ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ახალი მიზეზი - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ქრონიკული დაღლილობის სინდრომის გამომწვევი ახალი მიზეზი

სისუსტეს, დაღლილობას, დეპრესიას, უძილობას, ძილიანობას, კონცენტრაციის დაქვეითებას, მეხსიერების გაუარესებას, ხშირ ინფექციურ დაავადებებს, კუნთებისა და თავის ტკივილს. CFS სიმპტომები შეიძლება სხვა დაავადების ნიშნებს დაემთხვას, ლაბორატორიული ანალიზები ან სამედიცინო კვლევა CFS დიანგოსტირების საშუალებას არ იძლევა, ამიტომ თავად დაავადების არსებობას ზოგჯერ ეჭვის ქვეშ აყენებენ.

CFS ზოგიერთი სიმპტომი ემთხვევა ჰიპოთირეოზისას (ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციის დაქვეითება, რის შედეგადაც ორგანიზმში ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დეფიციტი აღინიშნება). თუმცა CFS-ის პაციენტებისთვის არაა დამხასიათებელი ჰიპოთირეოზის ნიშანი - ჰიპოფიზის ჰორმონის TSH სეკრეციის გაზრდა, რომელიც ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების სინთეზს ასტიმულირებს. ამ გარემოებამ აფიქრებინა მეცნიერებს, რომ CFS საფუძვლად უდევს ფარისებრი ჯირკვლის ჰორმონების დაბალი აქტივობა, ორგანოს ნორმალური მუშაობის პირობებში.

როგორც კვლევამ აჩვენა, CFS-ის მქონე პაციეტნტებში დაქვეითებულია ფარისებრი ჯირკვლის საკვანძო ჰორმონების ტრიიოდთირონინის (T3) და თიროქსინის (T4) დონე,მაგრამ TSH-ის დონე ნორმის ფარგლებშია. ამასთან, CFS-იან პაციენტებში მომატებულია სხვა ჰორმონის-rT3 (T3-ის საპირისპირო) დონე. მკვლევარების ვარაუდით, ორგანიზმი ცდილობს არ მოახდინოს T3 ჰორმონის სეკრეციის სტიმულაცია და T4 ჰორმონი გარდაქმნას rT3 ჰორმონად. T3 სეკრეციის დაბალი დონე, ასეთი ჰორმონული მოცულობით, იწვევს იმას, რომ ქსოვილებში ტრიიოდთირონინის სერიოზული დეფიციტი წარმოიქმნება.

თუ ჰორმონულ დისბალანსსა და CFS შორის კავშირი დამტკიცდა, პაციენტებს შეიძლება დაეხმაროს იოდისა და T3-ის შემცველი დანამატები. თუმცა, ეს ჯერ ჰიპოთეზის დონეზეა და დამტკიცებას საჭიროებს.

ლალი ჩხიკვაძე