7 პროდუქტი, რომელიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს - მკურნალი.გე
რუბრიკები
ოჯახის მკურნალის ანონსი
აგვისტო 2018
კითხვა-პასუხი
7 პროდუქტი, რომელიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს
7 პროდუქტი, რომელიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს
დეპრესიის თავიდან ასაცილებლად ორგანიზმს გარკვეული ნივთიერებები რეგულარულად უნდა მიეწოდებოდეს, რაციონი კი მრავალფეროვანი უნდა იყოს. მეცნიერებმა შეადგინეს იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომლებიც დეპრესიას თავიდან აგვაცილებს.

ხორცი

ცილა რაციონში ყოველთვის უნდა იყოს. ფრინველის ხორცი მდიდარია ამინომჟავა ტრიფტოფანით, რომელიც სეროტონინის გამომუშავებას უწყობს ხელს. პარკოსნები, მჭლე ხორცი, უცხიმო ყველი, თევზი, რძე, მაწონი, იოგურტი, სოიოს პროდუქტები ასევე უხვად შეიცავენ ცილას.

ბოსტნეული

ესპანელმა მეცნიერებმა, დეპრესიის კვლევის შედეგად აღმოაჩინეს, რომ მამაკაცებში დეპრესია დაკავშირებულია ისეთი ფაქტორების ერთობლიობასთან, როგორიცაა თამბაქო და ფოლიუმის მჟავას დეფიციტი. ქალებში კი დაბალი ფიზიკური აქტივობა, В12
ვიტამინის დეფიციტის ფონზე. საკვები ნივთიერებების დეფიციტი იწვევს განწყობის დათრგუნვას, ხოლო დეპრესია ნორმალურ კვებას უშლის ხელს. ამ მანკიერი წრის გაწყვეტა შესაძლებელია, თუ სისტემატურად მივიღებთ პარკოსნებს, ნიგოზს, მწვანილს, ბოსტნეულს, თევზს, ზღვის პროდუქტებს. მათში ბევრია ფოლიუმის მჟავა და В 12 ვიტამინი. ფოლიუმის მჟავათი და ალფა-ლიპოის მჟავათი (დათრგუნული განწყობის
ძირითადი მტერი) მდიდარია პომიდორიც.

კენკრა

მოცვი, ჟოლო, მარწყვი, მოცხარი დეპრესიასთან ბრძოლაში საუკეთესო მოკავშირეები არიან. მათში ბევრი ანტიოქსიდანტია, რაც გუნება-განწყობის გაუმჯობესებას უწყობს ხელს.

რძის პროდუქტები

განწყობაზე ასევე მოქმედებს D ვიტამინის დონე. ტორონტოს უნივერსიტეტის მეცნიერებმა შენიშნეს, რომ ადამიანები, რომელთაც სეზონური აფექტური მოშლილობა აწუხებდათ, თავს გაცილებით უკეთ გრძნობენ გაზაფხულსა და ზაფხულში, იმ დროს, როდესაც მზის სხივების ზემოქმედებით, ორგანიზმში იზრდება D ვიტამინის კონცენტრაცია. მზის სხივების დეფიციტის პირობებში, რეკომენდებულია რძის პროდუქტების, მცენრეული ცხიმის, ნაღების კარაქის, ზღვის პროდუქტების, კვერცხის გულისა და თევზის ღვიძლის მიღება.

ნიგოზი და თევზი

ისინი დეპრესიის სიმპტომებს ამცირებს და აუმჯობესებს ტვინის მუშაობას. დიეტოლოგები გვირჩევენ, ტვინისთვის სასარგებლო ომეგა-3, ნატურალური პროდუქტებიდან (ცხიმოვანი მჟავები ასე უკეთ აითვისება) მივიღოთ. ამიტომ სწორება აიღეთ ნიგოზზე, თევზსა და ზღვის პროდუქტებზე.

მწნილები და სოკო

საკვების მონელებასთან დაკავშირებული პრობლემები ხასიათზეც აისახება. ამიტომ იქ არსებული ბაქტერიები ჩვენი განწყობის დირიჟორები არიან. არ დაივიწყოთ მწნილები ძმრის გარეშე, რბილი ყველი, სოკო და რძის პროდუქტები.

ზღვის პროდუქტები

სულიერი წონასწორობის შესანარჩუნებლად, ზრდასრულ ადამიანს დღეში 55 მიკროგრამი სელენი ესაჭიროება. მეცნიერებმა დაამტკიცეს კავშირი ამ მიკროელემენტის დეფიციტსა და ცუდ განწყობას შორის. ექიმები გვირჩევენ მის მიღებას არა აბაბების სახით, არამედ ნატურალურ საკვებთან ერთად. ესენია: ღორისა და საქონლის სუბრპროდუქტები, კვერცხი, ქაშაყი, ომარები, ლანგუსტები და ხამანწკები. სელენის მტერი ნახშირწყლებია. ცომეული და ტკბილეული მას შლის.

ლალი ჩხიკვაძე

კომენტარი არ გაკეთებულა
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.
რეკომენდირებული პროდუქტები
მსგავსი სიახლეები
სრულფასოვანი ძილისთვის დიდი მნიშვნელობა აქვს არა მხოლოდ საკვებ რაციონს, არამედ საკვების მიღების დროსაც.
03-08-2018
დიეტა სისხლში ქოლესტერინის დონის დაქვეითების უმარტივესი საშუალებაა. ამგვარი დიეტის საფუძველი
02-08-2018
წონის დაკლებაზე იმდენად ხშირად საუბრობენ, რომ რჩევები, დიეტის რეცეპტები და ვარჯიშების კომპლექსი
01-08-2018
ამ კატეგორიის სხვა სტატიები
დღე და ღამე არ გტოვებთ ფიქრები ანგარიშებზე, პროექტებზე, კლიენტებსა თუ შესაძლო შემცირებაზე?
მსახიობი ანჯელინა ჯოლი ფსიქიატრიულ კლინიკაში მოათავსეს. როგორც საერთაშორისო მედია წერს, საავადმყოფოში ჯოლი
ცნობილია, რომ დღეში 300 მგრ კოფეინის მოხმარებამ შესაძლებელია გააღრმავოს ადამიანის შფოთვითი და
გაგაცნობთ რამდენიმე დასკვნას, რომელიც ეხება ინტერნეტდამოკიდებულებას და რომელიც მოხსენების სახით გაკეთდა
ამერიკელმა ნეიროფიზიოლოგებმა გააანალიზეს სხვადასხვა სახის დანაშაულის ჩამდენი 50 პირის
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს სთხოვა, ფსიქიატრიულ
13 აგვისტო 2018
თანამედროვე ადამიანის ცხოვრების წესი ჯანმრთელობისთვის უფრო მავნე და საზიანოა. მუდმივი სტრესის, სრულფასოვანი
11 აგვისტო 2018
ვარჯიშს რომ უდიდესი მნიშვნელობა აქვს ჯანმრთელობისა და დღეგრძელობისათვის ამ აჩქარებულ და
ახალგაზრდებს ხშირად აბრაზებთ უფროსი თაობის ამგვარი ფრაზები: “ყველაფერს თავისი დრო და ასაკი აქვს”, “რა დროს შენი სიყვარულია” და ა.შ.
ფილოსოფოსები ნაოჭს დროის ბეჭედს უწოდებენ, ქალები კი მათ ასწლეულების მანძილზე სხვადასხვა ხერხით ებრძვიან.
სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტო სამშობიარო სახლ „ნინოში“ შესვლის თაობაზე