ინტერნეტს ფსიქიკურ დაავადებათა მძიმე ფორმები უკავშირდება - აცხადებენ სპეციალისტები - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
ინტერნეტს ფსიქიკურ დაავადებათა მძიმე ფორმები უკავშირდება - აცხადებენ სპეციალისტები
ინტერნეტს ფსიქიკურ დაავადებათა მძიმე ფორმები უკავშირდება - აცხადებენ სპეციალისტები
გაგაცნობთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც ეხება ინტერნეტდამოკიდებულებას და რომელიც მოხსენების სახით გაკეთდა ბავშვთა და მოზარდთა ჯანდაცვის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის (აშშ) სპეციალისტთა მიერ:

  1. ინტერნეტით სარგებლობამ შესაძლოა შეცვალოს ფსიქიკურ დარღვევათა კლინიკური სურათი, გამოიწვიოს უფრო მძიმე ფორმების განვითარება. სადღეისოდ აშკარაა ფსიქიკურ დაავადებათა პათომორფოზი. საკუთრივ ინტერნეტ-ტექნოლოგიები ფსიქიკურ დარღვევათა მანიფესტაციას აადვილებენ.
  2. იპოქონდრია ადვილად ინტეგრირებს ინტერნეტში კიბერქონდრიის სახით. იპოქონდრიისადმი წინასწარგანწყობილ ადამიანებთან დაბალხარისხიანი სამედიცინო ლიტერატურის გაცნობამ, შესაძლოა, პროვოცირება გაუწიოს იპოქონდრიის განვითარებას. მეორეს მხრივ, ინტერნეტმა შესაძლოა შეცვალოს ფსიქიკურ დარღვევათა კლინიკური სურათი. ეს ეხება როგორც ფსიქიკურ პათოლოგიათა მძიმე ფორმებს, ასევე ფსიქიკურ
    დარღვევებს - აღმოცენდება ახალი ფორმები და ბოდვის ფაბულები.
  3. იგივე ეხება სუიციდს - ადამიანი დეპრესიაშია, ინტერნეტით კი (ინფორმაციის კრიტიკული მოცულობის დაგროვებით) შესაძლოა დამატებითი ბიძგი მიიღოს. ინტერნეტი იწვევს ქცევითი დარღვევების ახალი ფორმების განვითარებას, ისეთების, როგორებიცაა კიბერბულინგი, კიბერსუიციდი, კიბერსექსი.

აქვე მოგახსენებთ, რომ სპეციალისტები ჯერჯერობით უარყოფენ იმას, რომ ინტერნეტის
მოხმარება იწვევს ფსიქიკური პათოლოგიის ახალი ფორმების განვითარებას, თუმცა, სადღეისოდ უკვე უდავოა ის, რომ ციფრულ სივრცეში ჩაძირვა ცვლის ტვინის ფუნქციობას, კერძოდ, ემპათიის (სხვათა თანაგრძნობის) დონეს აქვეითებს. ბავშვებს, რომლებმაც მობილური ტელეფონი ბევრად ადრე დაიჭირეს ხელში, ვიდრე ფანქარი და კალამი, რამდენადმე ეცვლებათ თავის ტვინის უბნების აქტივობა, როგორც საფეთქლის, ასევე ფრონტალური ქერქის. ეს ყოველივე დადასტურებულია ნეიროვიზუალიზაციის მეთოდით.

სპეციალისტებს მიაჩნიათ, რომ ინტერნეტდამოკიდებულების გამო ბავშვებს სოციალური ინტელექტიც ეცვლებათ. ისინი ნაკლებად ემპათიურები არიან, სხვა მხრივ კი ერთდროულად შეუძლიათ დაკავდნენ რამდენიმე საქმით.


თინათინ გოცაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
მსახიობი ანჯელინა ჯოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, საავადმყოფოში ჯოლი
12-08-2018
აშშ-ის მკვლევარება ოჯახურ ურთიერთობებზე თანამედროვე ტექნოლოგიების გავლენა შეისწავლეს. აღმოჩნდა, რომ
19-06-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე?
მსახიობი ანჯელინა ჯოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, საავადმყოფოში ჯოლი
ცნობილია, რომ დღეში 300 მგრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლებელია გააღრმავოს ადამიანის შფოთვითი და
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს გარკვეული ნივთიერებები რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს, რაციონი
ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა გააანალიზეს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩამდენი 50 პირის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე