ნერვების დასაწყნარებლად სწორი სუნთქვაა საჭირო - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ნერვების დასაწყნარებლად სწორი სუნთქვაა საჭირო

ადამიანთა სუნთქვა ემოციურ მდგომარეობასთანაა კავშირში. სუნთქვის კონტროლით შესაძლებელია განწყობის მნიშვნელოვნად გაუმჯობესება. ამიტომ არასტაბილური ემოციური მდგომარეობის ფონზე ღრმად სუნთქვაა საჭირო (ღრმა შესუნთქვა და ნელი ამოსუნთქვა), რაც მოდუნების საშუალებას იძლევა. მოხალისეებზე ჩატარებული დაკვირვებით დადგინდა, რომ ღრმა სუნთქვის ყოველდღიური პრაქტიკა შფოთის დონის შემცირების საშუალებას იძლევა. თავის მხრივ, სუნთქვითი ვარჯიშის გამოყენებით, ხათხა-იოგათი ხანმოკლე ვარჯიშიც კი საკმარისია მეხსიერების, ინფორმაციის გადამუშავების სიჩქარის, ყურადღების გასაუმჯობესებლად. მედიტაცია და სუნთქვითი ვარჯიშები ხსნის შფოთვასა და სტრესს, რაც ხელს უშლის ტვინის მუშაობას. ცნობილია, რომ იოგა ხელს უწყობს დეპრესიასთან გამკლავებას, ტვინში გარკვეული შენაერთის კონცენტრაციის გაზრდის ხარჯზე. ასე, GABA ამინომჟავას კონცენტრაცია გაცილებით მაღალია იოგათი დაკავებულ ადამიანებში. GABA-ს დაბალი მაჩვენებლებისას ადამიანს აღენიშნება დეპრესია და შფოთვითი მოშლილობები. ლალი ჩხიკვაძე