობა. ასიდან 99 შემთხვევაში, უფრო ზუსტად, შემთხვევათა 99,5%-ში, სწორედ ასეთი მდებარეობა გვხვდება. საშვილოსნოში ნაყოფის გრძივ მდებარეობას დამახასიათებელ პოზაში ემბრიონის პოზას უწოდებენ. ამ დროს ნაყოფს თავი გულმკერდზე აქვს მიბჯენილი, ხელები - გადაჯვარედინებული, ფეხები - მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში მოხრილი და მუცელთან მიტანილი. ნორმალური მოხრითი მდებარეობის დროს ნაყოფი იღებს კვერცხის ფორმას. მისი განიერი ნაწილი, მენჯი, მიქცეულია საშვილოსნოს ფუძისკენ, ხოლო ვიწრო ნაწილი, კეფა - მენჯის გამოსავლისკენ. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობა პათოლოგიურად მიიჩნევა ნაყოფის და შემთხვევათა 0,5%-ში გვხვდება.

- რას ნიშნავს ნაყოფის წინამდებარეობა?

- ნაყოფის წინამდებარეობას უწოდებენ ნაყოფის მსხვილი ნაწილის (თავის, მენჯის) განლაგებას დედის მენჯის შესავლის მიმართ, ხოლო ნაყოფის წინამდებარე ნაწილად იწოდება მისი ის ნაწილი, რომელიც მშობიარობის დროს ყველაზე ადრე გაივლის სამშობიარო გზებს და პირველი იბადება. თუ დედის მენჯის შესავალთან იმყოფება თავი, ამას ნაყოფის თავით წინამდებარეობა ეწოდება, თუ მენჯი - მენჯით წინამდებარეობა. მენჯით წინამდებარეობა პათოლოგიური მდებარეობის შემთხვევათა 3,5%-ში დასტურდება. განასხვავებენ ჯდომით, ფეხით და მუხლით წინამდებარეობას. ჯდომით წინამდებარეობა, თავის მხრივ, იყოფა სუფთა და შერეულ ფორმებად. სუფთა ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მუხლის სახსარში გაშლილია, ხოლო მენჯ-ბარძაყისაში - მოხრილი და სხეულის გასწვრივაა განლაგებული. შერეული ჯდომით წინამდებარეობის, ანუ სრული ჯდომით წინამდებარეობის დროს ნაყოფის ფეხები მოხრილია მენჯ-ბარძაყისა და მუხლის სახსრებში. ფეხით წინამდებარეობის დროს წინამდებარე ნაწილია ერთ-ერთი ან ორივე ფეხი. იშვიათად ფეხები მოხრილია ისე, რომ მხოლოდ მუხლი ისინჯება. ასეთ მდებარეობას მუხლით წინამდებარეობას უწოდებენ. ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა ორსულობის პირველ ნახევარში უფრო ხშირად გვხვდება, ვიდრე მშობიარობის დაწყების წინ. 28 კვირის (7 თვის) ორსულობის დროს მენჯით წინამდებარეობა შემთხვევათა 30%-ში აღირიცხება. ზრდასა და მომწიფებასთან ერთად ნაყოფი ზოგჯერ უფრო სტაბილურ მდებარეობას იღებს.


- შესაძლებელია თუ არა ნაყოფის მდებარეობის შეცვლა და ორსულობის რა ვადაზე?

- ნაყოფის მდებარეობის შეცვლა მოსალოდნელია მუცლად ყოფნის 28-ედან ბოლო კვირამდე, მაგრამ ორსულობის დასასრულისთვის ნაყოფის მდებარეობის შეცვლა შედარებით იშვიათია. ორსულობის მიწურულს ნაყოფის მდებარეობის შეცვლა მოსალოდნელია ისეთი მდგომარეობების დროს, როგორებიცაა მრავალწყლიანობა, ნაადრევი მშობიარობა, ტყუპი ნაყოფი და ვიწრო მენჯი, აგრეთვე - მრავალნამშობიარებ ქალებთან საშვილოსნოს არასაკმარისი ტონუსის გამო. განსაზღვრულ როლს ასრულებს ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ნაყოფის ჩამოსვლას საშვილოსნოს ქვედა ნაწილში, მათ შორის - პლაცენტის წინამდებარეობა, საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში არსებული მიომური კვანძები, საშვილოსნოს არასწორი აგებულება და სხვა. მენჯით წინამდებარეობის დროს ორსულობა ისევე მიმდინარეობს, როგორც თავით წინამდებარეობის დროს, ამიტომ ორსულს ეძლევა ისეთივე რეკომენდაციები კვებისა და რეჟიმის თაობაზე, როგორიც ჯანმრთელ ორსულებს, მაგრამ იმის გამო, რომ მენჯით წინამდებარეობის დროს არცთუ იშვიათია გართულებები, შემუშავებულია სპეციალური ვარჯიშიც, რომლებიც ხელს უწყობს საშვილოსნოში ნაყოფის მობრუნებას.

