ინსულტის ორი ტიპი - იშემია და ჰემორაგია - რომელია უფრო საშიში? - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ინსულტის ორი ტიპი - იშემია და ჰემორაგია - რომელია უფრო საშიში?

არსებითად მიმდინარეობს თავის ტვინის ინფარქტი.

არსებობს პათოლოგიის ორი ტიპი. პირველი არის, იშემია, როცა არტერიებში იჭედება თრომბი.

მეორე შემთხვევაში, ჰემორაგიისას სისხლძარღვის დაზიანების შედეგად იწყება სისხლდენა.

მკურნალობა განსხვავებულია, ხოლო სიმპტომები მსგავსი. ორივე შემთხვევამ შეიძლება გამოიწვიოს ხელის ან ფეხის დამბლა, მოქცეული სახე, გართულებული მეტყველება.

ასეთ შემთხვევაში აუცილებელია პაციენტის საავადმყოფოში გადაყვანა სასწრაფოდ.

ერთადერთი მეთოდი, რომლის მეშვეობითაც შეიძლება ამ ორი მდგომარეობის დიფერენცირება, არის ტომოგრაფიის გაკეთება.

თუკი არის იშემია და პაციენტი საავადმყოფოში შევიდა სიმპტომების დაწყებიდან პირველი სამი საათის განმავლობაში, მას აძლევენ პრეპარატებს, რომლებიც შლიან თრომბს და სისხლს ათხელებენ. ასეთი პრეპარატების მიცემა, ავადმყოფისთვის რომელსაც უკვე აქვს თავის ტვინში სისხლდენა, დაუშვებელია.

ასე რომ, კომპიუტერული ტომოგრაფიის გარეშე, სწორი სამედიცინო დახმარება ნაკლებალბათურია.

ტვინის აღდგენის პროცესი საკმაოდ ინდივიდუალურია და დამოკიდებულია იმაზე, თუ რა მოხდა, იშემია თუ ჰემორაგია, ტვინის რომელი და რა სიდიდის უბანი დაზიანდა.

ჩვენი პირველი ამოცანა არის პროცესის შეჩერება, რომ თავიდან ავიცილოთ ახალი უჯრედების კვდომა.

არანაკლებ აუცილებელია სწორად მოვლა, ასეთი ავადმყოფები უფრო ხშირად იღუპებიან არასათანადო მოვლის გამო.

ამის შემდეგ კი შემანარჩუნებელი თერაპია და რეაბილიტაცია.

თავის ტვინში სისხლჩაქცევა (ჰემორაგია) არის უფრო შემაშფოთებელი მდგომარეობა, ვიდრე თრომბოზი. ხშირად აუცილებელია ნეიროქირურგიული ჩარევა. თუ მოხერხდა ავადმყოფის გამოყვანა მწვავე მდგომარეობიდან, მაშინ მისი მკურნალობის შემდგომი საფეხურები ისეთივეა, როგორც თრომბოზის დროს.

როგორ ავიცილოთ თავის ტვინის სიხლის მიმოქცევის დარღვევა?

პირველ რიგში, აუცილებელია წნევის კონტროლი, უარის თქმა თამბაქოს მოხმარებაზე, წონის კორექცია, აქტიური ცხოვრების წესი, სისხლში შაქრისა და ქოლესტერინის კონტროლი, რაციონალური კვება და ექიმის მიერ დანიშნული მკურნალობის ჩატარება.