ძილის დეფიციტი უყურადღებობასა და დაბნეულობას 5-ჯერ ზრდის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ძილის დეფიციტი უყურადღებობასა და დაბნეულობას 5-ჯერ ზრდის
ძილის დეფიციტი უყურადღებობასა და დაბნეულობას 5-ჯერ ზრდის
ძილის დეფიციტი, საზოგადოდ, ბევრი პრობლემის პროვოცირებას ახდენს. ძილის ნაკლებობა განსაკუთრებით ცუდად აისახება ყურადღების კონცენტრაციასა და ქცევით რეაქციებზე - დაადგინეს ამერიკელმა მეცნიერებმა. საინტერესო კვლევის შედეგები გამოქვეყნებულია გამოცემაში - Proceedings of the National Academy of Sciences.

მეცნიერებმა კონკრეტულად გაარკვიეს, რომ კონცენტრაციის უნარის ვარდნა განპირობებულია უშუალოდ ძილის დეფიციტით და არა გადაჭარბებული ღვიძილით, როგორც ეს საზოგადოდ ეგონათ.

"ძილი საჭიროა ორგანიზმისთვის სხვადასხვა ბიოლოგიური პროცესის სრულყოფილად წარმართვისთვის, მაგალითად, იმისათვის, რომ ნორმაში მოვიდეს ნეირონთა მეტაბოლური წონასწორობა, მოხდეს ნეირონული ქსელების რეორგანიზება და ზედმეტი სინაფსებისგან გათავისუფლება. ძილის დროს სწორედ
ამ გზით ხდება მყარი, ხანგრძლივი მეხსიერების ფორმირება. აქვე აღვნიშნავთ, რომ ძილი პროდუქტიული და შედეგიანია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მისი ხანგრძლივობა სულ მცირე 7 საათს მაინც მოიცავს. ეს კი, თანამედროვე ყოფაში, მოგეხსნებათ, ფუფუნებაა", - აცხადებს კვლევის ავტორი ელიზაბეტ კლერმანი, ჰარვარდის სამედიცინო სკოლის წამყვანი სპეციალისტი.

მის მიერ
480 მოხალისეზე ჩატარებულმა ექსპერიმენტმა აჩვენა, რომ მუდმივად გამოუძინებლობა 2-ჯერ ახანგრძლივებს ადამიანის რეაქციის დროს და 5-ჯერ ზრდის უყურადღებობას.

თინათინ გოცაძე


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე?
სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც.
აღმოსავლეთ ფინეთის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის
ისინი, ვინც ღამეს “თეთრად” ათენებენ, ხშირად უჩივიან ცუდ გუნება-განწყობასა და მარტოობის განცდას. ღამის
გაფანტული სკლეროზი მძიმედ მიმდინარე პროგრესირებადი პათოლოგიაა აუტოიმუნური მექანიზმებით, რომელიც
პარკინსონის დაავადება ნეიროდეგენერაციული ხასიათის მძიმე პათოლოგიაა. ის შედის სამეულში ლიდერი
20 აგვისტო 2018
ბავშვის იმუნიტეტის გასაძლიერებლად და დედის გინეკოლოგიური, ენდოკრინოლოგიური დაავადებების, სარძევე
20 აგვისტო 2018
ცნობილია, რომ ხილ-კენკროვნები ორგანიზმისთვის სასარგებლოა, თუმცა ეს ყოველთვის ასე არ არის. ზოგიერთი
ჯერ კიდევ ძველი ჩინელები ამბობდნენ: “ცხოველი ადამიანის მეგობარი და ნათესავია, ის განიცდის ადამიანისთვის დამახასიათებელ გრძნობებს:
მოტეხილობის, განსაკუთრებით ხერხემლის, შეხორცება ზოგჯერ ძალიან რთული ხდება. ამგვარი ტრავმისას
2018 წლის 1-ლი იანვრიდან 1-ელ აგვისტომდე პერიოდში, საქართველოს ფარმაცევტული ბაზრიდან 380 868