ვარჯიში

დაწექით სწორ, მაგარ ზედაპირზე, გადაბრუნდით ხან ერთ, ხან მეორე მხარეს. თითოეულ გვერდზე შეჩერდით 10-10 წუთს. ვარჯიში შეასრულეთ ყოველდღიურად, დღეში სამჯერ, ჭამამდე. ხშირად ნაყოფის თავით წინ მობრუნება პირველი შვიდი დღის განმავლობაში ხდება.

- როგორ მიმდინარეობს მშობიარობა მენჯით წინამდებარეობის დროს?

- მშობიარობა შესაძლოა ნორმალურად დასრულდეს, მაგრამ თავი იჩინოს გართულებებმა, რომლებიც ხშირად ძალზე სახიფათოა ნაყოფისთვის. გართულებები, თუმცაღა იშვიათად, დედის მხრივაც არის მოსალოდნელი. მაგალითად, სანაყოფე სითხის ნაადრევი დაღვრა (განსაკუთრებით - ფეხით წინამდებარეობის დროს), ჭიპლარის მარყუჟის გამოვარდნა. გამოვარდნილი ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, განვითარდეს ასფიქსია და ნაყოფი დაიღუპოს. არცთუ იშვიათია სამშობიარო მოქმედების სისუსტე. მენჯით წინამდებარეობის დროს მშობიარობის თავისებურება ის არის, რომ ნაყოფის ყველაზე მსხვილი ნაწილი, თავი, იბადება ყველაზე ბოლოს. ამ დროს წინამდებარე ნაწილი, მენჯი, სამშობიარო გზებს პირველი გაივლის და მის შემდეგ მომავალ მხრებსა და მასზე უფრო დიდ ნაწილს, თავს, სათანადოდ ვერ უფართოებს სავალს. ამ დროს თავი შესაძლოა ჭიპლარს დააწვეს. თუ სხეულის ზედა ნაწილისა და თავის გამოძევება სამ წუთზე მეტხანს გაგრძელდა, ვითარდება ნაყოფის ასფიქსია (მოხრჩობა). ასეთი რამ უმეტესად ფეხით წინამდებარეობის დროს ხდება. მენჯით წინამდებარეობის დროს სასურველია, ორსული მშობიარობამდე რამდენიმე დღით ადრე მოთავსდეს სამშობიაროში. მშობიარობის მიმდინარეობის დროს ყურადღება ექცევა დედისა და ნაყოფის მდგომარეობას, ნაყოფის მდებარეობას სამშობიარო გზებში და სხვა მაჩვენებლებს. გართულების შემთხვევაში ექიმი ორსულს დაუყოვნებლივ უწევს კვალიფიციურ დახმარებას. მშობიარობის პირველ პერიოდში სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვის პროფილაქტიკის მიზნით მშობიარეს სიარულის ნებას არ აძლევენ. ის უნდა იწვეს. ფიზიოლოგიური მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის მას საწოლშივე ეძლევა სპეციალური ჭურჭელი. წყლების დაღვრისთანავე ტარდება საშოსმხრივი გამოკვლევა, რათა ჭიპლარის გამოვარდნა გამოირიცხოს. მშობიარობის მეორე პერიოდი განსაკუთრებით დიდ ყურადღებას მოითხოვს. აუცილებელია ნაყოფის გულისცემის ზედმიწევნითი კონტროლი და ასფიქსიის პროფილაქტიკა. ასფიქსიის მთავარი ნიშანია ნაყოფის გულისცემის შეცვლა. ფეხით წინამდებარეობის დროს სამშობიარო გართულებები და ნაყოფის მკვდრადშობადობა უფრო ხშირია, ვიდრე ჯდომით წინამდებარეობის დროს. გართულებები იმის ბრალია, რომ წინამდებარე ფეხები ვერ აფართოებს სამშობიარო გზებს, რაც იმისთვის არის საჭირო, რომ მხრის სარტყელი და თავი დაუბრკოლებლად მოევლინოს ქვეყნიერებას. ფეხით წინამდებარეობის დროს ხშირია ხელების უკან გადავარდნა, თავის გაშლა და თავის ჩაჭედვა.


- როგორია ლოგინობის პერიოდი?

- ლოგინობის პერიოდი უმეტესად ნორმალურად მიმდინარეობს, მაგრამ მენჯით წინამდებარეობის დროს თავით წინამდებარეობასთან შედარებით მეტად არის მოსალოდნელი სპეციფიკური სირთულეები. ეს გამოწვეულია მშობიარობის დროს რბილი ქსოვილების უფრო ხშირი დაზიანებით, სანაყოფე სითხის ადრე დაღვრითა და მშობიარობის სხვა გართულებებით. ნაკლებსაიმედოა ნაყოფის პროგნოზიც, რაც ასფიქსიასა და სამშობიარო ტრავმებს უკავშირდება. ასფიქსიითა და სამშობიარო ტრავმებით დაბადებული ახალშობილები უფრო მგრძნობიარენი არიან ინფექციებისა და სხვა დაავადებების მიმართ.

