როგორ ავირიდოთ მოხუცებულთა ჭკუასუსტობა - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ ავირიდოთ მოხუცებულთა ჭკუასუსტობა

გამაახალგაზრდავებელი წამალი შეიძლება იყოს ჰორმონი ოსტეოკალცინი. ეს უკანასკნელი აუმჯობესებს მეხსიერებას.

მეცნიერთა განცხადებით, ოსტეოკალცინს გამოიმუშავებს ძვლოვანი ქსოვილი და მისი წარმოქმნის სტიმულაციას ახდენს უმნიშვნელო ფიზიკური აქტივობაც კი, მაგალითად - სიარული. ახალი კვლევის ავტორებმა გაარკვიეს, რომ ოსტეოკალცინთან ურთიერთქმედებს ცილა RbAp48, რომელიც ხელს უშლის მოხუცებულთა ჭკუასუსტობის განვითარებას.

ვირთაგვებზე ჩატარებული ექსპერიმენტებით მკვლევარებმა დაადგინეს, რომ ცილა RbAp48 მონაწილეობს ქრომატინის ფორმირებაში, ეს უკანასკნელი კი, დნმ-ის, რნმ-ისა და სხვა მრავალი ცილის კომპლექსია.

ამჯერად მეცნიერებმა შეძლეს იმის დადასტურებაც, რომ ცილა RbAp48 მართავს გენებს, რომლებიც აკოდირებენ ტვინის ნეიროტროფიკულ ფაქტორს BDNF და მეხსიერებისათვის მნიშვნელოვანი GPR158შენაერთის რეცეპტორს.

აღნიშნულ ნივთიერებათა სრულფასოვანი "მუშაობისთვის" აუცილებელია ჰორმონ ოსტეოკალცინის სათანადო კონცენტრაცია. ფიზიკური აქტივობის ფონზე ძლიერდება როგორც მისი, ასევე ცილა RbAp48 გამომუშავება.

Gამოდის, რომ ფიზიკური აქტივობით ადამიანებს მარტივად შეუძლიათ მოხუცებულთა ჭკუასუსტობის არიდება, ასე რომ ნუ დაიზარებთ, რეგულარულად ივარჯიშეთ ან ფეხით მაინც იარეთ!

თინათინ გოცაძე