როგორ მოქმედებს ქრონიკული სტრესი მეხსიერებაზე - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

როგორ მოქმედებს ქრონიკული სტრესი მეხსიერებაზე

ზომიერი სტრესი რამდენადმე ააქტივებს თავის ტვინს, მეხსიერების ფუნქციას და ადამიანს გადაწყვეტილების სწრაფად მიღებას აიძულებს. ამ შემთხვევაში ადამიანის ორგანიზმი რთავს დამცველობით მექანიზმს, რომელიც განაპირობებს სტრესის ჰორმონთა (კორტიზოლისა და ეპინეფრინის) ინტენსიურად გამომუშავებას, ამის გამო ნეირონებს შორის კავშირი და ურთიერთქმედება აქტიურდება, რაც, თავის მხრივ, ზრდის თავის ტვინის ფუნქციობის (მუშაობის) ეფექტურობას: იმატებს ყურადღების კონცენტრაცია და ადამიანი უფრო სწრაფად იღებს გადაწყვეტილებას.

სრულიად სხვაგვარი ვითარებაა ქრონიკული სტრესის შემთხვევაში, ემოციური არამდგრადობა, მომატებული განგაშის გრძნობა, ღელვა და შფოთი “ანგრევს” თავის ტვინის იმ უბნებს, რომლებიც მეხსიერებაზეა პასუხისმგებელი, უარესდება მეხსიერების ფუნქცია და ადამიანის ინტელექტუალური შესაძლებლობები. ქრონიკული სტრესის დროს კორტიზოლისა და ეპინეფრინის მუდმივად მომატებული დონე უარყოფითად მოქმედებს ცალკეული ორგანოების ფუნქციურ მდგომარეობაზე.

სტრესის დროს ირღვევა თავის ტვინის ფუნქციობისათვის უმნიშვნელოვანესი ნივთიერებების (ნეიროტრანსმიტერების) გამომუშავება-გამოყოფა. კერძოდ:

  • ადრენალინის - ამაგზნებელი ნეიროტრანსმიტერია. არეგულირებს ყურადღებას, აგზნებას (მათ შორის - სქესობრივსაც), აზროვნებითი პროცესების კონცენტრაციას, პასუხისმგებელია ნივთიერებათა ცვლაზე. ადრენალინის მაღალი დონე იწვევს მოუსვენრობას, უძილობას, შიშის გრძნობას, მწვავე სტრესს. ადრენალინის დეფიციტი განაპირობებს წონის მომატებას, აქვეითებს ყურადღების კონცენტრაციას. ადრენალინის მარაგი სწრაფად განილევა სტრესების დროს.
  • გაემ-ის იმავე გამა-ამინო-ერბოს მჟავას - მნიშვნელოვანი შემაკავებელი ნეიროტრანსმიტერია. აქტიურად მონაწილეობს შიშისა და შფოთვის რეგულირებაში, ამცირებს სტრესის გავლენას, დამამშვიდებელი მოქმედება აქვს თავის ტვინზე, აუმჯობესებს ყურადღების კონცენტრაციას. სტრესი იწვევს გაემ-ის დეფიციტს.
  • ნორადრენალინის - სტრესის კიდევ ერთი ჰორმონია, რომელსაც ამაგზნებელი მოქმედება აქვს. დიდ როლს თამაშობს ყურადღების კონცენტრაციასა და დამახსოვრების პროცესში. მისი დონე იცვლება სტრესის დროს.

სტრესის გამო იცვლება სისხლში ე.წ. ბედნიერების ჰორმონების - სეროტონინისა და დოფამინის დონეც. ამ უკანასკნელთა როლი დამახსოვრების პროცესის ნორმალურად წარმართვაში კი უმნიშვნელოვანესია. სტრესული დატვირთვა იწვევს სისხლში შაქრის დონის მერყეობასაც. გლუკოზა კი, მოგეხსენებათ, თავის ტვინის ენერგეტიკული წყაროა. ქრონიკული სტრესი, საზოგადოდ, ფიტავს მთელ ორგანიზმს, იწვევს სისხლძარღვთა სპაზმს, რაც ხელს უშლის თავის ტვინის სისხლმომარაგებას, შედეგად კი ირღვევა თავის ტვინის ყველა უბნის ფუნქციობა, რაც, ბუნებრივია, მეხსიერების პროცესზეც უარყოფითად აისახება.

მუდმივი შფოთვა, უძილობა, დეპრესიული ფონი, წონის მატება, არტერიული წნევის მომატება და სხვა ფაქტორები საბოლოოდ აუარესებს მეხსიერებას, მეტიც, ქრონიკული სტრესის გავლენით ადამიანებს არა მხოლოდ მეხსიერებასთადაკავშირებული პრობლემები, გულ-სისხლძარღვთა და ენდოკრინული სისტემების პათოლოგიებიც ეწყებათ.

სპეციალისტები ცალსახად გვირჩევენ, მეხსიერებისა და საზოგადოდ, ტვინის ფუნქციობის გასაუმჯობესებლად ყურადღება მივაქციოთ საკუთარ სულიერ მდგომარეობას. თუ თქვემუდმივად შფოთავთ, ხშირად გეცვლებათ გუნება-განწყობა, გაწუხებთ უძილობა აძილთადაკავშირებული სხვა სახის პრობლემები, ვერ აღწევთ თავს დეპრესიულ მდგომარეობას, ეს იმას ნიშნავს, რომ მუდმივად სტრესის ზემოქმედებას განიცდით, ეს კი აუარესებს თქვენს მეხსიერებას.

თავის ტვინზე სტრესის ზემოქმედების შემცირება შეუძლია მხოლოდ ღამის სრულფასოვაძილსა და სიმშვიდეს, ამისათვის:

  • მკაცრად დაიცავით ძილის რეჟიმი;
  • მეტი დრო გაატარეთ სუფთა ჰაერზე (განსაკუთრებით აუცილებელია ძილის წიგასეირნება);
  • საძინებელ ოთახში შეიქმენით კომფორტული გარემო;
  • ძილის წიკარგად გაანიავეთ საძინებელი ოთახი და დაიძინეთ გრილ გარემოში;
  • ძილის წიგამორიცხეთ ტელევიზორის ყურება და კომპიუტერთამუშაობა;
  • თავი შეიკავეთ ძილის წიყავის, ჩაისა და ალკოჰოლური სასმელებისაგან.

ისწავლეთ სტრესების თავიდაარიდება! გაუფრთხილდით თქვენს ჯანმრთელობასა და სულიერ სიმშვიდეს!