ადამიანის განწყობა და ქცევა პირდაპირ კავშირშია საკვებ რაციონთან - მკურნალი.გე

ენციკლოპედიაგამომთვლელებიფიტნესიმერკის ცნობარიმთავარიკლინიკებიექიმებიჟურნალი მკურნალისიახლეებიქალიმამაკაციპედიატრიასტომატოლოგიაფიტოთერაპიაალერგოლოგიადიეტოლოგიანარკოლოგიაკანი, კუნთები, ძვლებიქირურგიაფსიქონევროლოგიაონკოლოგიაკოსმეტოლოგიადაავადებები, მკურნალობაპროფილაქტიკაექიმები ხუმრობენსხვადასხვაორსულობარჩევებიგინეკოლოგიაუროლოგიაანდროლოგიარჩევებიბავშვის კვებაფიზიკური განვითარებაბავშვთა ინფექციებიბავშვის აღზრდამკურნალობასამკურნალო წერილებიხალხური საშუალებებისამკურნალო მცენარეებიდერმატოლოგიარევმატოლოგიაორთოპედიატრავმატოლოგიაზოგადი ქირურგიაესთეტიკური ქირურგიაფსიქოლოგიანევროლოგიაფსიქიატრიაყელი, ყური, ცხვირითვალიკარდიოლოგიაკარდიოქირურგიაანგიოლოგიაჰემატოლოგიანეფროლოგიასექსოლოგიაპულმონოლოგიაფტიზიატრიაჰეპატოლოგიაგასტროენტეროლოგიაპროქტოლოგიაინფექციურინივთიერებათა ცვლაფიტნესი და სპორტიმასაჟიკურორტოლოგიასხეულის ჰიგიენაფარმაკოლოგიამედიცინის ისტორიაგენეტიკავეტერინარიამცენარეთა მოვლადიასახლისის კუთხემედიცინა და რელიგიარჩევებიეკოლოგიასოციალურიპარაზიტოლოგიაპლასტიკური ქირურგიარჩევები მშობლებსსინდრომიენდოკრინოლოგიასამედიცინო ტესტიტოქსიკოლოგიამკურნალობის მეთოდებიბავშვის ფსიქოლოგიაანესთეზიოლოგიაპირველი დახმარებადიაგნოსტიკაბალნეოლოგიააღდგენითი თერაპიასამედიცინო ენციკლოპედიასანდო რჩევები

ადამიანის განწყობა და ქცევა პირდაპირ კავშირშია საკვებ რაციონთან

განწყობა, საზოგადოდ, თავის ტვინში სხვადასხვა ქიმიური ნივთიერების (ე.წ ნეიროპეპტიდის) მუშაობის საბოლოო პროდუქტია. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებით აღსანიშნავია სეროტონინი. მოგეხსენებათ, ანტიდეპრესანტები სწორედ სეროტონინის დონეს ზრდიან სისხლში.

სეროტონინი გავლენას ახდენს ბედნიერების განცდაზე, სოციალურ ქცევასა და დეპრესიის რისკზე, მადაზე, ძილსა და მეხსიერებაზე, სექსუალურ ლტოლვაზე (ლიბიდოზე). სეროტონინი შეუცვლელი ამინმჟავა ტრიპტოფანისგან იქმნება. შეუცვლელი ნიშნავს იმას, რომ მას ადამიანის ორგანიზმი ვერ წარმოქმნის და ის აუცილებლად გარემოდან (საკვებიდან) უნდა მივიღოთ. ტრიპტოფანს უხვად შეიცავს ხორცი, რძის პროდუქტები, ხილი, მარცვლეული. ჩამოთვლილი პროდუქტების მიღება პირდაპირ სეროტონინის დონეზე, ცხადია, ვერ აისახება, თუმცა, ტრიპტოფანის ნაკლებობა საკვებ რაციონში, უმალ ავლენს სეროტონინის კონცენტრაციის ვარდნას - ადამიანი უფრო აგრესიული, გაღიზიანებული ხდება, მეხსიერება და გუნება-განწყობა უქვეითდება.

ბოლო პერიოდის კვლევებმა აჩვენა, რომ უჯრედისით ღარიბი საკვები, ასევე ის პროდუქტები, რომლებიც დიდი რაოდენობით შეიცავს შაქრებსა და ნაჯერ ცხიმებს, ასევე გავლენას ახდენს ფსიქიკაზე. აღნიშნული საკვები ცვლის ნაწლავების მიკროფლორას. ეს უკანასკნელი კი პირდაპირ აისახება გუნება-განწყობაზე. კუჭ-ნაწლავის ტრაქტში ბინადრობენ ბაქტერიები, რომლებიც იკვებებიან ტრიპტოფანით. როდესაც ამ ბაქტერიათა პოპულაცია მნიშვნელოვნად იზრდება, იმატებს მათი ამინმჟავურ საკვებზე მოთხოვნილება და, ბუნებრივია, ტრიპტოფანის ნაკლებობა ვითარდება.

თინათინ გოცაძე