- რას გვეტყვით ნაყოფის გარდიგარდმო და ირიბ მდებარეობაზე?

- გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის დროს ჩვეულებრივი გზით ნაყოფის დაბადება ძალზე სარისკოა და კვალიფიციური სამედიცინო დახმარების გარეშე დამოუკიდებლად მშობიარობა შეუძლებელია - საშიშროება ემუქრება როგორც დედას, ისე ბავშვსაც. მშობიარობის ოპტიმალური მეთოდია საკეისრო კვეთა. გარდიგარდმო და ირიბი მდებარეობის მიზეზად შეიძლება იქცეს:

  • ყველა ის ფაქტორი, რომელიც აადვილებს ნაყოფის მოძრაობას საშვილოსნოს ღრუში;
  • ვიწრო მენჯი, პლაცენტის წინამდებარეობა და სხვა ფაქტორები, რომლებიც ხელს უშლის ნაყოფის თავს, ჩავიდეს საშვილოსნოს ქვედა სეგმენტში და მიებჯინოს მენჯს;
  • საშვილოსნოს არასწორი ფორმა, მაგალითად, უნაგირა საშვილოსნო. მისი დიაგნოსტირება პრობლემას არ წარმოადგენს: ყურადღებას იქცევს საშვილოსნოს ფორმა - ის ოვალური კი არ არის, არამედ ირიბადაა გაწელილი და თავი და მენჯის ნაწილი საშვილოსნოს გვერდებზე მდებარეობს.

ორსული სამშობიაროში 35-36-ე კვირას უნდა მოთავსდეს. მშობიარობა პათოლოგიურად მიმდინარეობს. ხდება ისეც, რომ ნაყოფი მშობიარობის დასაწყისში ირიბი ან განივი მდებარეობიდან დამოუკიდებლად გადადის გრძივში (თვითმობრუნება), მაგრამ ასეთი შემთხვევები გამონაკლისთა რიცხვს მიეკუთვნება. ირიბი და განივი მდებარეობის დროს ნაყოფის წინამდებარე ნაწილი ფაქტობრივად არ არსებობს და ხდება სანაყოფე ბუშტის ნაადრევი გახეთქვა. წყალი მთლიანად ან თითქმის მთლიანად იღვრება. წყლებთან ერთად, წესისამებრ, გამოვარდება ხელი ან ჭიპლარის მარყუჟი. წყლების დაღვრის შემდეგ საშვილოსნო იკუმშება, ნაყოფს შემოესალტება და მოძრაობის საშუალებას ართმევს. საშვილოსნოს ძლიერი შეკუმშვის გამო ჭიპლარი შესაძლოა მიიჭყლიტოს, დაირღვეს პლაცენტური სისხლის მიმოქცევა და განვითარდეს ნაყოფის ასფიქსია. შორს წასული (ნებაზე მიშვებული) გარდიგარდმო მდებარეობისას მოსალოდნელია საშვილოსნოს გახეთქვა და დედისა და შვილის სიკვდილი.

- შესაძლებელია გართულებების თავიდან აცილება?

- საამისოდ საკეისრო კვეთას მიმართავენ. ისევე, როგორც ნებისმიერი სხვა ოპერაციული ჩარევა, საკეისრო კვეთაც მხოლოდ ჩვენებისამებრ უნდა ჩატარდეს. ეს ოპერაცია პათოლოგიური მდგომარეობიდან გამოსავალია და არა არჩევის მეთოდი. განასხვავებენ საკეისრო კვეთის აბსოლუტურ და შედარებით ჩვენებებს. აბსოლუტური ჩვენება იმას ნიშნავს, რომ მშობიარობა ბუნებრივი გზით შეუძლებელია. ერთი აბსოლუტური ჩვენება საკმარისია, რომ საკეისრო კვეთა ჩატარდეს. ამ შემთხვევაში არც ოპერაციის პირობებს და არც უკუჩვენებებს არ ითვალისწინებენ. ნაყოფის არასწორი (გარდიგარდმო) მდებარეობა საკეისრო კვეთის აბსოლუტური ჩვენებაა. შედარებითი ჩვენებაა ისეთი კლინიკური სიტუაცია, როდესაც ნაყოფის მიღება ბუნებრივი მშობიარობით შესაძლებელია, მაგრამ არსებობს უფრო დიდი რისკი, ვიდრე საკეისრო კვეთის შემთხვევაში. ამ დროს ოპერაციის ჩასატარებლად საჭიროა ორი და მეტი შედარებითი ჩვენების არსებობა. ნაყოფის მენჯით წინამდებარეობა წარმოადგენს საკეისრო კვეთის შედარებით ჩვენებას.