სპეციალისტები აუტიზმის სამკურნალო პრეპარატის შექმნას მიუახლოვდნენ - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
სპეციალისტები აუტიზმის სამკურნალო პრეპარატის შექმნას მიუახლოვდნენ
სპეციალისტები აუტიზმის სამკურნალო პრეპარატის შექმნას მიუახლოვდნენ
კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებმა კარგად ცნობილი ინსტრუმენტული კვლევის–ეეგ-ს დახმარებით აუტისტური სპექტრის დარღვევების მქონე ბავშვებთან, კერძოდ Dup 15q  სინდრომის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან აქამდე უცნობი ბიომარკერი გამოავლინეს. აუტისტური სპექტრის დარღვევის აღნიშნული სახესხვაობის აღმოცენების მიზეზი მე-15 ქრომოსომის ერთ-ერთი უბნის გაორებაა. ეს არის განვითარების ყველაზე გავრცებული გენეტიკური ანომალია, რომელიც დასახელებულ პათოლოგიას უკავშირდება.

კლინიცისტები სულ უფრო ხშირად ადგენენ აუტიზმის ფორმირების მემკვიდრულ ფაქტორებს. მიუხედავად ამისა სპეციფიკური რეკომენდაციები ამ ტიპის ბავშვებისა თუ მათი მშობლებისთვის სადღეისოდ ჯერ კიდევ არ არსებობს. მეცნიერებმა 11 ასეთი ბავშვის თავის ტვინის ელექტრული აქტივობა შეისწავლეს, ასევე გამოიკვლიეს მათი
10 თანატოლის, (რომლებიც აუტიზმით იყვნენ დაავადებულნი, მაგრამ არ აღენიშნებოდათ სპეციფიკური Dup 15q სინდრომი) და 9 სრულიად ჯანმრთელი ბავშვის თავის ტვინი. Dup 15q სინდრომის დიაგნოზის მქონე პაციენტებთან მკვლევარებმა აღმოაჩინეს დამახასიათებელი ნიშანი, რომელიც არ ვლინდებოდა სხვა საკვლევ პირებთან.

კალიფორნიის უნივერსიტეტის მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ მათი აღმოჩენა აუტიზმის დიაგნოსტიკისა და
თერაპიიის საქმეში დიდ წვლილს შეიტანს.

თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
ვარჯიში არა მხოლოდ სხეულს აკაჟებს, არამედ ტვინის ფუნქციობას, კერძოდ, მეხსიერებას აუმჯობესებს, - აცხადებენ
დემენცია მძიმე დაავადებაა არა მხოლოდ პაციენტებისთვის, არამედ მათი ოჯახის წევრებისა და საზოგადოდ
ალცჰაიმერის დაავადების შემსწავლელი ცენტრისა და კოგნიტიური ნევროლოგიის ცენტრის მეცნიერებმა
ძილის დეფიციტი რომ სხვადასხვა დაავადების განვითარების მიზეზია ყველამ იცის. მედიკოსებმა გამოყვეს 4
ნევროლოგ გიორგი გეგელაშვილის განმარტებით, ჰორნერის სინდრომი, რა დიაგნოზიც ვანო მერაბიშვილს დაუსვეს,
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით