ახალი უცხო ენის სწავლა ტვინის დაბერებას აფერხებს - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ახალი უცხო ენის სწავლა ტვინის დაბერებას აფერხებს

კვლევაზე დაყრდნობით ცნობილია, რომ ადამიანის თავის ტვინი ფუნქციობის მაქსიმალურ ეფექტურობას 22 წლისთვის ავლენს, ამის შემდეგ ეს ეფექტურობა თანდათანობით ქვეითდება. ადამიანთა დიდ ნაწილს დაბერების კვალად თავის ტვინის შეუქცევადი ცვლილებებიც აღენიშნება.

საბედნიეროდ, არსებობს რამდენიმე მეთოდი, რომელიც ტვინის ფუნქციის დაქვეითების გადავადებას ახდენს. თურმე ახალი (უცხო) ენის სწავლა ერთ-ერთი ძალიან ეფექტური მეთოდია. ის მნიშვნელოვნად აფერხებს ტვინის დაბერებას.

საინტერესო კვლევებით დადასტურებულია, რომ ორი ენის მცოდნე პირები ალცჰაიმერის დაავადებისა და მოხუცებულთა ჭკუასუსტობისადმი განსკუთრებულ მედეგობას ავლენენ. აღნიშნული პათოლოგიები მათ ბევრად უფრო იშვიათად უვითარდებათ იმ პირებთან შედარებით, ვინც მხოლოდ ერთი ენა იცის და ცხოვრების მანძილზე მხოლოდ ერთ ენაზე საუბრობს.

ახალი ენის სწავლა ნებისმიერ ასაკში შეიძლება დაიწყოთ, ზრდასრულ ასაკში დაწყებული სწავლა განსაკუთრებულად აფერხებს თავის ტვინის დაბერებას - აცხადებენ ნეირომეცნიერები.

თინათინ გოცაძე