ნერვული დაძაბულობისას ფსიქიატრები მუსიკის მოსმენას გვირჩევენ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვული დაძაბულობისას ფსიქიატრები მუსიკის მოსმენას გვირჩევენ

რადგანაც მუსიკით შესაძლებელია მომატებული ემოციური ან გონებრივი დაძაბულობის მქონე ადამიანის მდგომარეობის გაუმჯობესება. აღსანიშნავია ისიც, რომ მუსიკა არა მარტო ადამიანებზე, ცხოველებზეც მოქმედებს.

ბევრი, მოწყენილობისას გაუცნობიერებლად რთავს მუსიკას. ყველაფერი ძალიან მარტივადაა: მუსიკას შეუძლია დამშვიდება და განწყობის გაუმჯობესება და თუ მას დეპრესიის სამკურნალოდ გამოვიყენებთ, შევძლებთ კარგი შედეგების მიღებას.

ექსპერტების დასკვნა გამყარებულია სამეცნიერო ნაშრომების გაანალიზებით. მათ შეისწავლეს დეპრესიით შეპყრობილი 421 ადამიანის მონაცემი. ზოგადად, პაციენტები დეპრესიის ნაკლები სიმპტომების დემონსტრირებას ახდენდნენ, თუ თერაპიაში მუსიკა იყო ჩართული. მუსკალური თერაპია აქვეითებდა შფოთს, აუმჯობესებდა ყოველდღიური ცხოვრების ფუნქციონირებას და არ აღინიშნებოდა განსაკუთრებული გვერდითი მოვლენები.

მუსიკალური თერაპია სხვადასხვა ტიპის შეიძლება იყოს. პასიური თერაპია მუსიკის მოსმენას გულისხმობს, აქტიური - ინსტრუმენტზე დაკვრას, სიმღერას ან მუსიკალურ მოქმედებაში მონაწილეობას. ნევროლოგების მონაცემებით, მუსიკალური თერაპია ააქტიურებს ტვინის ემოციის მარეგულირებელ ზონებს, ამიტომ მხიარული და სევდიანი მუსიკა სხვადასხვა ეფექტს ახდენს.

ლალი ჩხიკვაძე