ტვინის სტიმულაცია შიზოფრენიით დაავადებულებს ჰალუცინაციებისგან იხსნის - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ტვინის სტიმულაცია შიზოფრენიით დაავადებულებს ჰალუცინაციებისგან იხსნის
ტვინის სტიმულაცია შიზოფრენიით დაავადებულებს ჰალუცინაციებისგან იხსნის
შიზოფრენიისათვის დამახასიათებელი სიმპტომებიდან აღსანიშნავია სმენითი ჰალუცინაციებიც. შიზოფრენიით დაავადებულთა დაახლოებით 70 %-ს ცხოვრების გარკვეულ ეტაპზე სხვადასხვა ხმა ესმის.

ფრანგმა მეცნიერებმა დაადგინეს, რომ ტრანსკრანიალური მაგნიტური სტიმულაცია წარმატებით ებრძვის სმენით ჰალუცინაციებს.
კვლევაში მონაწილეობდა შიზოფრენიით დაავადებული რამდენიმე ათეული პაციენტი. ისინი დაყოფილნი იყვნენ ორ ჯგუფად. პირველი ჯგუფის პაციენტები იღებდნენ ტრანსკრანიალურ მაგნიტურ სტიმულაციას, მეორე ჯგუფი კი - პლაცებო-სტიმულაციას. სპეციალისტები იყენებდნენ სპეციალურ შკალას სმენითი ჰალუცინაციების თავისებურებათა შესაფასებლად.

მკვლევარები ორი დღის განმავლობაში მაგნიტური სტიმულაციის ორ სეანსს უტარებდნენ გამოსაკვლევ პირებს. ამასთან, ექსპერიმენტული ჯგუფი იღებდა მაღალსიხშირულ მაგნიტურ იმპულსებს. სტიმულაციის სამიზნეს
მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფიით არჩევდნენ. ასეთ უბანს თავის ტვინის საფეთქლის წილში არსებული მეტყველების ფუნქციასთან დაკავშირებული გარკვეული უბნები შეადგენდა.

როგორც გაირკვა – ტრანსკრანიალურმა მაგნიტურმა სტიმულაციამ საცდელი ჯგუფის პაციენტთა 34,6 %-ს შვება მოუტანა. საკონტროლო ჯგუფში კი დადებითი დინამიკა პაციენტთა მხოლოდ 9,1 %-თან აღინიშნა.

თინათინ გოცაძე
კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
მეხსიერება და დამახსოვრების პროცესი დამოკიდებულია თავის ტვინის ელექტრულ აქტივობაზე, ანუ იმაზე, თუ რამდენად საჭირო დონეზე მიმდინარეობს თავის ტვინში
13-08-2018
მსახიობი ანჯელინა ჯოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, საავადმყოფოში ჯოლი
12-08-2018
აღმოსავლეთ ფინეთის მეცნიერების მიერ ჩატარებულმა კვლევებმა აჩვენა, რომ მოზარდობის ასაკში ალკოჰოლის
25-07-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე?
მსახიობი ანჯელინა ჯოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, საავადმყოფოში ჯოლი
ცნობილია, რომ დღეში 300 მგრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლებელია გააღრმავოს ადამიანის შფოთვითი და
გაგაცნობთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც ეხება ინტერნეტდამოკიდებულებას და რომელიც მოხსენების სახით გაკეთდა
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს გარკვეული ნივთიერებები რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს, რაციონი
ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა გააანალიზეს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩამდენი 50 პირის
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე