უძილობა ისევე საშიშია, როგორც ალკოჰოლიზმი
18 სააათის განმავლობაში სიფხიზლე კოგნიტიურ ფუნქციებზე ისევე უარყოფითად აისახება, როგორც ალკოჰოლის მოხმარება. ქვეითდება ყურადღების კონცენტრაცია და გარკვეული ამოცანების შესრულების უნარი. ამიტომ ავტომობილის მართვა ქრონიკული გამოუძინებლობისას არანაკლებ სახიფათოა, ვიდრე არაფხიზელ მდგომარეობაში საჭესთან დაჯდომა.
სპეციალისტები აღნიშნავენ, რომ ძილი მნიშვნელოვან როლს ასრულებს მადასთან დაკავშირებული ჰორმონების - გრელინის, კორტიზოლისა და ლეპტინის დონის რეგულაციაში. ამიტომ ძილის ნაკლებობისას მატულობს მადა, რის შედეგადაც ადამიანი გადაჭარბებულად ჭამს და იმატებს წონაში.
ძილის ნაკლებობისას, ტვინი საკუთარი თავის "მონელებას" იწყებს, რის შედეგადაც იზრდება ალცჰაიმერის დაავადებისა და სხვა ნევროლოგიური მოშლილობების განვითარების რისკი.
ლალი ჩხიკვაძე