სამეგრელოსა და კახეთში ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებები აშენდება - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
კითხვა-პასუხი
სამეგრელოსა და კახეთში ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებები აშენდება
სამეგრელოსა და კახეთში ახალი ფსიქიატრიული დაწესებულებები აშენდება
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ საავადმყოფოებში არსებული ვითარებით დაინტერესდეს.

პრემიერი მთავრობის დღევანდელ სხდომაზე სურამში არსებული ფსიქიატრიული კლინიკის შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება.

„აუცილებლად მინდა შევეხო სურამის ფსიქიატრიულში შექმნილ ვითარებას. ბოლო პერიოდში გახდა ცნობილი, რომ ამ დაწესებულებაში იყო აბსოლუტურად სავალალო მდგომარეობა. სახალხო დამცველის მიერ გამოტანილი ინფორმაცია იყო ჩემთვისაც საგანგაშო. მინდა, ბატონ დავით სერგეენკოს ვთხოვო, მაქსიმალურად დავინტერესდეთ ამ მიმართულებით დაწესებულებებში არსებული მდგომარეობით. ნამდვილად მინდა ვთქვა,
რომ ის მიმართულება, რომელიც არის ჩვენთვის საამაყო და ის რეფორმები, რომლებიც განვახორციელეთ - საყოველთაო ჯანდაცვის რეფორმა, ნამდვილად გასაფრთხილებელია და განსაკუთრებით იმ დაწესებულებებში, სადაც უმწეო ადამიანები იკურნებიან, აუცილებელია სპეციალური, გაძლიერებული ყურადღება. მივესალმებით, რომ თქვენ რეაგირება მოახდინეთ და მივლინებულია სპეციალური წარმომადგენელი, რომელიც დროებითი მართვის რეჟიმში მართავს ამ
დაწესებულებას, მაგრამ მინდა ასევე გთხოვოთ, რომ ყველა ამ ტიპის დაწესებულებაზე განსაკუთრებული კონტროლი დავაწესოთ იმ კუთხით, რომ იქ არიან უმწეო ადამიანები. მათ არ ძალუძთ საკუთარი მდგომარეობის შესახებ ასე ღიად საუბარი და ინფორმაციის ჩვენამდე მოტანა და მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ განსაკუთრებული ყურადღება მიაქციოს მათ.

ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ორი ასეთი ახალი დაწესებულების მშენებლობას ვგეგმავთ, ერთი იქნება სამეგრელოს, ხოლო მეორე - კახეთის რეგიონში, რაც, ვფიქრობ, მნიშვნელოვნად შეცვლის მდგომარეობას ამ მიმართულებით. ნამდვილად, სახალხო დამცველს ეკუთვნის მადლობა იმისათვის, რომ იგი ასეთი ყურადღებით მიუდგა ამ საკითხს, რადგან ჩვენთვის ეს მართლაც საგანგაშო ზარი აღმოჩნდა“, - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.


კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს თქმით, ლუგარის ლაბორატორიაში ქიმიური თუ ბიოლოგიური
16-10-2018
გია თვალავაძის დაკავებამ რა თქმა უნდა, იმოქმედა სამინისტროსა და მინისტრის რეპუტაციაზე, - ამის შესახებ
27-09-2018
ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკო ნანგრევებში მოყოლის შედეგად დაშავებულ მოზარდებს საავადმყოფოში
10-09-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ ხონის მუნიციპალიტეტის სოფელ ქუტირში მდებარე ფსიქიკური ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი დაათვალიერა,
ხმელთაშუაზღვის დიეტა ხილის, ბოსტნეულის, ნიგვზის და თევზის ჭარბი შემცველობით გამოირჩევა.
სპეციალისტებმა აღწერეს ბიპოლარული მოშლილობით დაავადებული 51 წლის პაციენტის შემთხვევა, რომლის
"რაც უფრო მეტად იძირები სოციალურ ქსელებში, მით მეტად გიტევს დეპრესია" - აცხადებენ ამერიკელი
ბოსტონის სამედიცინო სკოლაში დაადგინეს, რომ ბევრი ადამიანი პლასტიკურ ოპრაციას იკეთებს იმის
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე?
05 მარტი 2015
ვმუშაობ და თავისუფალი დრო ძალიან ცოტა მაქვს. ახლახან თაყვანისმცემელი გამიჩნდა, ალბათ შეხვედრებს დავიწყებთ.
05 იანვარი 2018
ბევრი მშობელი ღელავს იმის გამო, რომ მათ შვილებს პრობლემები ექმნებათ სწავლის პროცესში, ჩამორჩებიან თანატოლებს, ძნელად ითვისებენ სასწავლო მასალას.
მოგეხსენებათ, საკვებ რაციონში ცხიმების მარაგის შემცირება–გაზრდით შესაძლებელია სხეულის მასის
რაციონი არა მარტო ფიზიკური ფორმის შენარჩუნებისთვისაა მნიშვნელოვანი, არამედ ტვინის ეფქტური მუშაობისთვისაც!
კუჭის წყლული სწრაფად რომ შეხორცდეს, მიიღეთ ჩვეულებრივი ასფურცელას ნაყენი. 1 სადილის კოვზ ყვავილს დაასხით