5 მარტივი მეთოდი, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

5 მარტივი მეთოდი, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ

ამ დროს ორგანიზმში ძალიან დიდი ფიზიოლოგიური ძვრები მიმდინარეობს, სწორედ ამ პროცესთა და რეაქციათა გამოა, რომ სიმშვიდეს უმალ ვეღარ მოვიპოვებთ, მეტიც, დასამშვიდებლად დიდი დრო და სხვადასხვა საშუალება გვიჭრდება.

გთავაზობთ 5 მარტივ მეთოდს, რომელიც სტრესთან გამკლავებაში დაგეხმარებათ:

1) მანგო

იაპონელი სპეციალისტები გვირჩევენ, საკვებ რაციონში რეგულარულად ჩავრთოთ მანგო. მათი განცხადებით, მანგოს სურნელსაც კი საოცარი დამამშვიდებელი ეფექტი აქვს. დღეში ერთი ნაყოფის მიღება ბუნებივ სედატიურ საშუალებას უტოლდება.

2) სუფთა ჰაერი

დაბინძურებული ჰაერი (განსაკუთრებით გარემოს მაღალ ტემპერატურასთან ერთად) სტრესის გამომწვევი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. მაქსიმალურად შეეცადეთ ისუნთქოთ სუფთა ჰაერი. ამით, გარდა იმისა, რომ ორგანიზმის ბევრ სისტემას გაიჯანსაღებთ, ნერვებსაც გაიკაჟებთ.

3) სირბილი

სირბილი სტრესის მოხსნის ერთ-ერთი უნიკალური საშუალებაა. თუ ვიღაცამ ძალიან გაგაბრაზათ, ეცადეთ ნებისყოფა მოიკრიბოთ და საცხოვრებელ სახლს ერთხელ მაინც (ნელი სიჩქარით) შემოურბინოთ. ყოველდღიური სირბილი ხომ საუცხოოდ განამტკიცებს ნერვულ სისტემას.

4) მხიარული ჰანგები

მუსიკის გამამხნევებელ ეფექტზე ბევრი კვლევა არსებობს. მუსიკა გვიქარვებს ნაღველს, გვახალისებს, აღმაფრენას გვანიჭებს და, შესაბამისად, სტრესული სიტუაციიდან გამოსვლაშიც ძალიან ეფექტურად გვეხმარება.

5) ლავანდა

ლავანდის სურნელს მომადუნებელი ეფექტი აქვს. Fფსიქოლოგები ადვილად აღგზნებად პირებს ურჩევენ "თან იქონიონ ეს სურნელი" ანუ მცენარის ეთერზეთით სავსე მცირე ფლაკონი მუდამ თან ატარონ.

თინათინ გოცაძე