მეცნიერებმა მამაკაცისა და ქალის ტვინს შორის კიდევ ერთი განსხვავება აღმოაჩინეს
მამაკაცებსა და ქალებში განსხვავებულად უნდა ვუმკურნალოთ.
კვლევამ აჩვენა, რომ ქალებში უფო ხშირია ერთი სახის ფსიქიური დაავადებები, ხოლო მამაკაცებში სხვა ტიპის. ასე მაგალითად, ქალები უფრო დეორესიისა და შფოთვითი მოშლილობისკენ არიან მიდრეკილები, მაშინ, როდესაც მამაკაცებში უფრო აუტისტური სპექტრის, ყურადღების დეფიციტისა და ჰიპერაქტივობის სინდრომია გავრცელებული. თუმცა ამ განსხვავების გამომწვევ ტვინის მექანიზმებზე აქამდე ცოტა რამ იყო ცნობილი.
საცდელ ცხოველებზე ჩატარებულმა ექსპერიმენტებმა დაადასტურა, რომ სეროტონინი და არგინინ-ვაზოპრესინი მდედრებსა და მამრ ცხოველებში განსხვავებულად მოქმედებდა.
ლალი ჩხიკვაძე